ეკატერინე ბასილაია
22.10.2015

 "რესპუბლიკელ" ლევან ბერძენიშვილის თქმით, "რუსთავი 2"-ის ყველა ნამდვილი სახიდან, ძველი შემადგენლობიდან - ნიკა ტაბატაძე, ნათია ლაზაშვილი, ლეჟავა, რუხაძე - არც ერთი არ დარჩა, ასე ხდება ხოლმე და თუკი ტელევიზიიდან ვინმე წავა, ეს პირველი შემთხვევა არ არის.

გვანცა ღვედაშვილი
22.10.2015

 თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა, რომლის მიზანი უნივერსიტეტში "სტაგნაციის დასრულება, არსებული გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და არაკვალიფიციური კადრების ჩანაცვლებაა".

თიკო ოსმანოვა
22.10.2015

 დღეს საქალაქო სასამართლოში "რუსთავის 2"-ის წილების საქმეზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ უკვე გადაწყვეტილია, რომ სასამართლოს "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში მოიგებს, რომლის მოთხოვნით, ტელევიზიის წილები უკვე დაყადაღებულია.

თაკო მათეშვილი
22.10.2015

 ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უვიზო რეჟიმის მიღებით საქართველო მოსახლეობისაგან დაიცლება და ამბობს, რომ ეს სხვა ქვეყნების მაგალითითაც არ დასტურდება.

თაკო მათეშვილი
22.10.2015

თუკი საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს, ამით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებიც ისარგებლებენ, თუკი მათ საქართველოს პასპორტი ექნებათ. საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ინიციატივა კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობს ხელს, თუმცა სპეციალისტები ამას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრები მოსახლეობა სხვა შეღავათებით დიდი ხანია, სარგებლობს, თუმცა საქართველოზე აზრს არ იცვლის.

ვახტანგ შამუგია
22.10.2015

 "მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი საუბარი იმის შესახებ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრები შესაძლოა, ამ საზღვრით გადმოვიდნენ - არაფრად ღირს", - წერს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოდიოზური ლიდერი რამზან კადიროვი.

ლიკა ამირაშვილი
22.10.2015

საქართველოში მომუშავე ფსიქიატრებმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სახელზე გუშინ პეტიცია მოამზადეს, სადაც მინისტრის იმ ბრძანების გადახედვას მოითხოვენ, რომლითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს, კერძოდ ნევროლოგებს, განესაზღვრათ.

მაკა ხარაზიშვილი
22.10.2015

საქართველოში ადგილობრივი დიზელის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო. მინისაწარმოები დიზელს ადგილობრივი ნავთობისგან აწარმოებენ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ყიდიან. ასეთი პატარა ქარხნები ჯერჯერობით მხოლოდ დიზელზე არიან ორიენტი-რებულნი და ბენზინის მიღებას ვერ ახერხებენ.

მარიამ აფციაური
22.10.2015

 დასაქმებულთა დიდი ნაწილი ჩივის, რომ ბოლო პერიოდში მათი სამუშაო პირობები გაუარესდა. გაიზარდა დატვირთვა და სამუშაო დრო. ისინი ამ ფაქტს ფინანსური კრიზისით ხსნიან, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია. ხალხი და მათთან ერთად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

მარი ჩიტაია
22.10.2015

 ციტრუსის სუბსიდირება წელსაც მოხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტული) მანდარინი სახელმწიფოს მხრიდან 10 თეთრით დაფინანსდება. ზუსტად ამდენს გადაიხდის საწარმოც, შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

ია აბულაშვილი
22.10.2015

 ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ რეგიონში მოვლენები იცვლება, საქართველოს დომინანტი როლი, გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელია და მოუწოდა ყველას, რომ საკითხს გონივრულად მიუდგნენ.

მამუკა ნაცვალაძე
22.10.2015

 რაგბის მსოფლიო თასის დასრულებამდე სულ რამდენიმე თამაში დარჩა. წინ გადამწყვეტი მატჩებია - ოთხი ერის წარმომადგენლები, ევროპელთა გარეშე, შაბათსა და კვირას გაარკვევენ მსოფლიო თასის ფინალისტთა ვინაობას. სამხრეთული ნაკრებისაგან შემდგარი ორი წყვილი, ახალი ზელანდია-სამხრეთი აფრიკა და ავსტრალია-არგენტინა, უდავოდ დიდ სანახაობას გვპირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×