ეკატერინე ბასილაია
24.09.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რომელსაც თანაგუნდელები ზოგჯერ არაკოლეგიალობასა და გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებაში ადანაშაულებდნენ, პარლამენტს ტოვებს. "პოლიტიკური ინტრიგებით გადაღლილი" დავით საგანელიძე სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე, თუმცა, მანამდე კულუარებში უმრავლესობის ახალ ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა სახელდება. ასევე საუბარია გია ვოლსკის კანდიდატურაზეც.

ნინო ქეთელაური
24.09.2015

 ინტერნეტში გიგი უგულავასთან დაკავშირებით პეტიცია შედგა და ხელმოწერები გროვდება. მისი ავტორები პრეზიდენტს თბილისის ყოფილი მერის შეწყალებას სთხოვენ. ჯერჯერობით ამ მოთხოვნას 2 484 ხელმომწერი ჰყავს.

ელზა პაპოშვილი
24.09.2015

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა და გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა "რეზონანსთან" ინტერვიუში ბოლო დროს კახეთში ატეხილ სკანდალზე ისაუბრა, სადაც კარდენახელმა გლეხმა გელა გრიშენკომ ყურძნის დაბალი ფასის გამო ვენახი გაჩეხა.

ლიკა ამირაშვილი
24.09.2015

 დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ერეკლე მეორის საზოგადოების" მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ აქციის მთავარი მოთხოვნა სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა.

მარიამ აფციაური
24.09.2015

 თბილისელების ნაწილი ცენტრალურ უბნებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი ჩაბეტონებული ქალაქის ნაცვლად, გამწვანებულ თბილისს ითხოვენ. ნაკლებად კატეგორიულნი არიან სპეციალისტები. მათი განცხადებით, უნდა მოხდეს სწორედ ადგილის შერჩევა და მშენებლობის შედეგად გამწვანებას, კულტურულ მემკვიდრეობას და ქალაქის იერსახეს საფრთხე არ უნდა ექმნებოდეს.

მაკა ხარაზიშვილი
24.09.2015

 საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გაუქმების საკითხი მინიმუმ 3-4 თვეში გადაწყდება. საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" სარჩელი უკვე შევიდა. ახლა განმწესრიგებელი სხდომა უნდა გაიმართოს, რომელიც სარჩელის არსებით განხილვაზე იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა ლარის კატასტროფული გაუფასურების შემდეგ გადაწყდა.

იაგო ნაცვლიშვილი
24.09.2015

გუშინ არაორდინალური ვითარება იყო გორში. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, გორის "დილას" სტადიონთან 25-მეტრიან ანძაზე მამაკაცი იყო ასული და გადმოხტომით იმუქრებოდა. მან პატრულის თანამშრომლებს მოთხოვნა წაუყენა, რომ ლუდი და არაყი მიეტანათ წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

მარი მგალობლიშვილი
24.09.2015

 "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ანხელ დი მარიამ დატოვა. არგენტინელი ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგდა. დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მალმიოს" (2:0) წინააღმდეგ ითამაშა, მატჩის დასრულების შემდგე თავისი შთაბეჭდილებების შესახებ უეფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა.

მარი ჩიტაია
24.09.2015

ლარის ერთბაშად გამყარებამ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს პროდუქტის გაძვირება გადააფიქრებინა. მათი უმეტესობა აღიარებს, რომ ჯერჯერობით საფასო პოლიტიკას არ შეცვლიან, რა თქმა უნდა, კურსის სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში. ერთხელ უკვე გაძვირებული პროდუქტის გაიაფებას კი დიდი დრო დასჭირდება.

თაკო მათეშვილი
23.09.2015

 უახლოეს 15 წელიწადში თბილისის ისტორიულ უბნებში აიკრძალება მაღალსართულიანი მშენებლობები, კრიტიკულ სიტუაციაში იმოქმედებს წინასწარი გაფრთხილების, განგაშის სისტემა, რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადავა და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები მოეწყობა - სწორედ ამ ყველაფრის ჩადებას გეგმავენ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კონკურსში გამარჯვებული კომპანიები, რომლებმაც მისი შემუშავება 18 თვეში უნდა მოასწრონ.

თაკო მათეშვილი
23.09.2015

 "თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის საშიშროება, რომ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ", - შიში ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბიბისი-სთან ინტერვიუში გამოთქვა და იქვე იმ იმედგაცრუებაზეც ისაუბრა, რაც, მისი აზრით, ქართველ ხალხში ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ არსებობს.

გვანცა ღვედაშვილი
23.09.2015

თბილისში კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და თაღლითობის ფაქტზე 43 პირი დააკავეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×