ია აბულაშვილი
05.11.2015

 "ტოტალიტარული სისტემის - პოლიტიკური პარტიის, პროპაგანდის და პროპაგანდის საშუალებების განუყოფელი ერთობა წარსულს უნდა ჩაბარდეს" - აცხადებს დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

თაკო მათეშვილი
05.11.2015

 საქართველომ აფხაზურ მხარეს ფედერაციული მოწყობა კიდევ ერთხელ შესთავაზა. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კვლავ უშედეგოდ. მათი აზრით, პაატა ზაქარეიშვილის ამ ინიციატივაზე აფხაზური მხარე ოფიციალურ კომენტარსაც კი არ გააკეთებს, რადგან ეს მათთვის აქტუალური საერთოდ აღარ არის.

მარიამ აფციაური
05.11.2015

 თბილისელების დიდ ნაწილს ვარდების რევოლუციის მოედანზე გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა, მუსიკისა და დრამის თეატრი (ე.წ. "ტრუბები"), რიყეზე შუშის ხიდი და ზოგადად ძველ თბილისში თანამედროვე სტილში შენობები არ მოსწონს. გამოკითხულთა უმეტესობა დავით აღმაშენებლის ძეგლის დიღომში გადატანასაც აკრიტიკებს. რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძეგლი ვარდების მოედანს უნდა დაუბრუნდეს.

მაკა ხარაზიშვილი
05.11.2015

 რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით 7,5%-მდე გაიზარდა. ეროვნულ ბანკში ინფლაციის შემცირებას 2016 წლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. ამასთანავე, სებ-ში განმარტავენ, რომ დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ პოზიტიური ტენდენციებია და ლარის კურსზე საგარეო ფაქტორების ზეწოლა მოსალოდნელი აღარ არის. მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ლარი აღარ უნდა გაუფასურდეს.

მარი ჩიტაია
05.11.2015

 კარტოფილის ექსპორტი შეჩრებულია. ფერმერები მიზეზად პროდუქტის მაღალ ფასს მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის რეალიზაციის მხრივ შეზღუდვა არ არის, მეწარმეებს გაყიდვა მაინც უჭირთ. წინა წლებში აზერბაიჯანში ქართულ კარტოფილზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა, ფასის გამო დღეს ინტერესი მიზერულია.

მაკა ხარაზიშვილი
05.11.2015

ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან საბანკო სექტორს ბიუჯეტში ყველაზე ცოტა თანხა შეაქვს. სპეციალისტების განცხადებით, ბანკები დღემდე განსაკუთრებული პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ. შესაბამისად, სახელმწიფო, მომხმარებელი და სხვა კომპანიებიც, რომელთაც ბანკების პროფილურ ბიზნესებთან კონკურენცია უჭირთ, ზარალდებიან.

მამუკა ნაცვალაძე
05.11.2015

 გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის პირველი შეხვედრები. ორი ტურით ადრე გაირკვა ორი მერვედფინალისტის ვინაობა. ფლეი-ოფში ითამაშებენ მადრიდის "რეალი" და და "მანჩესტერ სიტი". "სამეფო კლუბმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფრანგული პსჟ დაამარცხა 1:0, რაც შეეხება ინგლისელ "ქალაქელებს", მათ გასვლაზე "რამონ სანჩეს პისხუანზე" ადგილობრივ "სევილიას" სძლიეს 3:1 და მიუწვდომელნი გახდნენ მესამეადგილოსნებისათვის.

მალხაზ გაგუა
04.11.2015

 "(საპრექიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში) კლინტონი, ვფიქრობ, ობამას უფრო ძლიერი ვერსია იქნება. ის უფრო ადვილად დათანხმდება ძალის გამოყენებას. ეს საქართველოს შეიძლება ხელს აძლევდეს," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ამერიკელი ექსპერტი, ჰადსონის ინსტიტუტის სამხედრო-პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი რიჩარდ ვეიცი, რომელიც ახლახან თბილისში იმყოფებოდა.

ლიკა ამირაშვილი
04.11.2015

 ფარული ჩანაწერების სერია გრძელდება. ამჯერად უკრაინული ვებგვერდი აქვეყნებს, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის საუბრებს დეპუტატებთან, ნუგზარ წიკლაურთან და გივი თარგამაძესთან. საუბრის თემა იგივე - ხალხის მობილიზება და "რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პერმანენტული აქციების დაწყებაა.

თიკო ოსმანოვა
04.11.2015

 დღეიდან "რუსთავი 2" 100%-ით ყოფილ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, თუმცა არხის ფაქტობრივ ფლობამდე მას სააპელაციო და, სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლო აქვს დარჩენილი. მოპასუხე მხარე დავას აგრძელებს, დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა კი შეჩერებულია. არხის გენდირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მინიმუმ არჩევნებამდე პროცესებს აუცილებლად გაწელავენ.

თაკო მათეშვილი
04.11.2015

 შუალედურმა არჩევნებმა, რომელიც 31 ოქტომბერს მარტვილსა და საგარეჯოში ჩატარდა, პოლიტოლოგების აზრით, არაერთი დასკვნის გამოტანის საშუალება მოგვცა როგორც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებული მდგომარეობის შესახებ, ისე საზოგადოების მოთხოვნებისა და განწყობის მხრივ.

მამუკა ნაცვალაძე
04.11.2015

 დასრულდა მსოფლიო თასის 2015 წლის გათამაშება, გამოვლინდა ტრიუმფატორი - ახალი ზელანდიის უბრწყინვალესი ნაკრები, რომელმაც მთელი გათამაშება ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ამის შემდეგ კი "მსოფლიო რაგბის" ხელმძღვანელობამ სხვადასხვა ნომინაციებიც ჩამოარიგა. ნომინანტთა შორის მოხვდნენ "ბორჯღალოსნები" მამუკა გორგოძე და ვასილ ლობჟანიძე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×