გვანცა ღვედაშვილი 19.09.2015
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ დაასახელა.
|
მაკა ხარაზიშვილი 19.09.2015
ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეა. სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატად კი კოტე სულამანიძეა წარდგენილი. ასევე დამტკიცებულია სააგენტოს საბჭოს წევრები. სააგენტოს შექმნის ერთ-ერთ ინიციატორ თამაზ მეჭიაურს სურვილი აქვს, რომ ლარის გასამყარებლად სააგენტომ ბაზარზე ეროვნული ბანკის რეზერვები გამოიტანოს. დეპუტატის ამ სურვილს სააგენტო ვერ აასრულებს, ვინაიდან თავად მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონით სააგენტოს ამის უფლება არ გააჩნია.
|
მაკა ხარაზიშვილი 19.09.2015
რეფინანსირების სესხების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებლამდე - 1,162 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეკონომისტების ნაწილის აზრით, ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ეროვნული ბანკი ლარის კურსის გაუფასურებას უწყობს ხელს. სებ-ის მიერ გაკეთებული ანალიზის მიხედვით კი, რეფინანსირების სესხების შეზღუდვა ლარის კურსს მოკლე პერიოდში გაამყარებს, თუმცა ხანგრძლივ ვადაში ეკონომიკას გაცილებით მძიმე დარტყმას მიაყენებს.
|
ნათია ლომიძე 19.09.2015
წყლის გამაცხელებლებისა და ცენტრალური გათბობის გამწოვი მილებიდან გამოსული გამონაბოლქვი მოსახლეობაში პანიკის საგნად იქცა. მათი აზრი ორად გაიყო. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ეს საკითხი სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. გათბობის კომპანიები და კერძო მემონტაჟეები კი ამტკიცებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მსგავსი ტიპის მოწყობილობები სავსებით უსაფრთხოა, შესაბამისად, გამონაბოლქვიც პრობლემას არ წარმოადგენს.
|
მარი ჩიტაია 19.09.2015
ბინის ქირაზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრდა. პასიურობენ სტუდენტებიც. სავალუტო კრიზისიდან გამომდინარე, მათ იაფფასიანი ბინის დაქირავებაც უჭირთ. მართალია, ქირის ფასი ცოტათი შემცირდა, თუმცა ამან ვითარება ოდნავადაც ვერ გამოასწორა. ამ მხრივ გარეუბნებში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, ხოლო ცენტრალურ უბნებში მოთხოვნა თითქმის აღარ არის.
|
თეა ბეჟიტაშვილი 19.09.2015
რა საერთო აქვთ მეხანძრეებს, პოლიციელებს, ექიმებს, ექთნებს, მაშველებს, ქარხნის მუშებს, დაცვაში მომუშავე პირებს? ისინი ყველა იმ რისკის ქვეშ იმყოფება, რასაც ძილის დარღვევა ჰქვია. ამ პროფესიის ადამიანებს ხშირად ღამე უწევთ მუშაობა, რაც სხვადასხვა პათოლოგიის საფრთხეს ქმნის, რომელიც შემდგომ შეიძლება დაავადებაში გადაიზარდოს.
|
მამუკა ნაცვალაძე 19.09.2015
დღეს გლოსტერში, "კინგსჰოლმ სტადიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასზე პირველ მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქე "ზღვის არწივებად" ხმობილი ტონგას ეროვნული გუნდია. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.
|
ეკატერინე ბასილაია 18.09.2015
წინასაარჩევნო აქტიურობის პირველი ნაბიჯები "ქართული ოცნების" მარცხით და "ნაციონალების" ზეიმით დაიწყო. "ნაციონალებმა" ამ ხელისუფლების დამთავრებას უკვე წამმომი ჩაურთეს, "ოცნების" მხარდამჭერებში კი დაბნეულობა და შეშფოთება მატულობს.
|
სალომე სარიშვილი 18.09.2015
"კანონის თანახმად, მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შესაჩერებლად სხვადასხვა საფუძვლები არსებობს, იმ შემთხვევაში თუკი მოსამართლე მერაბ ტურავას კონკრეტული დარღვევები დაუმტკიცდა, სასამართლოს პლენუმს უფლება აქვს მას უფლებამოსილება შეუჩეროს, რის შემდგომაც მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია," - ამგვარია იურისტთა ნაწილის მოსაზრება მოსამართლე მერაბ ტურავას საქმესთან დაკავშირებით.
|
თიკო ოსმანოვა 18.09.2015
"ნაციონალური მოძრაობის" გავლენისგან სასამართლო ბოლომდე თავისუფალი არ არის და მართლმსაჯულების დეფიციტს განიცდის", - ასე აფასებს პოლიტოლოგთა ნაწილი გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებულ 4 - დღიან ეპოპეას, რომელიც თბილისის ყოფილი მერის სასარგებლოდ დასრულდა. ამის თქმის საფუძველს კი მათ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა აძლევს, რომელშიც 9 მოსამართლიდან 8 "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაა არჩეული.
|
ლიკა ამირაშვილი 18.09.2015
საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც პატიმრობის 9 თვიან ვადას ეხებოდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გამოაცხადა, ამ პროცესს 9-დან 8 მოსამართლე ესწრებოდა. მოსამართლე მერაბ ტურავამ საბოლოო დოკუმენტის გასაცნობად რამდენიმე დღე ითხოვა, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღო.
|
ვახტანგ შამუგია 18.09.2015
17 სექტემბერს ცხინვალში მოქმედი პოლიტიკური პარტია "ნიხასის" ლიდერის, ალან ალბოროვას ორგანიზებით მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრაზე მყოფმა ექსპერტებმა, საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეერთებასა და "რესპუბლიკის" განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|