მარი ჩიტაია 28.10.2015
სავალუტო რყევის გამო იმპორტიორებს შემოტანილ პროდუქტზე ფასის შენარჩუნება უჭირთ. ისინი შიშობენ, რომ ლარის არასტაბილურობა მათ ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს. არ არის გამორიცხული, ფასის გადახედვაც დასჭირდეთ. ლარის კიდევ 2-3 პუნქტით გაუფასურების შემთხვევაში კი პროდუქტის გაძვირება მოუწევთ.
|
ელზა წიკლაური 28.10.2015
რუსული გაზის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. საკითხი როგორც მოსკოვში და თბილისში, ასევე ბაქოშიც აქტუალობას არ კარგავს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი "გაზპრომის" ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ შეხვდა და რუსული აირის მოცულობის გაზრდაზე და კომერციული გაზის მოწოდებაზე ესაუბრა. "სოკარი" ამ ურთიერთობაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ "საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში არავითარი პრობლემა არ არსებობს".
|
მამუკა ნაცვალაძე 28.10.2015
მიუნჰენის "ბაიერნის" შემადგენლობაში დღეისათვის გამორჩეული ადგილი უჭირავს 33 წლის ბასკს, ხაბი ალონსოს, რომელიც გასული წლის ზაფხულში გადავიდა ბუნდესლიგის გრანდში. ალონსოს ისეთ ტოპ-გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა "ლივერპული" და "რეალი" და ამ კლუბების შემადგენლობაში მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. სწორედ ამიტომაც "ბაიერნის" გულშემატკივრებს განსაკუთრებით ეიმედებათ მისი.
|
თაკო მათეშვილი 27.10.2015
გაფერმკრთალებული მოლოდინი და უხეში რეალობა - დამაიმედებელი და თამამი პროგნოზების შემდეგ ნატოსთან მიმართებაში თავდაცვის მინისტრისა და ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან საკმაოდ პესიმისტური განცხადებები გაკეთდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 27.10.2015
ლარის კურსი კვლავ დაცემის გზას დაადგა და საკმაოდ სწარაფადაც უფასურდება. მთავრობაში მთავარ მიზეზად ფსიქოლოგიურ ფაქტორს ასახელებენ და ვალუტაზე ეკონომიკურ წნეხს გამორიცხავენ. ფაქტი კი ისაა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის პერიოდში ლარი მყარდებოდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სააგენტოს გაჩერების შემდგომ კვლავ გაუფასურება დაიწყო.
|
მარი ჩიტაია 27.10.2015
ესთეტიკურ ცენტრებში მომხმარებლის შენარჩუნება უჭირთ. ამ ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებით, ბოტოქსზეც კი, რომელიც ბოლო დრომდე ყველაზე პოპულარული მომსახურება იყო, მოთხოვნა თითქმის აღარ არის. ზოგიერთ ესთეტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ ერთგული მომხმარებლები მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს, მაგრამ ახალი პაციენტები აღარ ჰყავთ.
|
ლიკა ამირაშვილი 27.10.2015
"საფრანგეთიდან სამხედროების გუნდს ველოდებით - ისინი საქართველოში მომავალი წლის დასაწყისიდან იქნებიან, რომლებიც საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ჩვენთან ერთად იზრუნებენ.
|
თიკო ოსმანოვა 27.10.2015
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატების მტკიცებით, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ქონების დაბრუნება კი არა, ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სურს. ამის თქმის საფუძველს კი, ადვოკატების განცხადებით, საქმეში არსებული მასალები იძლევა.
|
ელზა წიკლაური 27.10.2015
მთავრობის მოლოდინი არ გამართლდა - თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის გაზრდამ ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ფისკალური შედეგი ჯერ ვერ მოუტანა. 9 თვეში ხაზინაში აქციზის გადასახადიდან დაგეგმილზე 19 მლნ ლარით ნაკლები თანხა შევიდა, რაც მთლიანი წლის საპროგნოზო მაჩვენებლის მხოლოდ 69,4%-ს შეადგენს. გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ამ გადასახადიდან ბიუჯეტში 900 მლნ-ს ნაცვლად, მხოლოდ 810-820 მლნ ლარის შევიდეს.
|
ლიკა ამირაშვილი 27.10.2015
"ვფიქრობ, ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ნაკლები წინასწარი შეფასებები გაკეთდება, მით უკეთესი იქნება," - ამის შესახებ "რუსთავი" 2-ის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
მამუკა ნაცვალაძე 27.10.2015
უახლოეს დღეებში ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარების მოწმენი გავხდებით - მსოფლიო თასის შედეგების მიხედვით "მსოფლიო რაგბმა" ახალი ჯილდო, "წლის აღმოჩენა" დააწესა, ინგლისის მსოფლიო თასის დებიუტანტ მორაგბეთაგან ნომინანტები დაასახელა სადაც ჩვენებური ვასილ ლობჟანიძე მოხვდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 27.10.2015
ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიოში სურსათი 22%-ით გაიაფდა. საქართველოში, ლარის მკვეთრად გაუფასურების მიზეზით კი, ყველაფერი ძვირდება. საერთაშორისო ტენდენციით ვერც მეწარმეებმა იხეირეს, რომლებსაც შეეძლოთ გაიაფებული ნედლეულით წარმოების მასშტაბი გაეზარდათ ან მარაგი შეექმნათ.
|