გვანცა ღვედაშვილი 18.09.2015
ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში ხელნაწერთა ინსტიტუტი გადავა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიაშვილმა განაცხადა. ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძით თქმით, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ცენტრს 2015 წლის 3 სექტემბერს გადაეცა. უახლოეს პერიოდში კი მას ინჟინრები და არქიტექტორები შეისწავლიან და წარადგენენ პროექტს, რომლის მიხედვითაც მოხდება შენობის რეკონსტრუქცია.
|
ელზა პაპოშვილი 18.09.2015
მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რა ყველა ბარლდებულს, რომელთაც 9 თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, საშუალება ეძლევათ, მიმართონ საერთო სასამართლოს და პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვონ.
|
მარიამ აფციაური 18.09.2015
თბილისელები ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების განახლებას ითხოვენ. მათი თქმით, უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია და მგზავრობისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ისინი ქალაქ თბილისის მერიისგან, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისგან" მეტ ყურადღებას მოითხოვენ. როგორც "რეზონანსს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მალე თბილისელები თანამედროვე ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებენ.
|
მარი ჩიტაია 18.09.2015
ქართველმა იმპორტიორებმა მარაგის შემცირება დაიწყეს. პრობლემა ბიზნესის თითქმის ყველა სეგმენტშია. არაოფიციალური მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომპანიებმა მარაგი 30%-ის ფარგლებში შეამცირეს, მათ შორის, სურსათის სფეროშიც.
|
ელზა წიკლაური 18.09.2015
მოგების გადასახადის სტრუქტურაში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს და არსებული სისტემა ესტონური მოდელით ჩანაცვლდეს, რაც განაწილებული მოგების დაბეგვრას ითვალისწინებს. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის უწყება აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს, დამატებითი დეტალები კი ცნობილი მოგვიანებით გახდება. განაწილებული მოგების დაბეგვრის სისტემის შემოღებას დადებითად აფასებენ ეკონომისტები და ბიზნესმენები და აცხადებენ, რომ ეს ქვეყანაში რეინვესტირების სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
|
მაკა ხარაზიშვილი 18.09.2015
დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების კანდიდატურებს მოუსმენენ. მთავარობის მიერ წარმოდგენილი 4 კანდიდატიდან 2 "საქართველოს ბანკის" ყოფილი თანამშრომელია. სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების ყველაზე დიდი შანსი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ირაკლი კოვზანაძეს აქვს. "რეზონანსი" ამის თაობაზე კარგა ხნის წინ წერდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 18.09.2015
დღეს სტარტს აიღებს მსიოფლიო თასის გათამაშება რაგბიში. მსოფლიო სარაგბო ფორუმი ინგლისი-ფიჯის მატჩით 23:00 საათზე გაიხსნება, ხვალ კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პირველი შეხვედრა აქვთ ტონგასთან, რომელთანაც "ბორჯღალოსანთა" ხელმძღვანელობა მატჩის მოგებას გეგმავს. ჩვენი ბიჭები გლოსთერთან ახლოს, ჩელთნემში დაბინავდნენ, სადაც ტონგასთან მატჩამდე დარჩებიან. თამაში კი თბილისის დროით 15:00 საათზე გლოსტერში, "ქინქსტომ სთეიდიუმზე" შედგება.
|
ნინო ქეთელაური 17.09.2015
 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მესამე წელია, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოებს უფასოდ არიგებს. მოსწავლეებს ურიგდებათ როგორც ახალი, ისე მეორეული წიგნები. სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში მხოლოდ მაღალი შეფასების მქონე მეორეული წიგნების დარიგება ხდება.
|
მარი ჩიტაია 17.09.2015
ლარის კატასტროფულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. უახლოეს დღეებში სურსათზე 10%-ის ფარგლებში ფასი ყველა სავაჭრო ობიექტში მოიმატებს. ზოგიერთ სუპერმარკეტში არ მალავენ, რომ ფასის შეცვლა თითქმის ყოველდღე უწევთ.
|
თიკო ოსმანოვა 17.09.2015
გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებული ეპოპეა შესაძლოა, პატიმრობიდან მისი გათავისუფლებით დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უგულავას სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს.
|
ნინო ქეთელაური 17.09.2015
ლარის გაუფასურების, კახელი მევენახეების პროტესტის, დენის ტარიფის გაზრდის, კახეთში მოსალოდნელი არჩევნების ფონზე, შესაძლე-ბელია თუ არა შემოდგომაზე სოციალური აფეთქება? ამ თემაზე, "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 17.09.2015
ორი დღის წინ თბილისის საკრებულოში ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომამ დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის ფონზე ჩაიარა. კამათის მიზეზი თამარაშვილის 13 ნომერში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების გეგმაა, რომელზეც კომისია მსჯელობდა. საქმე ეხება რამდენიმე ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|