ნინო ქეთელაური 13.11.2015
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ თავისივე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და "რუსთავი2"-ში ძველი მენეჯმენტი აღადგინა. უფრო კონკრეტულად, დროებით მმართველს, დავით დვალს უფლებამოსილება გაუუქმდა, ხოლო რეზო საყევარიშვილს შეუჩერდა.
|
მარიკა გოგოხია 13.11.2015
კლინიკებში მედპერსონალის ხელფასებთან დაკავშირებით პრობლემა მოუგვარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმებისთვის ქვეყანაში მილიონობით ლარი იხარჯება, მდგომარეობა დიდად არ გამოსწორებულა. როგორც ჩანს, ექიმებს კუთვნილი ხელფასის მისაღებად გაფიცვა ხშირად სჭირდებათ. კლინიკების ადმინისტრაცია ამას არ აღიარებს, მაგრამ პრობლემა რეალურად არსებობს.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.11.2015
რუსეთის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე სიდიდით მესამე კომპანია "ვიმპელკომს" აქციონერები უჩივიან. ისინი კომპანიას შეცდომაში შეყვანასა და ინფორმაციების დამალვაში ადანაშაულებენ. "ვიმპელკომის" მიმართ საქართველოში ინტერესი ძალიან დიდია, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია "კავკასუს ონლაინის" ყიდვას აპირებს. თუ ეს გარიგება შედგა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ინტერნეტ სივრცის გაკონტროლებას შეძლებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.11.2015
წლის ბოლოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. ეკონომისტების პროგნოზით, მე-3-მე-4 კვარტალის მონაცემებში ინვესტიციების ზრდა განსაკუთრებით თვალში საცემი ენერგეტიკის სექტორსა და მშენებლობაში უნდა იყოს.
|
მარი ლიკოკელი 13.11.2015
მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების ამკრძალავი პროექტი პარლამენტში ჩავარდა. პარლამენტში სულ 44 დეპუტატი აღმოჩნდა, რომელიც ქამრების რეალურად შემოჭერას დაეთანხმა. ინიციატივას პირდაპირ შეეწინააღმდეგნენ ლევან ბერძენიშვილი, მალხაზ წერეთელი და ზვიად ძიძიგური.
|
ია აბულაშვილი 13.11.2015
იუნესკომ 2016 წელი მთელ მსოფლიოში რუსთაველის წლად გამოაცხადა. იმედია, საქართველო ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ღირსსეულად აღნიშნავს და სათანადო პატივს მიაგებს დიდ ქართველ პოეტს, საქვეყნოდ ცნობილი პოემის, "ვეხისტყაოსნის ავტორს, შოთა რუსთაველს.
|
მარი მგალობლიშვილი 13.11.2015
საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევის დასრულების შემდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ტალინში "ლე კოკ" არენაზე ჩვენი გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდა.
|
თაკო მათეშვილი 12.11.2015
პრეზიდენტის ახლად დანიშნული პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ რეზიდენციის დატოვების საკითხი დახურულია და არ განიხილება. მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ მომავალი პრეზიდენტებიც სწორედ ამ სასახლეში გააგრძელებენ მოღვაწეობას.
|
თიკო ოსმანოვა 12.11.2015
"ეს არის კონფრონტაციაზე გამოწვევა. სამწუხაროდ, უკვე ნათლად ჩანს, ვის უნდა კონფრონტაცია და ვის მშვიდობა", - ასე უპასუხა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დანიშნულმა დროებითმა მმართველმა, დავით დვალმა "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, რომელმაც უფლებამოსილების შესრულებაზე და არხის დროებით მართვაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის დისტანციურად მართვას არ აპირებენ. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას დაელოდებიან და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 12.11.2015
"რუსთავი 2"-ის მხარე საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე 5 სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს - 2-ის სამოქალაქო კოდექსიდან და 3-ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან, თუმცა როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი გია გვალია აცხადებს, არაკონსტიტუციურად გასაჩივრებული ნორმებიდან მხოლოდ ერთი მუხლის ერთი ქვეპუნქტი შეიძლება ჩაითვალოს, სხვა - არა. უფრო მეტიც, ამ 5-დან ორი ნორმის თუნდაც დროებით შეჩერებას არალოგიკურად მიიჩნევს. ამბობს, რომ ამით კონკრეტული ადამიანები დაზარალდებიან.
|
ია აბულაშვილი 12.11.2015
"ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც "რუსთავი 2"-ის ირგვლიც აჟიოტაჟის აგორებით პოლიტიკური ქულების მოპოვებას და მორიგი გადატრიალების მოწყობას შეეცადა, ვფიქრობ, გაცილებით უფრო მეტი ზიანი მიადგა როგორც პოლიტიკური, ისე მორალური კუთხით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა მისი წარსულის ზოგიერთი საკმაოდ ჭუჭყიანი ფურცელი," - აცხადებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც "რეზონანსი" "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
|
სალომე სარიშვილი 12.11.2015
"საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი ქმედებები გარკვეულ კითხვებს ბადებს იმის შესახებ, რომ მათ უჭირთ, იყვნენ დამოუკიდებლები," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მარღაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი პროცესის შეფასებისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|