თიკო ოსმანოვა 11.11.2015
როდის შეუდგებიან "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები მუშაობას, ჯერ კიდევ გაურკვეველია. დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დუმილს ინარჩუნებენ. ტელევიზია კი სამართლებრივ ვაკუუმშია. უფლებაშეჩერებული გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს და ზარალს ითვლის. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი გამოსავალს დისტანციურ მართვაში ხედავს, თუმცა ისიც მოლოდინის რეჟიმშია.
|
მაკა ხარაზიშვილი 11.11.2015
მალე შავ ზღვაზე პორტების ბუმი იქნება. სპეციალისტებს კი უკვირთ, რისთვის შენდება ამდენი სანაოსნო, როდესაც სრული დატვირთვით არსებული პორტებიც კი ვერ მუშაობენ.
|
მარი ჩიტაია 11.11.2015
ხუთ წელიწადში გაყინული ძროხის ხორცის იმპორტი 43%-ით, ღორის ხორცის იმპორტი კი 184,2%-ით გაიზარდა. ქვეყანა დაახლოებით 140 ათას ტონამდე ხორცს მოიხმარს. ამ მაჩვენებლების საპირისპიროდ, ხორცის წარმოება დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული.
|
მამუკა ნაცვალაძე 11.11.2015
მსოფლიო თასზე ინგლისში საქართველოს ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ ახალი მუხტი შესძინა ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები - "ქართუს" დახმარებით მიმდინარეობს სტადიონების მშენებლობა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, დიღომში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, თელავში, ბათუმში, გორში. ამასთან, იგეგმება დიღომში რაგბის 25-30 ათასიანი სტადიონის მშენებლობაც.
|
სალომე სარიშვილი 11.11.2015
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, მომხრებთან ერთად, საპროტესტო აქციებს განაგრძობს. ის საგარეჯოში გამართული შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ამბობს, რომ შიმშილობას მანამ არ შეწყვეტს, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
|
თაკო მათეშვილი 10.11.2015
 ისლამურმა ხალიფატმა კავკასიაში კიდევ ერთი ვილაიეთი - გურჯისტანი (საქართველო) დააარსა, რომელიც ქვეყნის ძირითად ტერიტორიას მოიცავს. ამ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში გავრცელდება ვიდეო, რომელშიც საქართველოდან "ისლამურ სახელმწიფოში" წასული ჯიჰადისტები მიიღებენ მონაწილეობას და ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც ცნობილი გახდება.
|
ელზა წიკლაური 10.11.2015
ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, სასარგებლო წიაღისეულის, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის შემდეგ, რუსული ფული, შესაძლოა, ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც გამოჩნდეს. საუბარია "ვიმპელკომზე", რომელსაც "კავკასუს ონლაინის" ყიდვის სურვილი აქვს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. "ვიმპელკომის" მიერ "კავკასუსის" შეძენის სურვილს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე, რუსულ კომპანიაში კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
|
თიკო ოსმანოვა 10.11.2015
როდის შეუდგებიან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები მუშაობას, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დავით დვალს და რევაზ საყვევარიშვილს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. "რუსთავი 2"-ის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადებიან. მანამდე კი ტელეკომპანიის დასაცავად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებს.
|
თიკო ოსმანოვა 10.11.2015
"კარგად გვახსოვს, საქართველოს ისტორიაში, რა დაემართათ ხელისუფლებებს, რომლებმაც მსგავსი ქმედებები ჩაიდინეს. ესეც აბსოლუტურად ეწერება იმავე სცენარში. უფრო მეტიც, ყველაფერი ხდება ისე, როგორც ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, როდესაც ღამით, უჩუმრად მიდიოდა ქონებების გადაფორმება-წართმევა და ა.შ.
|
ლიკა ამირაშვილი 10.11.2015
ისრაელის პარლამენტის სპიკერი იული ედელშტეინი საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, აგრეთვე პატრიარქს შეხვდა. ქნესეთის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი რამდენიმე დღე გაგრძელდა და წასვლის წინა დღეს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე შეხვდა.
|
მარი მგალობლიშვილი 10.11.2015
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2015 წლის ბოლო ორ შეხვედრას ესტონეთსა და ალბანეთში ჩაატარებს. 11 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები ტალინში ესტონეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.11.2015
გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში მემკვიდრედ მის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს დატოვებს. სრულყოფილი, 7-წლიანი ვადით ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს 2017 წლამდე ვერ აირჩევენ. სპეციალისტები არჩილ მესტვირიშვილს მაღალი კვალიფიკაციის მქონე, პროფესიონალ ადამიანად ახასიათებენ, თუმცა, ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ იგი იქნება ქადაგიძის "ინტერესების" გამგრძელებელი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|