მარი მგალობლიშვილი
03.11.2015

 მადრიდის "რეალის" მცველი ალვარო არბელოა ცნობილია თავისი პირდაპირობით. არბელოამ აღიარა, რომ მას კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს "სამეფო კლუბის" ყოფილი მწვთნელთან ჟოზე მოურინიოსთან.

მაკა ხარაზიშვილი
03.11.2015

ხაზინის მომსახურებაზე 563 სსიპ-ი და ააიპ-ია, რომელთა ჯამური შემოსავალი 800 მილიონამდეა. ახალი წლიდან, ხაზინის ანგარიშზე გადასული სსიპ-ებისა და ააიპ-ის რაოდენობა 1200-ს მიაღწევს. ამ მაჩვენებელში არ შედის, მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, სსიპ-ბისა და ა(ა)იპ-ების 2 ათასს აღწევს, მათი საერთო შემოსავალი კი მილიარდზე მეტია. სპეციალისტების განცხადებით, ეს არის გაუმჭვირვალე, მახინჯი სისტემა, რომელსაც ყველა ხელისუფლება კომფორტულად მოერგო.

ელზა წიკლაური
03.11.2015

რუსული ბიზნესის გარდა, აფხაზეთში საქმიანობის დაწყებას არც სხვა ქვეყნებში მოქმედი კომპანიები ერიდებიან. განსაკუთრებით აქტიურობენ თურქები, თუმცა როგორც აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური ვებ-გვერდზე აღნიშნული, მათ საინვესტიციო და კომერციული წინადადებით ევროპული კომპანიებიც მიმართავენ. საუბარია სერბულ, იაპონურ, ჰოლანდიურ, იტალიურ, თურქულ კომპანიებზე, საიდანაც უმეტესობას ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთში აქვს გახსნილი.

ელზა წიკლაური
03.11.2015

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თანხის დამატება ნამდვილად დასჭირდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ კონკრეტული რიცხვის დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ დაადასტურა, რომ თუკი პროგრამას რესურსი დააკლდა, იგი იქნება მოძიებული და დამატებული, რათა არ შეწყდეს პროგრამის განხორციელება.

მარი ჩიტაია
03.11.2015

 სარეკლამო ბაზარზე ისევ კლებაა. ამ მხრივ პრობლემა განსაკუთრებით ტელევიზიებში იგრძნობა, რადგან ამ სექტორს მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მომხმარებელი მოაკლდა. კომპანიების უმეტესობამ რადიოსა და ბეჭდურ მედიაში გადაინაცვლა, თუმცა სტაბილურ პარტნიორობას ვერც მათ უწევს, რადგან რეკლამის ხანგრძლივი პერიოდით განთავსება რეალურად ვერ ხერხდება.

მარი ჩიტაია
03.11.2015

 ნაადრევი აცივების გამო რეგიონებში მოსავლის დაბინავება გვიანდება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში უჭირთ. გლეხების თქმით, ბოსტნეულის ნაწილი დღემდე ვერ აიღეს, ზოგან ყურძენიც დაუკრეფავი დარჩა.

მაკა ხარაზიშვილი
03.11.2015

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მანამდე ხელისუფლებას საკმაოდ დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს. გარდა იმისა, რომ უნდა გაიწეროს ქართულ რეალობაზე კარგად მორგებული კანონი, ასევე უნდა შეიქმნას ფინანსური ინსტიტუტები, სადაც საპენსიო შენატანების დაგროვება მოხდება.

ელზა პაპოშვილი
02.11.2015

 29 ოქტომბერს ინტერნეტში სატელეფონო საუბრების ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორისა და ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბარია ასახული. საუბრის მონაწილეებმა დაადასტურს, რომ ჩანაწერი ნამდვილი და ავთენტურია.

თაკო მათეშვილი
02.11.2015

 სალომე სარიშვილი

ხმაური, სიტყვიერი და ფიზკური დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა, ბიულეტენები ტრუსებში - ასეთი იყო 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნები, რომელიც რამდენიმე რაიონში გაიმართა.

ია აბულაშვილი
02.11.2015

 სკანდალური აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკარიას საუბარია ასახული, ამ ფაქტს საზოგადოებაში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. თავად "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ძალიან უნდა გინდოდეს ივანიშვილის გამარჯვება, რომ ასეთი რამ მისცე ხელში და სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა. "ნაცმოძრაობის" ზოგიერთი ლიდერი კი აცხადებს, რომ ვინც ისედაც არ აპირებდა "რუსთავი 2"-ის დაცვას, ახლა ამის კარგი საბაბი მიეცათ.

თიკო ოსმანოვა
02.11.2015

 "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა და უახლოეს დღეებში შესაძლოა, გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ტელეკომპანიის წილებს მის ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშს გადასცემს, ამიტომ იგი შემდეგი სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადება. რაც შეეხება აღსრულების პროცესს, იმ შემთხვეაში, თუ მოსარჩლე მხარე სასამართლოს დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით მიმართავს, ურთმელიძე ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ელზა პაპოშვილი
02.11.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცახდებს, რომ ნიკა გვარამიამ სააკაშვილის სცენარი მხოლოდ იმიტომ არ გამოიყენა, რომ მიხვდა, თავისი გაწირვა უნდოდათ. ის სააკაშვილს გაემიჯნა და ამით საკუთარი თავი და გარემოცვა გადაარჩინა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×