გვანცა ღვედაშვილი 02.11.2015
ტელეკომპანია "რუსთავი 2" არხის საინფორმაციო სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით ქმნის საზოგადოებრივ საბჭოს, რომელიც კონტროლს გაუწევს იმ კონტექსტს, რასაც "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს. საუბარია პოლიტიკურ და ანალიტიკურ გადაცემებზე. აღნიშნული ინიციატივის შესახებ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა.
|
გვანცა ღვედაშვილი 02.11.2015
არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრმა ფარნაოზ ჭკადუამ, ჯერ კიდევ ინტერნეტში ცნობილი სატელეფონო ჩანაწერების გამოჩენამდე, თავის "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც იგი მოსახლეობას მოუწოდებს, მივიდეს "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად და ფიზიკურად დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
|
თიკო ოსმანოვა 02.11.2015
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადამიანების სიცოცხლის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს. ამბობს, რომ სწორედ ამ პათოსის გამო დატოვა თავის დროზე პარტია. თუმცა, მისი მტკიცებით, სააკაშვილს რევოლუციის მოწყობის ან ვითარების დაძაბვის გეგმაზე მასთან არასდროს უსაბრია.
|
ლიკა ამირაშვილი 02.11.2015
პარასკევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, გიორგი ნაზაროვს შეხვდა და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გადასცა. საქართველომ უკრაინას საპროტესტო ნოტა მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოგანცხადების გამო გაუგზავნა.
|
ვახტანგ შამუგია 02.11.2015
"უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და სტრატეგიული პარტნიორია", - არაერთხელ უთქვამთ ქართველ მაღალჩინოსნებსა და არა მარტო მათ. შესაბამისად, როდესაც დონბასში პრორუსმა მეამბოხეებმა რუსეთის მხარდაჭერით საბრძოლო მოქმედებები წამოიწყეს, უკრაინის სამთავრობო ჯარების რიგებში მოხალისედ ათობით ქართველი ჩაეწერა.
|
ნინო ქეთელაური 02.11.2015
სამგორის რაიონში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 29 ოქტომბერს, დაახლოებით 19 საათზე მოხდა, როდესაც მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცმა ერთ მანქანას წინ გადაურბინა, რა დროსაც მეორე ავტომობილი დაეჯახა. დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი ადგილზე რამდენიმე წუთში, სასწრაფო დახმრების მოსვლამდე გარდაიცვალა.
|
მამუკა ნაცვალაძე 02.11.2015
"ოლ ბლექსი" პირველი ნაკრებია რაგბის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო თასის ტრიუმფატორის მანტია შეინარჩუნა. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე მსოფლიო სარაგბო ფორუმის ფინალურ მატჩში დამაჯერებლად სძლია ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს 34:17 და მესამედ, მათ შორის ორჯერ ზედიზედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.
|
სალომე სარიშვილი 31.10.2015
იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. შესაბამისი განცხადება საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ გააკეთა.
|
ია აბულაშვილი 31.10.2015
"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი "რეზონანსთან" 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ იმას, რაც დღეს "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ხდება, საერთო არაფერი აქვს მოვლენებთან, რომელიც "იმედში" მოხდა.
|
ელზა პაპოშვილი 31.10.2015
ვინ გააკეთა იმ სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან და "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან სასამართლოს სავარაუდო განაჩენის აღსრულებისათვის ხელის შეშლის მეთოდებს განიხილავს? შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საუბრების ჩანაწერები ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან ხუთშაბათს უკრაინულმა ვებ-გვერდმა "უარევიუმ" გაავრცელა.
|
ეკატერინე ბასილაია 31.10.2015
გეგმავდა თუ არა ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციას და რა არის მისთვის "რუსთავი 2"-ის დაცვა - ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, თუ პარტიული ტელევიზიის შესანარჩუნებლად? - ეს შეკითხვა ორი დღის წინ უკრაინულ ინტერნეტ გვერდზე სააკაშვილი-გვარმიას და სააკაშვილი-ბოკერიას საუბრების გასაჯაროვების შემდეგ ბევრმა დასვა. პოზიცია-ოპოზიციაში შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია და ორივე მხარე ბრალდებებს ერთმანეთს უყენებს.
|
ლიკა ამირაშვილი 31.10.2015
ე.წ. კორტების საქმეზე გუშინ საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომლითაც ყველა უკმაყოფილო დარჩა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენის შემდეგ ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლებმა სასამართლოს დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვეს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას მსჯავრდებულების ახლობლებიც გამოთქვამდნენ.
|