მაკა ხარაზიშვილი
22.09.2015

 რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ვალუტა 20 წლის გახდება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს საიუბილეო თარიღის აღნიშვნის განწყობა დღეს, ალბათ, არავის აქვს. ამ პერიოდში ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გაუფასურების კატასტროფულ მაჩვენებელს - 2,449 ლარს მიაღწია, ანუ 100%-ით გაუფასურდა, ხოლო 20-წლიან პერიოდში მისი მსყიდველობითი უნარი ოთხჯერ შემცირდა. მაგალითად, აშშ-ში დოლარის მსყიდველუნარიანობის 4-ჯერ შემცირებას 41 წელი დასჭირდა.

ელზა წიკლაური
22.09.2015

 საქართველო საშუალო პენსიის რაოდენობით პოსტსაბჭოთა 8 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზე იმყოფება. ჩვენთან ასაკობრივი პენსია, საშუალოდ, 65 დოლარს შეადგენს, რაც მოლდოვას მაჩვენებელს მხოლოდ 9 დოლარით აღემატება. ამასთან, კურსთა სხვაობის შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად პენსია სომეხ პენსიონერებს შეუმცირდათ, სულ რაღაც 15 დოლარით, საქართველოში კი ლარის დევალვაციამ ისედაც მინიმალური პენსია 20 დოლარით "შეჭამა".

ელზა წიკლაური
22.09.2015

ფინანსურმა კრიზისმა მოსახლეობის საკმაოდ დიდ ჯგუფზე ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა. ზოგმა ტანსაცმლის შეძენაზე თქვა უარი, ზოგმა საკვების ყიდვაზე, ზოგმაც კომუნალური ხარჯი შეამცირა. მათ, ვისაც ჯერჯერობით დღემდე არც ერთი პროდუქტის შეძენა/მოხმარება არ შეუმცირებია, ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

მარი ჩიტაია
22.09.2015

მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის სხვადასხვა საგანში მომზადების საფასურმა მოიმატა. მოთხოვნამაც შედარებით იკლო და მშობლები პედაგოგებთან შვილების ტარებას დამამთავრებელი კლასიდან არჩევენ, რათა შეძლებისდაგვარად მოამზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.

ნინო ქეთელაური
22.09.2015

რამდენიმე დღეა, ონლაინ სივრცეში გამოჩნდა პეტიცია სახელწოდებით - "აიკრძალოს მათხოვრობა მეტროში". პეტიციის ადრესატი თბილისის საკრებულო, თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

მარი ჩიტაია
22.09.2015

 საოჯახო სასტუმროების მფლობელების ინფორმაციით, ლარის გაუფასურებამ ტურისტულ სეზონზე ძალიან იმოქმედა. დამსვენებლების დიდმა ნაწილმა დაგეგმილი შვებულების ხანგრძლივობა შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკამ ტურისტების ზრდა დააფიქსირა, ადგილობრივები წლევანდელი შედეგით უკმაყოფილონი არიან.

მაკა ხარაზიშვილი
22.09.2015

 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება გაორმაგდა. ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი წვლილი ავტოგაზგასამართი სადგურებისა და თბოსადგურების მიერ გაზის მოხმარების რეკორდულად გაზრდილ მაჩვენებლს მიუძღვის. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, გაზის მთლიან მოხმარებაში ე.წ. "შეღავათიანი გაზის" წილი შემცირდება, რაც სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის წინაპირობას შექმნის.

ეკატერინე ბასილაია
21.09.2015

 დიდი ურთიერთლანძღვა-ბრალდებებით ვეტოდაძლეული "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონის წინააღმდეგ ბრძოლის მორიგი რაუნდი დაიწყო - "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალების" ერთობლივი სარჩელი, რომლესაც 39 დეპუტატი აწერს ხელს, საკონსტიტუციო სასამართლოში სამშაბათს შევა და გიგი უგულავას საქმეზე ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციას დიდი მოლოდინი აქვს, რომ ახლად მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას გიორგი პაპუაშვილის უწყება აუცილებლად მოახდენს.

ლიკა ამირაშვილი
21.09.2015

 განათლების სამინისტრომ ახალი რეგულაცია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც კერძო სკოლებიდან პირველკლასელებს საჯაროში სკოლებში გადასვლის უფლება შეეზღუდებათ. თუმცა, მეორე კლასიდან მათ კერძოს საჯარო სკოლით შეცვლის უფლება ექნებათ. ეს გადაწყვეტილება იმ მხრივაა საინტერესო, რომ წელს პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები მიიღეს, რომელთაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდათ.

თიკო ოსმანოვა
21.09.2015

 "ქართული ოცნება" მთავარი პროკურორის შეცვლაზე იწყებს მსჯელობას. კულუარული ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილის შემცვლელად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამ კანდიდატურას განიხილავს - სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს, მოქმედი პროკურორის პირველ მოადგილე ირაკლი შოთაძესა და ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძეს. აქედან ერთ-ერთს, ახალი წესის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო, 15-კაციანი პროკურორთა საბჭო მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად აირჩევს.

იაგო ნაცვლიშვილი
21.09.2015

 ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება. ერთს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორეს კი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. ექსპერთა აზრით, ეს ფაქტი, კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მწვავე დაპირისპირებაა და ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.

ელზა პაპოშვილი
21.09.2015

 პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის წვერმა მანანა კობახიძემ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და გიგი უგულავას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი და დროული იყო. თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ წინა წლების განმავლიბაში თავად საკონსტიტუციო სასამართლო არასდროს დაინტერესებულა იმ ადამიანების ბედით, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იყვნენ და სწორედ ამ ნორმის გასაჩივრებას მოითხოვდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×