ლიკა ამირაშვილი
29.09.2015

 პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო სისტემის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეცვლა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მმართველ კოალიციას დაშლის.

იაგო ნაცვლიშვილი
29.09.2015

 "გასაგებია, რომ გაეროში თემატურად სხვა საკითხები განიხილებოდა, მაგრამ შენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ამაზე საუბარი აუცილებლობას წარმოადგენდა.

თიკო ოსმანოვა
29.09.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის შემცვლელად "ქართული ოცნება" რამდენიმე კანდიდატზე მსჯელობს, თუმცა აქედან ყველაზე რეალური ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურაა, რომელსაც კოლეგები მხარს პრემიერის ჩამოსვლის შემდეგ დაუჭერენ.

მარი მგალობლიშვილი
29.09.2015

 საფეხბურთო სამყაროში დაძაბულობის ფონზე ეროვნული ჩემპიონატი მშვიდად მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურში გორის "დილა" გალიდერდა. შიდა ქართლელებმა თბილისის "დინამოს" უმასპინძლეს და 2:0 მოიგეს.

მაკა ხარაზიშვილი
29.09.2015

წლის ბოლოს ინფლაციის ხარჯზე სახელმწიფო ბიუჯეტი, დამატებით, 250 მილიონ ლარს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა შემცირდა, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა წარმატებით სრულდება. ცნობილი ფაქტია, რომ ინფლაციური პროცესებით საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება და ამას ოლივერ-ტანცის ეფექტს უწოდებენ.

მაკა ხარაზიშვილი
29.09.2015

"სასოფლო-სამეურნეო მიწების" შესახებ კანონს პარლამენტი ოქტომბრის ბოლომდე მიიღებს. ამ დროისთვის, კვლავ გაჩერებულია სახელმწიფოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია. ამიტომაც, მიწების ყიდვა არა მარტო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც შეუძლებელი ხდება.

თაკო მათეშვილი
29.09.2015

ევროკავშირის შემფასებელი მისია, რომელმაც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება უნდა შეამოწმოს, უკვე საქართველოში იმყოფება. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ მათ მიერ შემუშავებული რიგით მეოთხე ანგარიში, რომელიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, დადებითი და საბოლოო იქნება. ამის შემდგომ კი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყება.

მარი ჩიტაია
29.09.2015

 მთავრობამ კახელი გლეხების გული ვერც სარეალიზაციო პუნქტების გახსნით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი ჩაცხრა და გლეხები არსებულ მდგომარეობას შეურიგდნენ, როგორც ფასით, ასევე რეალზიაციითაც უკმაყოფილო არიან.

მარი ჩიტაია
29.09.2015

 თაფლის წარმოებამ იკლო, შემცირდა მოთხოვნაც, მაგრამ გაიზარდა ფასი. ყველაზე ტკბილი პროდუქტის მწარმოებლები "რეზონანსთან" საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც დღეს მეფუტკრეობის დარგშია.

ნატა გიორგაძე
29.09.2015

თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა იწყება. "სტაბილურობიდან მდგრადობამდე" - ამ დევიზით უნდა შეიქმნას თბილისის გენგეგმა. მერიის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, უპირატესობა იურიდიულ პირთა გაერთიანება "მომავლის ქალაქს" მიენიჭა. კონკურსში გამარჯვებულს პროექტისთვის საბოლოო სახის მისაცემად 18 თვე აქვს. გეგმაში ყველა ის პრობლემა უნდა იყოს გათვალისწინებული, რომელიც დღეს დედაქალაქშია - საცობები, რეკრეაციული ზონების სიმცირე და ასე შემდეგ.

სალომე სარიშვილი
28.09.2015

 "ყველა ადამიანს, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდები, უნდობლობის, ტკივილისა და წყენის განცდა აქვს, რომელიც შესაძლოა ხვალ გაუცხოებაში გადაიზარდოს," - ამბობს პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი
28.09.2015

  სირიის ტერიტორიაზე მყოფი რუსული არმიის ნაწილები ღიად ჩაერთვნენ საბრძოლო მოქმედებებში. რუსული და არაბული მედიის ცნობით, ხუთშაბათს, დილით რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 810-ე ბრიგადის მებრძოლებმა დაჯგუფება "ჰეზბოლას" წევრებთან ერთად სირიის დედაქალაქ ალეპოსტან მდებარე ქალაქ ხალების აეროპორტზე მიიტანეს იერიში, რომელსაც დღეისათვის "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აკონტროლებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×