იაგო ნაცვლიშვილი
06.10.2015

 "გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, როგორც იქნა, ბოლო გამოსვლაში პრემიერი რუსეთისა და ოკუპაციის თემასაც შეეხო. დააფიქსირა თავისი პოზიცია და ესეც საქმეა, თუმცა ბევრი არაფერი უთქვამს. მან რაც თქვა, იმაზე უნდა ესაუბრა, მაგრამ ამისთვის უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო და უფრო დეტალურად უნდა ესაუბრა.

ლიკა ამირაშვილი
06.10.2015

 საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა ევროპის ქვეყნების საშუალო დონეს ორჯერ აღემატება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია ზოგადად მსოფლიოს, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის.

მამუკა ნაცვალაძე
06.10.2015

 კარდიფში, "მილენიუმზე", მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დაპირისპირება მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიელებთან, თამამად შეიძლება ითქვას საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა გახდა ქართული რაგბის განვითარებისათვის.

მაკა ხარაზიშვილი
06.10.2015

 ევროკავშირში ექსპორტი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით მიღებული სარგებელი ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის. მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნა არა მარტო ექსპორტს შეუწყობდა ხელს, არამედ ქვეყანა ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გახდებოდა. შედეგი ჯერჯერობით ნულოვანია.

მაკა ხარაზიშვილი
06.10.2015

 საქართველოს ენერგეტიკაში ძვირადღირებული ელექტროენერგიის მოცულობა იზრდება, მსხვილი და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა კი იგვიანებს. უფრო მეტიც, საინვესტიციო მონაცემებში ენერგეტიკა ერთ-ერთი მაჩანჩალა დარგია. არადა, დაგეგმილი ჰესების მშენებლობების ფონზე, მთავრობა ყველაზე მეტ უცხოურ ინვესტიციას ამ დარგში ელოდა.

ელზა წიკლაური
06.10.2015

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 100 მლნ ლარით იზრდება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაისად ჯანდაცვაზე ნაცვლად 470 მლნ-სა, 570 მლნ ლარი დაიხარჯება. პროგრამის დაფინანსების ზრდის კონკრეტულ მიზეზებზე ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ არ საუბრობენ, სერგეენკოს უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ზრდა "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფილი და შეუფერხებლად მუშაობისთვის" მოხდა.

მარიკა გოგოხია
06.10.2015

ბოლო პერიოდში აფხაზეთში ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. პრობლემაზე ღიად საუბრობენ რიგითი აფხაზებიც და ადგილობრივი ქართველებიც. მათი თქმით, განსაკუთრებით პერიფერიებში მცხოვრებ მოსახლეობას უჭირს, რომელთაც არც სამსახური აქვთ და არც გამართული საოჯახო მეურნეობა.

მარი ჩიტაია
06.10.2015

 ბოლო პერიოდში ბუკინისტური წიგნების მიმართ მოთხოვნამ ოდნავ მოიმატა. მართალია, ქართველ ბუკინისტებს წიგნების რეალიზაციის მხრივ პრობლემა ჯერაც აქვთ, მაგრამ სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე ვთქვათ, 4-5 წლის წინ ან უფრო ადრე იყო.

ელზა წიკლაური
06.10.2015

 რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი ისევ ამოქმედდება. ამ ეტაპზე კანონპროექტს საპარლამენტო კომიტეტებში იხილავენ. მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ვარაუდობს, რომ მისი დამტკიცება, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე მოხერხდება და ძალაშიც მალევე შევა.

მაკა ხარაზიშვილი
06.10.2015

 "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყაზახური მენეჯმენტი კომპანიაში დაბრუნებას სასამართლოს გზით აპირებს. ამასთან, შუა აზიელი ინვესტორები საქართველოს მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ, რაც განხორციელებული ინვესტიციების ანაზღაურებას გულისხმობს. უფრო ადრე კი "ყაზტრანსგაზის" მმართველები კომპანიის გაყიდვითა და ინვესტიციების გატანით დაიმუქრნენ. ამ დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ დავალიანების გამო ყაზახები "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მართვას ჩამოაშორეს.

ეკატერინე ბასილაია
05.10.2015

 "ბევრ საქმეში არის დეჟა-ვიუს შეგრძნება. ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენები ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოვლინებაა... ხელისუფლებას წინა ხელისუფლების ავტორიტარული ინსტრუმენტები არ ეთმობა და ამ არდათმობის გამოვლინებაა - იგივე მოსმენების ნახევაფაბრიკატი კანონი, იგივე მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესი, საარჩევნო სისტემის არშეცვლა," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ ჩვენ სადისტური ხელიუფლების შემდეგ მაზოხისტური ხელისუფლება მივიღეთ:

თაკო მათეშვილი
05.10.2015

  გარევაჭრობა - პრობლემა, რომელიც დღითი დღე მწვავდება და დღითი დღე უფრო აუტანელი ხდება, რადგან გარემოვაჭრეების რიცხვი, მთელი ქალაქის მასშტაბით, ყოველდღიურად იზრდება. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ამ დრომდე მის გადასაჭრელად ქალაქის ხელისუფლებას არაფერი უღონია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×