ელზა პაპოშვილი
06.11.2015

"რუსეთისთვის ავღანეთი სირიაზე საშიშია, რადგანაც ავღანეთიდან "ისლამური სახელმწიფოს" წევრები თალიბანის დახმარებით რუსეთის მოკავშირე ქვეყნებში ძლიერდებიან, რაც რუსეთისთვის საფრთხის შემცველია", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც ფიქრობს, რომ სირიის შემდეგ რუსეთი სამხედრო ინტერვენციას ავღანეთშიც დაიწყებს.

გვანცა ღვედაშვილი
06.11.2015

 მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები ერთ-ერთი აქტუალური და პრობლემური საკითხი იყო და დღემდე არის თბილისის მცხოვრებთათვის. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელებში პანდუსების არარსებობა.

ელზა წიკლაური
06.11.2015

"მაგთიკომისა" და "კავკასუს ონლაინის" შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ იმსჯელებს. გუშინდელ სხდომაზე კი გადაწყვეტილება იმის გამო ვერ მიიღო, რომ კომპანიებს დეტალური ინფორმაცია წარდგენილი არ ჰქონდათ. გარდა ამისა, მათ გარკვეული მონაცემების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა მოითხოვეს, რაც კომისიის წევრთა აზრით, დასაბუთებული არ იყო.

მარი ჩიტაია
06.11.2015

 კომერციულ ფართებზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრდა, მაგრამ ფასი იგივე დარჩა. როგორც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე პერიფერიებშიც 1 კვ/მ კომერციული ფართი 15-20 დოლარზე ნაკლებად არ ქირავდება. რაც შეეხება ბრენდებს, ცენტრალური ქუჩებიდან მათ ე.წ. "მოლებში" გადაინაცვლეს, რის გამოც გასაქირავებელი ფართების რაოდენობამაც მოიმატა.

მარი ჩიტაია
06.11.2015

 პენსიის გაზრდის შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტი თეორიულად უშვებს. სავარაუდო ციფრი, რა მაჩვენებლით შეიძლება ზრდა, არ კონკრეტდება. დეპუტატთა მოსაზრებით, ეს თანხა 10 ლარს გადააჭარბებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მინიმალური პენსიის რაოდენობა საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს. პარლამენტიც აქეთკენ იხრება, რაზეც მთავრობას დათანხმება უჭირს.

მაკა ხარაზიშვილი
06.11.2015

 "გაზპრომის" თემის გააქტიურების შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალური პირების მიმოსვლა არ წყდება. ამჯერად თბილისს მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტუმრობს. ენერგეტიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ალიევის სტუმრობას "გაზპრომთან" არავითარი კავშირი აქვს და მასთან ეს საკითხი არც განიხილება. მთავრობაში კი იმპორტის დივერსიფიკაციას კვლავ პრიორიტეტულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს კარი ყველასთვის ღიაა.

ია აბულაშვილი
06.11.2015

 საქართველოს დიპლომატიას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც საქართველო საუკუნეების მანძილზე საგარეო პოლიტიკაში აწყდებოდა, მისი საერთაშორისო პრესტიჟი ნელა, მაგრამ შეუქცევადად მტკიცდებოდა, ამაში კი დიდი წვლილი ქართველ დიპლომატებს მიუძღვით.

ეკატერინე ბასილაია
05.11.2015

 "რუსთავი 2"-ის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამოქალაქო კოდექსის იმ ორი მუხლის შეჩერებას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც შეიტანა სარჩელი და მოიგო პირველი ინსტანციის სასამართლო ქიბარ ხალვაშმა. ამ მუხლების შეჩერებით არა მარტო "რუსთავი 2"-ის წილებზე მიმდინარე დავა გაიწელება, არამედ შეჩერდება ყველა ის საქმეც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საკუთრების იძულებით დათმობა-წართმევას ეხება. ასეთი საქმეები კი, იურისტების თქმით, ათასობითაა.

თიკო ოსმანოვა
05.11.2015

 "ეს საუბრები ისეთი სპეცტექნიკითაა ჩაწერილი, რომლის საშუალება საქართველოს სპეცსამსახურებს არ გაჩნია. ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ ტექნიკა, რომელიც გამოჰყვათ სააკაშვილის დროიდან და ისმინება ჩვეულებრივი მობილური სატელეფონო საუბრები. რაც შეეხება ვაიბერით საუბრებს, ეს ისმინება უფრო სერიოზული სპეცსამსახურების მიერ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 1990-იან წლებში უშიშროების მინისტრის პოსტს იკავებდა.

სალომე სარიშვილი
05.11.2015

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აგრეთვე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შესაძლოა, გაუქმდეს - ამის შესახებ გუშინ მედიაში ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა.

ელზა პაპოშვილი
05.11.2015

უკრაინული საიტი გფკუმწყშტყგფ კიდევ ერთ ახალ ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც, სავარაუდოდ, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ადვოკატი რომეო საჯაია ფიგურირებენ.

ია აბულაშვილი
05.11.2015

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნებაზე ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% მის საკუთრებაში არსებულ შპს "პანორამას" დაუბრუნდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×