ეკატერინე ბასილაია
15.10.2015

სირიაში რუსეთის მიერ დაწყებული ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციების შემდეგ შესაძლოა, იმავე მიზეზით კრემლის სამიზნე საქართველოც გახდეს. როგორც ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რუსეთი უკვე ღია მინიშნებას აკეთებს, რომ საქართველოს მეშვეობოთ ისლამისტები სირია-რუსეთის მიმართულებით მარტივად გადაადგილდებიან და ეს მოსკოვიდან პროვიკაციის მოწყობის საშიშროებას აჩენს - დიდი რისკია იმისა, რომ რუსეთმა ანტიტერორისტული ოპერაციის სამიზნედ პანკისის ხეობა აირჩიოს.

ელზა პაპოშვილი
15.10.2015

 უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, წარმოებაში მიეღო ეროვნული ბანკის ახალი კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამჯერედაც "ნაციონალური მოძრაობის" ზეგავლენის ქვეშ მოექცა. ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოოდ ამ კანონს არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს.

თაკო მათეიშვილი
15.10.2015

 ქუჩაზე, რომლის მოსახლეობაც წლებია, უგზოოით იტანჯება, ბეტონის საფარი წვიმაში დააგეს. შედეგად, ბეტონი უზარმაზარი ტალახის მასად იქცა, რაც ხალხის გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. ეს ყველაფერი ნაძალადევის რაიონში, სანერგის ქუჩაზე მოხდა, რომელზეც გზის დასაგებად სამუშაოები ზაფხულის დასაწყისში დაიწყო და დასასრული ჯერაც არ ჩანს.

სალომე სარიშვილი
15.10.2015

 საზოგადოებრივი მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ამჟამად მხოლოდ პროფესიული საქმიანობითაა დაკავებული და ჯი-დი-ეს-თან კვლავ თანამშრომლობას არც სურვილის დონეზე განიხილავს და არც სხვა შემთხვევაში. ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კვლავ აქვს ურთიერთობა, თუმცა ეს მხოლოდ პიროვნული ურთიერთობაა და არა საქმიანი. ამ და სხვა თემებზე "რეზონანსი" გამზარდიას ესაუბრა.

მარი ჩიტაია
15.10.2015

ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა შემცირდა. გარეუბნებშიც კი, სადაც ფართის დაქირავების მხრივ პრობლემა არასდროს იყო, კლიენტებს ხშირად თვეობით ელოდებიან. მოთხოვნის კლების ერთ-ერთი მიზეზი სიძვირეა. ლარის კურსის ვარდნის გამო, დამქირავებლებს ხარჯი ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვნად გაეზარდათ. ამ პროცესს ისიც ართულებს, რომ ბინებს ლარში იშვიათად აქირავებენ. რაც შეეხება გირაოს, მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო რთულია.

მაკა ხარაზიშვილი
15.10.2015

საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი 15%-ით გაძვირდა. დოლარის გაუფასურების პროცესის დაწყების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ფასმა სხვა ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზეც (ზეთი, ხორბალი) მოიმატოს. ნავთობპროდუქტების ფასი ბოლო პერიოდში ცოტათი მაღლა მიცოცავს კიდეც. მსოფლიო ბირჟებზე ასეთი ტენდენციის შემთხვევაში, საქართველოში ინფლაციის მორიგი ტალღა დაიწყება. ლარის 35%-იანი დევალვაცია სწორედ მაშინ იჩენს თავს ყველაზე მძიმე შედეგებით.

მაკა ხარაზიშვილი
15.10.2015

 ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების ვადამ ისევ გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, რკინიგზა ექსპლუატაციაში ამჯერად 2016 წლის ბოლოსთვის უნდა შევიდეს.

სალომე სარიშვილი
15.10.2015

 ადგილობრივთა ნაწილი ზუგდიდის ცენტრში არსებული შადრევნის რეკონსტრუქციას აპროტესტებს. მათი თქმით, შადრევანი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში გაიხსნა, წლების განმავლობაში ზუგდიდელებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ვინაიდან მას ე.წ. დამიწება არ გააჩნდა. როგორც ისინი აცხადებენ, ვითარება ამ კუთხით არც ახლა შეცვლილა - შადრევანს მხოლოდ დიზაინი შეეცვალა, უსაფრთხოების ნორმები კი კვლავ პრობლემად რჩება. რაში დაიხარჯა ახალი შადრევნისთვის გამოყოფილი თანხა, მათთვის გაურკვეველია.

მამუკა ნაცვალაძე
15.10.2015

 რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებას რჩეული ოქტეტი შემორჩა. შაბათს "ტვიკნემზე", პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სამხრეთი აფრიკა უელსს დაუპირისპირდება, ამავე დღეს "მილენიუმზე" ახალი ზელანდია საფრანგეთს შეერკინება. კვირას კიდევ ორი მეოთხედფინალია: ირლანდია-არგენტინა და ავსტრალია-შოტლანდია.

მარიამ აფციაური
15.10.2015

 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქტომბრის ბოლოს ახალ ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. როგორც "რეზონანსს" ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, ასეთი აქტიურობა, ზამთრის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. თავად სპეციალისტები კი საკითხს სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომა საკმარისი არ არის. მათი აზრით, საჭიროა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაჩქარება. ასევე, აუცილებელია ბაზრის კვლევა იმის გასარკვევად, თუ რამდენად სწორად იხარჯება ბიუჯეტიდან თანხა.

თაკო მათეშვილი
14.10.2015

 კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელი კობა თურმანიძე ენდიაისთან ერთად ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუკი ვინმეს მისი შედეგები არ მოეწონა, ე.ი. მას რეალობა არ მოსწონს, რადგან ეს კვლევა ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს.

თიკო ოსმანოვა
14.10.2015

 იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს. კულუარული ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილის შემცვლელად თეა წულუკიანი სამ კანდიდატს - სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს, მოქმედი პროკურორის პირველ მოადგილე ირაკლი შოთაძეს და ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძეს, განიხილავს. მათგან ერთ-ერთს, ახალი წესის მიხედვით 15-კაციანი პროკურორთა საბჭო მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად აირჩევს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×