თაკო მათეშვილი 20.10.2015
სირიის კონფლიქტის დინამიკაზე დაკვირვებით არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მალე იგი რეგიონის ფარგლებსაც გასცდეს და მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს - პოლიტოლოგების აზრით, სიმშვიდის მიზეზი ნაკლებად გვაქვს, ვინაიდან საომარ მოქმედებებში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ერთვება.
|
თიკო ოსმანოვა 20.10.2015
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების ზეწოლას გამორიცხავს. მისი თქმით, ეს არის კერძო დავა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" ამას თავისი ინტერესებისთვის იყენებს.
|
ლიკა ამირაშვილი 20.10.2015
 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა გუშინდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს თვითაცილების და სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
|
მარი მგალობლიშვილი 20.10.2015
მარიო გომესი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა "შტუტგარტში" და "ბაიერნში", თუმცა გერმანელმა თავდამსხმელმა კარიერის გაგრძელება თურქულ "ბეშიქთაშში" გადაწყვიტა.
|
ლიკა ამირაშვილი 20.10.2015
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება და თითქმის ყველა სფეროს ეხება. 2016 წლისათვის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებიც წინ წლის მსგავსი იქნება, თუმცა ევროპული ღირებულებების შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაემატება, რომელსაც ასევე ევროკავშირი დააფინანსებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.10.2015
გაისად პენსიების გაზრდის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. "ქართული ოცნების" დეპუტატები წინასაარჩევნოდ დაპირების შესრულებასა და პენსიების გაზრდას ითხოვენ. მთავრობა კი მზად არის ბიუჯეტში დამატებითი ფინანსური რესურსი მოიძიოს და პარლამენტის მოთხოვნა შეასრულოს.
|
ელზა წიკლაური 20.10.2015
ზამთრის სეზონზე მოსახლეობის უმრავლესობა ხელფასის 45%-ს კომუნალურ გადასახადებში ხარჯავს, დარჩენილი 55% კი კვებაში, მედიკამენტებში, ჩაცმასა თუ სხვა მოთხოვნილებისთვის უნდა იკმაროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ერთმა ჩვეულებრივმა ოჯახმა ან დენისა და ბუნებრივი აირის მოხმარება უნდა შეამციროს, ან კიდევ საკვებისა და წამლების ხარჯი მკვეთრად შეზღუდოს.
|
მარი ჩიტაია 20.10.2015
რაჭაში გირჩის რთველს პრობლემა აქვს. გარდა იმისა, რომ წელს მოსავალი შემცირდა, რეალიზაციამ კატასტროფულად იკლო. ევროპაში ჩვენი პროუქტის გაყიდვა დაახლოებით 80%-ით მოიკლო. წინა წლებში გირჩების შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესში საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, ახლა კი მათი რაოდენობა გამესამედებულია.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.10.2015
კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე მონოპოლისტები ვერ აღმოაჩინა. რამდენიმე წლის განმავლობაში მეწისქვილეები აზერბაიჯანული კომპანიის "კარმენის" დომინანტურ მდგომარეობასა და მის მიერ ფასების განსაზღვრის პოლიტიკაზე საუბრობდნენ. სააგენტოში დომინანტობა დაადასტურეს, თუმცა განმარტეს, რომ მას "კარმენი" "ბოროტად არ იყენებდა".
|
ელზა წიკლაური 20.10.2015
"გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ", "პაციენტს შეცდომით უმკურნალეს, რის შემდგომაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა" - ასეთი ფაქტები არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მედიცინის ისტორიაში მუდმივადაა. საბოლოო ჯამში კი ექიმების დაუდევრობას პაციენტები ეწირებიან, არასწორი მკურნალობა კი ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც სრულდება. ეს კი ხშირად მათ დაბალ პროფესიულ დონეზე მიუთითებს.
|
მარიკა გოგოხია 20.10.2015
ბოლო დროს ქვეყანაში წარმოქმნილი სოციალური და ფინანსური პრობლემები სკოლის მოსწავლეების ყოფაზეც აისახა. მშობლების უმეტესობა არ მალავს, რომ მათ სკოლისთვის საჭირო ნივთების სრულად შეძენა ვერ შეძლეს. მათი თქმით, უფასო სახელმძღვანლოები რომ არ ჰქონოდათ, კატასტროფულად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ.
|
ნატა გიორგაძე 20.10.2015
ყაზაზურმა მხარემ, შესაძლოა, საქართველოდან ინვესტიციების გატანა გადაიფიქროს. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ყაზახელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარიც კი არ ყოფილა. უკვე გადაწყდა, რომ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საკითხზე ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.
|