თიკო ოსმანოვა
07.10.2015

 საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მსგავსად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს ახლა "ნაციონალური მოძრაობა" იწყებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური ბრძოლა ორივე ძალას ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად მოუწევთს, რადგან დანარჩენი ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს.

სალომე სარიშვილი
07.10.2015

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, გიორგი გვიმრაძეს "მოამბის" ჟურნალისტების ნაწილი უპირისპირდება. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთი მათგანი ამბობს, გარდა იმისა, რომ გვიმრაძეს ჟურნალისტად მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მათთვის მიუღებელი საკადრო ცვლილება უკვე განახორციელა, რაც ნიშნავს, რომ "მოამბის" სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება.

თაკო მათეშვილი
07.10.2015

 ევროსაბჭოდან დაბრუნებული საქართველოს დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გუგული მაღრაძე სტრასბურგში განვითარებულ მოვლეებს აფასებს და აბობს, რომ უკანასკნელი ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა. მისი თქმით, საქარველოში ეს ყველაფერი ნაკლებად შუქდება და მედია ძირითადად იმით ინტერესდება თუ რამდენად სკანდალურ განცხადებას გააკეთებენ გამოსვლისას, ან რამდენად უაქცენტო ინგლისურით ისაუბრებენ.

ვახტანგ შამუგია
07.10.2015

 მიუხედავად დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყნის პროტესტისა, რუსული სამხედრო ავიაცია სირიის ტერიტორიაზე ასადის მოწინააღმდეგეებს ახალ-ახალ საავიაციო დარტყმებს აყენებს. ისლამისტებთან ბრძოლით გართულმა რუსმა პილოტებმა ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის საჰაერო სივრცეც კი დაარღვიეს. თუმცა ეს ფაქტი ოფიციალურმა მოსკოვმა აღიარა და მას უნებლიე შეცდომა უწოდა.

ელზა წიკლაური
07.10.2015

კომერციული ბანკი იმ პირს, (ფიზიკურს თუ იურიდიულს), რომელსაც მის მიმართა დავალიანება აქვს, თუმცა სესხის დაფარვას სხვა ბანკის მეშვეობით აპირებს, დაგირავებულ ქონებას იძულებით ვეღარ გაუყიდის. ასეთი გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მსესხებლის სასარგებლოდ უკვე მიიღო. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი, სპეციალისტების თქმით, ყველა ბანკისთვის პრეცედენტული გახდება.

მაკა ხარაზიშვილი
07.10.2015

2016 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ 6 სახეობა დარჩება. თანაც, ეს ისეთი კატეგორიებია, რომელთა ადმინისტრირება და პროგნოზირება ცენტრალური ხელისუფლებისთვისაც რთულია. ამიტომ, გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ თვითმმართველობების დეცენტრალიზაცია ეფექტურად ვერ ხორციელდება და მთავრობის მიზანი ცენტრალური ბიუჯეტის შევსებაა.

მარიამ აფციაური
07.10.2015

 შსს-ს 2013 წლის მონაცემებით, თბილისში პიკის საათის დროს, დილის 10 საათიდან 11-მდე და საღამოს 6-დან 08:30 სთ-მდე ყველაზე გადატვირთული უბნები იყო: გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადა, ავლაბრის მოედანი, თავისუფლების მოედანი, ყაზბეგის გამზირისა და პეკინის ქუჩის კვეთა და "ვეფხისა და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. დღეს ასეთი უბნების რაოდენობა გაზრდილია. "რეზონანსის" მიერ გამოკითხული რესპონდენტები აღნიშნული ადგილების პარალელურად, ყველაზე გადატვირთულ უბნებად სააკაძის მოედანს, ახმეტელის, ისნისა და სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას მიიჩნევენ.

მარი ჩიტაია
07.10.2015

 მთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან პენსია 192 ლარამდე გაიზრდება. მთის კანონში გათვალისწინებული ცვლილებით, საპენსიო თანხა 20%-ით მოიმატებს. ამით მთავრობა მაღალმთიან რეგიონში ხალხის შენარჩუნებასა და წახალისებას ცდილობს. ცვლილება მხოლოდ მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს შეეხებათ. ამ მხრივ თითოეული პენსიონერის სტატუსი მკაცრად გაკონტროლდება, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეკისრებათ.

მამუკა ნაცვალაძე
07.10.2015

 დღეს ექსეტერში, სენდი პარკზე, "ბორჯღალოსნებს" მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეოთხე მატჩი აქვთ. საქართველოს ეროვნული გუნდი ნამიბიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ელზა წიკლაური
06.10.2015

 ევროპის ქვეყნების ანალოგიურად უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს საქართველოშიც ეძებენ. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბოლო 4 წლის განმავლობაში ასეთი თხოვნით უკრაინის, ერაყის და სირიის 3343-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ 1032-მა პირმა მიიღო. როგორც სოზარ სუბარის უწყებაში აცხადებენ, ყველა დანარჩენის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ევროპაში კი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიგრანტთა რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონს აღემატება.

თაკო მათეშვილი
06.10.2015

 სირიაში რუსეთის მოქმედებები საფრთხეს მთელ რეგიონს უქმნის - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები და ამბობენ, რომ ლოკალური კონფლიქტი უკვე რეგიონული მასშტაბის ომად იქცა. ისინი არც სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ საჰაერო ოპერაციებიდან რუსეთი სახმელეთოზე გადავა, რაც ომში მთელი ამ ქვეყნის ჩართვას გამოიწვევს.

თიკო ოსმანოვა
06.10.2015

 ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ "თავისუფალი ზონის" და "ნაციონალური მოძრაობის" სამ წარმომადგენელს, რომლებიც 2 ოქტომბერს პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 - თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×