ლიკა ამირაშვილი 13.10.2015
ვერეს ხეობა რეკრეაციულ ზონად გადაკეთდება, მშენებლობები კი აიკრძალება - ასეთია გეგმა, რომლის კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ურბანისტები და ეკოლოგები ვერეს ხეობის რეკრეაციულ ზონად გადაკეთებას დადებითად აფასებენ. ისინი თვლიან, რომ აღნიშნულ ადგილას ნაგებობები შესაძლებელია იყოს, თუმცა მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის.
|
მარი მგალობლიშვილი 13.10.2015
ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად გერმანიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსნებმა" მოგებისთვის ყველაფერი გააკეთეს და პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.10.2015
ლარის კურსი გამყარებას იწყებს. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და საგარეო ფაქტორები მხოლოდ დადებითი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ისინი მოსახლეობას ურჩევენ, რომ არსებული ვითარებაში დანაზოგი ლარში გააკეთონ და არა-დოლარში.
|
ელზა წიკლაური 13.10.2015
ელექტროენერგიისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის გაძვირების გამო ზამთარში ერთი რიგითი ოჯახის ხარჯი, ზაფხულთან შედარებით, 100-დან 150 ლარამდე გაიზრდება, წინა წლის ზამთართან შედარებით კი - 45-60 ლარით. სპეციალისტების თქმით, გაძვირებული ცხოვრება მძიმედ აისახება მოსახლეობაზე და გამორიცხული არ არის, მათი ყოფითი პირობები კიდევ უფრო გაუარესდეს.
|
ელზა წიკლაური 13.10.2015
საქართველოს ბიუჯეტის 1/3-ზე მეტი ხელფასებს, პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს ხმარდება. 2016 წლის 9,9 მლრდ-იანი ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო გასაცემლების ამ კომპონეტზე თითქმის 3,6 მლრდ ლარია გათვალისწინებული. იმის გამო, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე წლებია სოციალურად ორიენტირებულია, ეკონომისტები ბიუჯეტიდან აღნიშნულ მიმართულებებზე გასაცემი თანხის ასეთ დიდ მოცულობაში უცნაურს ვერაფერს ხედავენ. უბრალოდ, მთავრობამ ბიუჯეტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს, რათა სოციალური გასაცემლებისთვის ყოველთვის მუდმივი წყარო ჰქონდეს.
|
მარი ჩიტაია 13.10.2015
ნიგვზის ფასი წელს რამდენჯერმე შეიცვალა და ყოველთვის გაძვირებისკენ. დედაქალაქის სამომხმარებლო ბაზრებსა და რეგიონებში 1 კგ ნიგოზი 30 ლარის ფარგლებშია, თუმცა წინა კვირას ფასმა ერთბაშად მოიმატა და 35 ლარს გადააჭარბა. რეგიონებში ამბობენ, რომ კარგი მოსავლით არც წლევანდელი სეზონი გამოირჩევა, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, ამ მხრივ აშკარად უკეთესი მდგომარეობაა.
|
მარი ჩიტაია 13.10.2015
კახეთის ერთ-ერთი დიდი სოფლის, პატარძეულის მოსახლეობის ნაწილი უწყლოდაა. ამის გამო სოფლის მცხოვრებლებს წლობით ვერ მოჰყავთ ბოსტნეული და სხვა სახეობის სამეურნეო კულტურა, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც აიახება. ხალხს ამ სოფელში უკიდურესად უჭირს, მათი სიტყვებით რომ გადმოვცეთ - პატარძეული უპერსპექტივოა.
|
ლიკა ამირაშვილი 13.10.2015
"ასოცირების ხელშეკრულების" ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები, სწორედ ამ ხელშეკრულების პრიორიტეტის მიხედვით ნაწილდება. ხელშეკრულება ქვეყანას ერთგვარ მიმართულებას აძლევს, იმისათვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო მეტი წინსვლა ჰქონდეს. მიმდინარე პროექტები სწორედ "ასოცირების შესახებ შეთანხმების" მიხედვით ხორციელდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.10.2015
5 მომხრე, 4 წინააღმდეგი - საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახან ამოქმედებული ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობა დაბლოკა. სააგენტოს შექმნის რეალური მიზანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძის მიმართ უნდობლობა იყო. შესაბამისად, ახლად ამოქმედებულ სააგენტოს უნდა გამოერკვია ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიზეზები და "ხელი შეეწყო" კურსის სტაბილურობისთვის. ახლა ეს გეგმა თავდაყირა დადგა.
|
თიკო ოსმანოვა 12.10.2015

საქართველოს მთავრობამ აქამდე რამდენჯერმე მიმართა სარჩელით საერთაშორისო სასამართლოებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. აქედან ერთი საქმე ქართული მხარის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, ოფიციალური მოსკოვი განაჩენს არ ცნობს და მის აღსრულებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.
|
ეკატერინე ბასილაია 12.10.2015
დასაშვებია თუ არა, საერთაშორისო დანაშაულში ეჭვმიტანილი ე.წ. შეკერილი საქმეებით გაანეიტრალო და სად გადის ზღვარი საერთაშორისო ტერორიზმის შესაძლო საფრთხესა და ადამიანის უფლებათა დაცვას შორის - მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხის მატებასთან ერთად ეს კითხვა საკმაოდ აქტუალურია.
|
თაკო მათეშვილი 12.10.2015
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე 2,73-ჯერ მეტი საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა, ვიდრე არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტოლოგების თქმით, ქვეყნისათვის თუ ხელისუფლებისათვის სასარგებლო ეფექტი შემცირებულია და ამას თავად ხელისუფლებაშიც აღიარებენ. მათი თქმით, ამ მხრივ ჩავარდნები აქვთ და ახლა სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|