სალომე სარიშვილი 04.11.2015
ავლაბარში, იორის ქუჩაზე მდებარე სომხური ეკლესია სურბ მინასი საფრთხის წინაშეა. ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ეკლესიის ტერიტორიის ნაწილი პრივატიზებულია და ამჟამად იქ მოსახლეობაა შესახლებული, მისი რეაბილიტაცია ვერ ხერხდება. როგორც "რეზონანსს" "მშვიდობის ფონდის" დამფუძნებელმა, გიორგი ტუმასიანმა განუცხადა, ადგილობრივთა ნაწილს ტაძრის ქვედა ნაწილში მშენებლობა აქვს დაწყებული, რაც ძეგლს სერიოზულ ზიანს აყენებს.
|
ელზა პაპოშვილი 04.11.2015
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და აურზაური თავად ტელეკომპანიაში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფს აწყობს, რომელიც ამ აურზაურით ქვეყანაში დაძაბული ფონის შენარჩუნებას ცდილობს. მისი აზრით, ტელეკომპანიაში ჟურნალისტთა გარკვეული წრე უბრალოდ "ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობაში იმყოფება, რაც, მისი განცახდებით, ფარული აუდიოჩანაწერების გამოაშკარავების შემდეგ უფრო ნათელი გახდა.
|
მარიამ აფციაური 04.11.2015
მოსახლეობის უმეტესობა საბანკო მომსახურებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებელი აუცილებელ ინფორმაციას ვერ იღებს. "რეზონანსის" რესპონდენტების თქმით, ისინი ინფორმაციას, ძირითადად, საკუთარი ინიციატივის შემდეგ იღებენ და ბანკები არსებულ პირობებს მათ შეგნებულად უმალავენ. ისინი ეროვნულ ბანკს მეტი კონტროლისკენ, რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.
|
ელზა წიკლაური 04.11.2015
ქვეყნის მთავარი ბანკირი ეროვნული ვალუტის "მეტ მერყეობას" აღარ ელის და აცხადებს, რომ თუ ეკონომიკა გაიზარდა, კურსიც უფრო მეტად გამყარდება. წლის ბოლომდე ლარის დევალვაციას არც სპეციალისტები ელიან. მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და პოლიტიკას იმ მიმართულებით წაიყვანს, გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოსთვის კურსი 2,35-ის ნიშნულსაც კი ჩამოსცდეს. ასე თუ ისე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე ლარი 2,4-ის ფარგლებში იტრიალებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.11.2015
პარლამენტს ბიუჯეტი უცვლელი სახით დაუბრუნდა. ფინანსთა სამინისტრომ არც ერთი კომიტეტის შენიშვნა არ გაითვალისწინა. ასევე ჰაერშია გამოკიდებული პენსიის გაზრდის საკითხი, არადა, დეპუტატები, მათ შორის, "ქართული ოცნებიდან" ელოდნენ, რომ სამინისტრო პროექტის ახალ ვარიანტს გაზრდილი პენსიით წარმოადგენდა.
|
მარი ჩიტაია 04.11.2015
ლარის გაუფასურებამ ინფლაციის პროცესი გააღრმავა. ოქტომბერში ფასები 5,8%-ით გაიზარდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციის ზრდის ტემპს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მან წლის ბოლომდე 8%-საც მიაღწიოს. ეს მაშინ, როცა ეროვნულ ბანკს 2015 წლის მიზნობრივ მაჩვენებლად 5% აქვს განსაზღვრული.
|
მაკა ხარაზიშვილი 03.11.2015
ლარის გაუფასურებამ ბიზნესის განვითარება მკვეთრად შეაფერხა. ბიზნესმენები აღნიშნავენ, რომ მათ ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეაჩერეს. მომავალ წელს ბიზნესის ბედი და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა სწორედ სტაბილურ და მყარ ვალუტაზე იქნება დამოკიდებული.
|
თიკო ოსმანოვა 03.11.2015
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა და უახლოეს დღეებში შესაძლოა, გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს.
|
ელზა წიკლაური 03.11.2015
მოლდოვას ყოფილი პრემიერი, საბანკო "აფიორის" ბრალდებით, დააკავეს; ისლანდიაში, ფინანსურ კრიზისთან კავშირის გამო, 26 ბანკირი დააპატიმრეს; ორიოდე წლის წინ ამერიკის ფედერალური რეზერვებიდან რამდენიმე ტრილიონი დოლარი დაიკარგა, სულ ახლახანს კი "საქართველოს ბანკიდან" 10 მლნ გაქრა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საბანკო მაქინაციებისა, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი აფიორისგან არც განვითარებული და მით უფრო, არც განვითარებადი ქვეყნები დაცულები არ არიან. აუცილებელია, საქართველოში გამკაცრდეს უსაფრთხოების წესები და ამოქმედდეს მომხმარებელთა დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა.
|
თაკო მათეშვილი 03.11.2015
გაფრთხილება, საყვედური, ან მიხეილ სააკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება - სწორედ ამას ელიან ხელისუფლებაში უკრაინის პრეზიდენტისაგან და მიიჩნევენ, რომ პეტრო პოროშენკო პრემიერის მიმართვას რეგირების გარეშე არ დატოვებს.
|
სალომე სარიშვილი 03.11.2015
"ცხადია, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩანაწერებით უნდა დაინტერესდეს, ეს დელიკატური თემაა, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ურთიერთობა ძალიან მოსაფრთხილებელია", - ამბობს "რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი და დასძენს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მთავარი მიზანი ძალადობისა და რევოლუციური სცენარის პროვოცირებაა, რათა ხელისუფლებას რამე გზით წასვლისკენ უბიძგოს.
|
ლიკა ამირაშვილი 03.11.2015
მორიგი ფარული ჩანაწერი - საქართველოში უკვე კარგად ცნობილი უკრაინული ვებგვერდი ცცც.გფკუმწ. შტ.გფ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საუბრებს გვარამიასა და სოფო ნიჟარაძესთან აქვეყნებს, რომლის ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მხარეები საუბრის შინაარსს არ ადასტურებენ.
|
|