ელზა პაპოშვილი
08.10.2015

საბერძნეთში 100-მდე ქართველი დააკავეს. როგორც ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთო გიუნაშვილი აცხადებს, საქართველოს მოქალაქეები სხვადსახვა სამედიცინო დაწესებულებაში აიყვანეს და გამოძიება მათ არალეგალურ საქმიანობაში ადანაშაულებს.

სალომე სარიშვილი
08.10.2015

 გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილმა წარწერამ საზოგადოებისა და სამეცნირო წრეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ წარწერა გამოკვლეული არაა, სპეციალისტებში მოსაზრების დონეზე უკვე გაჩნდა გარკვეული ვერსიები. თუმცა, გადაჭრით იმის თქმა, თუ რა შეიძლება ამ წარწერის უკან იმალებოდეს, ჯერ კიდევ რთულია.

მაკა ხარაზიშვილი
08.10.2015

ბოლო 10 წელიწადში საჯარო უწყებებში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 1,1 მილიარდი ლარით გაიზარდა. არადა, ამ პერიოდის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, დასაქმების მაჩვენებელი, სიღარიბის დონე. შესაბამისად, საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის მაჩვენებელი ქვეყნის განვითარების დონეს საერთოდ აცდენილია.

მარიამ აფციაური
08.10.2015

 საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა დანაზოგის შენახვას დოლარში ამჯობინებს. ისინი ამის მიზეზად მის სიმყარეს ასახელებენ. როგორც "რეზონანსს" გამოკითხულთა ნაწილმა განუცხადა, ეროვნულ ვალუტაში თანხის შენახვა სარისკოა, რადგან კურსის ცვლილება დღეს ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება. რაც შეეხება ევროს, მასზე არჩევანს ძალიან ცოტა აკეთებს. თუკი ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი მოიმატებს.

მარი ჩიტაია
08.10.2015

 დედაქალაქის მერიამ, გაუარესებული სოციალური ვითარების ფონზე, 20-ლარიანი კომუნალური ვაუჩერის გაუქმება ვერ გაბედა. შესაბამისად, დენის, წყლისა და დასუფთავების გადასახადის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება. ფაქტობრივად, დავით ნარმანიას უწყებამ უკან დაიხია. რამდენიმე თვის წინათ თბილისის მერიაში მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ვაუჩერი მხოლოდ სოცდაუცველებისთვის დაეტოვებინათ.

ვახტანგ შამუგია
08.10.2015

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. საქართველო, როგორც სსრკ-ის ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა, მეორე მსოფლიო ომში იქნა ჩათრეული. მართალია, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა, მაგრამ მან მაინც დიდი მსხვერპლი გაიღო.

ვახტანგ შამუგია
08.10.2015

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. საქართველო, როგორც სსრკ-ის ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა, მეორე მსოფლიო ომში იქნა ჩათრეული. მართალია, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა, მაგრამ მან მაინც დიდი მსხვერპლი გაიღო.

ლიკა ამირაშვილი
08.10.2015

 ქართული კერძები საკმაოდ მრავალფეროვანია და თითოეულ კუთხეს თავისი სავიზიტო კერძი აქვს. ამა თუ იმ კერძის წარმოშობაზე დავა კვლავ აქტუალურია.

მარი მგალობლიშვილი
08.10.2015

 ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უკრაინული "დნიპრო" დატოვა და კარიერა ფრანგულ "რეიმსისში" გააგრძელა. კანკავამ ფრანგულ გამომცემლობას "ფრანს ბლუს" ინტერვიუ მისცა, სადაც ის საფრანგეთში მის ადაპტაციაზე, გუნდზე და საქართველოს ნაკრებზე საუბრობს.

მარი მგალობლიშვილი
07.10.2015

 ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები 3 ოქტომბერს დიდი აჟიოტაჟისა და დაძაბულობის ფონზე წარიმართა. ამას დაემატა ისიც, რომ არჩევნებზე იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, ის არჩევნებზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, და როგორც სხვა ყველა სტუმარმა, რეგისტრაცია გაიარა.

ეკატერინე ბასილაია
07.10.2015

 საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას, დიდი ალბათობით, არც მომავალი წლის ივლისში დაგეგმილ ვარშავის სამიტზე უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, როგორც ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, სექტემბერში დიპლომატიური ფორმით ამგვარი მესიჯი რამდენიმე მაღალი დონის უცხოელი დიპლომატისაგან თუ მაღალჩინოსნისგან მოისმინეს. ორი დღის წინ კი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას ნატო-ში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა კურტ უოკერმა განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე ვინმე საქართველოს ან უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებას არ უნდა ელოდეს.

ელზა პაპოშვილი
07.10.2015

 ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთისგან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რუსების მიერ გამოძიებული მასალები გამოითხოვა, სადაც რუსეთი ქართულ მხარეს სამხედრო დანაშაულსა და "ოსი ერის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდში" ბრალს სდებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×