ია აბულაშვილი
09.11.2015

 დღევანდელ ჩვენს სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან. ამ ამბებს იხსენებენ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. მათი თქმით, აკაკი იყო ადამიანი, რომელიც იმდროინდელ საქართველოში განსაკუთრებული მახვილი ენით გამოირჩეოდა, ხოლო მისმა მოხდენილმა სიტყვა-პასუხმა დროს გაუძლო და თაობიდან თაობას დღემდე გადაეცემა.

მარი მგალობლიშვილი
09.11.2015

 წლების შემდეგ ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი დევიდ ბექჰემი "ოლ ტრაფორდზე" ბრუნდება. 14 ნოემბერს "ოლ ტრაფორდზე" იუნისეფის ეგიდით საქველმოქმედო მატჩი გაიმართება და "მანჩესტერელთა" 7-ანიც მიიღებს მონაწილეობას.

სალომე სარიშვილი
07.11.2015

 "რესპუბლიკური პარტია" მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით მან ხელისუფლებას "დათვური სამსახური" გაუწია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ურთმელიძის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებული იყო და ისინი "რესპუბლიკელების" პოზიციას ემიჯნებიან. თუმცა აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული მოსაზრებისა, ეს კოალიციაში უთანხმოებას არ გამოიწვევს.

ეკატერინე ბასილაია
07.11.2015

 "ჩემი მოლოდინი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოიყენებდა ამ ვითარებას საკუთარი ავტორიტეტის ნაწილის მაინც აღდგენისათვის და 5 ნოემბერს მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას დაგმობდა. ეს არ ხდება, ამის ნაცვლად ჩვენი ახალბედა პრემიერი სრულიად საწინააღმდეგოს ბრძანებს.

რეზონანსი
07.11.2015

"რუსთავი 2"-ში შექმნილი არაორდინარული სიტუაციიდან გამომდინარე, "რეზონანსი" სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანიაში მომუშავე კოლეგებს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მიუხედავად მფლობელობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებით მიმდინარე დავისა, არ მოხდეს მათი პროფესიული საქმიანობისათვის რაიმე სახით ხელის შეშლა და გამოინახოს გზები "რუსთავი 2"-ის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად.

გვანცა ღვედაშვილი
07.11.2015

იურისტთა შეფასებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს ფორმალურად ჰქონდა უფლება "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები დაენიშნა, თუმცა მის მიერ ეს გადაწყვეტილება არადამაჯერებლად არის ახსნილი და დასაბუთებული.

ეკატერინე ბასილაია
07.11.2015

"რუსთავი 2"-ის საქმის გამო ხელისუფლება მარტო აღმოჩნდა - თითქმის მთელი სამოქალაქო სექტორი და საქართველოში აკრედიტებული ელჩები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან. საზოგადოებრივი აზრი ამ თემაზე პოლარიზებულია, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, საზოგადოებაში რადიკალიზმის ის მუხტიც არ არის, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ელზა პაპოშვილი
07.11.2015

 რატომ ითხოვს იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ელჩისაგან განმარტებებს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კი ბოდიშის მოხდას? - ექსპერტები ამას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან, თუმცა ერთ რამეში თანხმდებიან, რომ თეა წულუკიანმა, მინიმუმ, დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია.

თაკო მათეშვილი
07.11.2015

 "რუსთავი 2"-ს სიტყვიერ მხარდაჭერას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია უცხადებს, ასევე სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი "რესპუბლიკელებიც". თუმცა, ფიზიკურ თანადგომას - შენობასთან მოსალოდნელ აქციებში მონაწილეობის მიღებას, როგორც ჩანს, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და "ლეიბორისტები" აპირებენ.

მარი მგალობლიშვილი
07.11.2015

 ანდრე შურლე ის ფეხბურთელია, რომლის საგოლე გადაცემით მარიო გიოტცემ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა და გერმანია ჩემპიონი გახადა. 25 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებამ მას უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემატა.

მარი ჩიტაია
07.11.2015

ლარის გაუფასურებამ წვრილი მაღაზიების ბრუნვა 60-70%-ით შეამცირა, ხოლო "საუკეთესო შემთხვევაში" - გაანახევრა. ზოგიერთ მათგანს კი იმდენად გაუჭირდა, რომ დაიხურა ან დახურვის ზღვარზეა. საქმე ეხება ე.წ. უბნის მაღაზიებს, რომლებიც ბოლო დრომდე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და არც მომხმარებლის დეფიციტს უჩიოდნენ.

მაკა ხარაზიშვილი
07.11.2015

"დაზარალდებიან როგორც მოქალაქეები, ისე ბიზნესი", - ასე აფასებენ სპეციალისტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ვერდიქტით გაჩერებულია ისეთი გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივი აღსრულება, როგორებიცაა, ალიმენტის მიკუთვნება, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას 3 თვის ხელფასის გაცემა და სხვა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×