თაკო მათეშვილი
03.10.2015

 პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ მან სწორი აქცენტები დასვა და მსოფლიოს სწორი გზავნილები მიაწოდა, მეორე ნაწილის აზრით კი, პრემიერმა ტრიბუნიდან იცრუა.

თიკო ოსმანოვა
03.10.2015

 "რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ირაკლი ღარიბაშვილისგან და ბიძინა ივანიშვილისგან "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არანაირი დირექტივა არ მიდიოდა. სხვა საკითხია რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში ეს მეც მაინტერსებს და აქამდე ვერ ვიღებ პასუხს.

ნათია ლომიძე
03.10.2015

 საქართველოში შექმნილი ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, პრობლემებმა იმატა საცალო ვაჭრობაში. უბნის მაღაზიებში მკვეთრად გაიზარდა ნისიების რაოდენობა. მინიმარკეტების მფლობელები დაუბრუნებელი თანხის გამო წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობენ, მომხმარებლები კი მუდმივად გაჭირვებულ ცხოვრებას უჩივიან.

თეა ბეჟიტაშვილი
03.10.2015

საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ქალის ძირითადი ფუნქცია ოჯახის შექმნა და საოჯახო საქმეებია - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" კვლევის შედეგი, რომელიც საზოგადოებაში ქალის გენდერულ როლს ეხება.

მარი ჩიტაია
03.10.2015

 წელს ციტრუსის მოსავალი 135 ათას ტონას გადააჭარბებს. აქედან 105 ათას ტონას მხოლოდ აჭარის რეგიონში ელოდებიან. ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ციტრუსის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია და ხარისხითაც გამოირჩევა.

მაკა ხარაზიშვილი
03.10.2015

 ირანი სანქციების მოხსნის ლოდინში ევროპაში გაზის ტრანსპორტირების მარშრუტების განხილვას განაგრძობს. თეირანმა "ტანაპისა" და "ტაპის" პროექტებისადმი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

მაკა ხარაზიშვილი
03.10.2015

 ლარი - ძველი ქართული სიტყვაა და განძს, ქონებას ნიშნავს. აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ 1991 მინისტრთა კაბინეტს შესთავაზა ქართული ფულისთვის, როგორც ქვეყნის საგანძურისთვის, "ლარი" ეწოდებინათ. 1993 წელს ქართული ვალუტა გამოსაცემად უკვე მზად იყო. 1995 წლის აგვისტოს მიწურულს 75 ტონა საფრანგეთში მოჭრილი ლარის ბანკნოტები შემოვიდა და ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალში დაბინავდა. 1995 წლის 2 ოქტომბერს კი ლარი მიმოქცევაში გაუშვეს.

თეა ბეჟიტაშვილი
03.10.2015

 დიდი ბრიტანეთის, ლუგბორის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმში წყლის შემცირება გაუწყლოებას იწვევს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ამ დაავადების გარდა ორგანიზმში წყლის ნაკლებობა ბევრი პრობლემის მიზეზია.

მარი მგალობლიშვილი
03.10.2015

 დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო პოსტისთვის კი სამი კანდიდატი - ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იბრძვიან.

თიკო ოსმანოვა
02.10.2015

 "გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა", - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას "რუსთავის 2"-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით. გვარამიას ახლა, საზოგადოების დახმარების იმედი აქვს და ამბობს, რომ "სანამ არხი დაიხურება, მანამდე ხელისუფლებას დახურავენ".

იაგო ნაცვლიშვილი
02.10.2015

 "ხელისუფლებამ მთავარი დანაპირები სამართლიანობის აღდგენის კუთხით ვერ შეასრულა, ასევე ვერ მოახერხა ის, რომ ეკონომიკურ სექტორში გატარებულიყო იმ სახის რეფორმები, რომლებიც მეტ თავისუფალ სივრცეს შექმნიდა, რასაც თავის მხრივ, მეტი სამუშაო ადგილი და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოეხდინა.

ლიკა ამირაშვილი
02.10.2015

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავისი რეზოლუციით საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებული დარღვევები გააკრიტიკა, რომლის თანახმად, დარღვევად პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება სახელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×