ნათია ლომიძე 07.11.2015
შემოდგომის დადგომასთან ერთად, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ნაქსოვი ტანსაცმელი, აქსესუარები, ჩანთები და სხვა ნივთები, რომელიც წელიწადის ამ დროს ესადაგება. ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანია საკუთარი ხელით იმზადებს ტანსაცმელს და სხვა პატარ-პატარა ნივთებს. ზოგი უკვე მოხალისის სტატუსს გასცდა და ბიზნესიც წამოიწყო. ნაწარმის რეკლამირებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეწევიან და საკმაოდ სარფიანადაც ყიდიან.
|
მარიამ ხიდაშელი 07.11.2015
დოლართან მიმართებაში ევრო დაცემას განაგრძობს. ამერიკული ვალუტის პოზიციის გამყარება ნავთობის ფასის მორიგმა ვარდნამ განაპირობა. საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების ვალუტები კი სტაბილურობას ინარჩუნებენ. გამონაკლისია ყაზახური ტენგე, რომელმაც ერთ დღეში მკვეთრი ვარდნა განიცადა.
|
ლიკა გურაბანიძე 07.11.2015
XX საუკუნის 70-იან წლებში ამერიკელმა ექიმებმა იმ ვარჯიშების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც ყველაზე სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას, რაც განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მდგომარეობაზე აისახება, ასევე სხეულის წონას აბალანსებს და ხელს ნერვული სისტემის ფუნქციის განმტკიცებასა და ნორმალიზებას უწყობს. ამ სიში პირველი ადგილი სირბილმა დაიკავა. აღმოჩნდა, რომ სირბილი ყველა ზემოთ აღნიშნულს მოიცავს.
|
ვახტანგ შამუგია 06.11.2015
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხი ძველ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. დროებით არხის მართვა დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს დაეკისრათ. თუმცა, არხის ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.11.2015
მოსამართლე ურთმელიძემ ქიბერ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას შეუჩერდეს უფლებამოსილება და ტელეკომპანიის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნონ.
|
ელზა პაპოშვილი 06.11.2015
პოლოტოლოგი სოსო ცინცაძე იუსტიციის მინისტრის განცხადებით გაკვირვებულია. მისი თქმით, აშშ-ის ელჩი ვალდებული არ არის თავის განცახდებებზე კონკრეტულ მინისტრებს ახსნა განმარტებები აბაროს.
|
თიკო ოსმანოვა 06.11.2015
„კითხვები შეიძლება ბევრი გაჩნდეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქ ხელისუფლების კვალს ვხედავ. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ორი პირის დავაა. ეს გაცდა მხოლოდ ორი პირის დავას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთნება.
|
თიკო ოსმანოვა 06.11.2015
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციური სპექტრის რეფორმირებაა მოსალოდნელი. სპეციალისტების აზრით, სამთავრობო კოალიციის დამარცხების შანსი ოპოზიციას მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში ექნება, რადგან ცალ-ცალკე თითოეული პარტიის რეიტინგი საკმაოდ დაბალია.
|
მამუკა ნაცვალაძე 06.11.2015
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მეორე დღის შეხვედრებიდან უდავოდ გამორჩეული გახლდათ დაპირისპირება "ალიანც არენაზე", სადაც პეპე გვარდიოლას "ბაიერნმა" არსენ ვენგერის "არსენალს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით სძლია 5:1.
|
სალომე სარიშვილი 06.11.2015
"მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაუმორჩილებლობასა და არეულობას ამზადებდა, რომლის უნარიც არ გააჩნია, ამიტომ მან მხოლოდ მოახერხა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ლაფში ამოსვარა", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ხმაურიანი ჩანაწერების შეფასებისას.
|
ლიკა ამირაშვილი 06.11.2015
სწავლა საზღვარგარეთ ყველა სტუდენტის ოცნებაა, თუმცა ამის ასასრულებლად დიდი ფინანსებია საჭირო - 2014 წელს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა, რომელიც მაგისტრატურაში საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
|
თიკო ოსმანოვა 06.11.2015
"ქართული ოცნება" სულ უფრო ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას", ზოგიერთ შემთხვევაში მოვლენები ფოტოგრაფიული სიზუსტით მეორდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და ხელისუფლებას ჩანაწერებზე დაწყებული გამოძიებას გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს არის კერძო, პირადი საუბარი და ამაზე საქმის აღძვრა ყოვლად დაუშვებელია.
|