თიკო ოსმანოვა 31.10.2015
დღეს საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება ერთგვარი ტესტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა, რომელიც ნაწილობრივ საზოგადოების განწყობას ასახავს.
|
მარი ჩიტაია 31.10.2015
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი დიდ გასაჭირშია. სპეციალისტების შეფასებით, სამეწარმეო სფეროში რისკი გაზრდილია, რასაც ახლადდარეგისტრირებული საწარმოების კლებაც ადასტურებს. 2015 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი რიცხვი 14%-ით შემცირდა და 3466 ერთეული შეადგინა.
|
მაკა ხარაზიშვილი 31.10.2015
წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე მეტი იქნება. სტატისტიკური მონაცემებით, 9 თვეში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 2,7%-ია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ივლისიდან ეს მაჩვენებელი მცირდება, წლის ბოლოს ეკონომიკის 2,5%-იან ზრდას უნდა ველოდეთ.
|
ნათია ლომიძე 31.10.2015
ქორწილი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი, საოცნებო და გრანდიოზული ღონისძიებაა. განსაკუთრებით ქალბატონები ამ დღეს შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან გეგმავენ, ოცნებობენ და გონებაში განიხილავენ ყველა დეტალს. თუ რამდენიმე წლის წინათ მხოლოდ ერთფეროვანი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ქორწილისთვის იყო გრანდიოზული მზადება, დღეს არჩევანი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ნებისმიერ წყვილს შეუძლია, თანამედროვე ქორწილი ვიწრო წრეში, 50 მეგობრის თანხლებით აღნიშნოს, თუმცა ფინანსურად იგი ნამდვილად არ ჩამოუვარდება ტრადიციულ 200-კაციან წვეულებას.
|
მარი ჩიტაია 31.10.2015
ხილისა და ყურძნის მასალაზე დამზადებული სპირტიანი სასმელი 10%-ის ფარგლებში გაიაფდება. მოსალოდნელი ცვლილება აქციზის გადასახადის შემცირებას უკავშირდება, რომელიც მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ ამ ტიპის სასმელების სეგმენტისთვის დააწესა. მიღებული გადაწყვეტილებით, აქციზის გადასახადი დაახლოებით 35%-ით შემცირდება.
|
ლიკა გურაბანიძე 31.10.2015
მეცნიერებმა დედამიწის მოსახლეობის საერთო წონა გამოთვალეს და 287 მილიონი ტონა მიიღეს, იუწყება "ბიბისი". მკვლევარებმა, მოსახლეობის წონის მიხედვით, ყველაზე "მსუბუქი" და "მძიმე" ქვეყნები დაასახელეს. სიის სათავეში აშშ აღმოჩნდა. თუ ზრდასრული ადამიანის საშუალო წონა 62 კილოგრამია, აშშ-ში ეს მაჩვენებელი ერთი მესამედით მეტია და 80,7 კგ-ს შეადგენს.
|
მარი მგალობლიშვილი 31.10.2015
ჯენარო გატუზომ იტალიის მესამე დივიზიონის გუნდი ჩაიბარა. 37 წლის სპეციალისტი "პიზას" წვრთნის. აღსანიშნავია, რომ "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა გატუზო ასისტენტად მოიწვია, თუმცა ჯენარომ უარით უპასუხა.
|
თიკო ოსმანოვა 30.10.2015
"რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობით სასამართლო პროცესი ერთი დღით გადაიდო. დღევანდელ პროცესზე კი მოპასუხე მხარე დასკვნითი სიტყვით გამოვა, რის შემდეგადაც მოსამართლე სათათბიროდ გავა და არ არის გამორიცხული განაჩენიც დღესვე გამოაცხადოს. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ მოსამართლე ქიბარ ხალვაშს გაამართლებს, ამიტომ იგი სამართლებრივი ბრძოლის და ქუჩის აქციებისთვის ემზადება.
|
ელზა წიკლაური 30.10.2015
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინულ გამოცემა "უარევიუ.ინ.უა"-ს მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და მისი სატელეფონო საუბრის ავთენტურობას ადასტურებს.
|
სალომე სარიშვილი 30.10.2015
"ვფიქრობ, "რუსთავი 2"-მა უნდა შეწყვიტოს საუბარი იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს იმ სოლიდარობას, რაც ახლა საზოგადოების ნაწილისგან გააჩნია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი და დასძენს, რომ ტელევიზიის ირგვლივ მიმდინარე პროცესი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალეა.
|
თაკო მათეშვილი 30.10.2015
ნატო ბალტიისპირა ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტის განთავსებას აპირებს - სპეციალისტები ამას რუსული აგრესიისაგან თავის დაცვის საშუალებების ჯაჭვის ერთ რგოლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ნატომ "გამოიღვიძა".
|
ლიკა ამირაშვილი 30.10.2015
პროფესორთა ნაწილი თსუ-ისთვის მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მსგავსად განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითხოვს - განსაკუთრებული სტატუსი კანონის დონეზე ფართო ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.
|