ლიკა ამირაშვილი 14.09.2015
როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, "რესპუბლიკელმა" დავით ზურაბიშვილმა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა, ამ ეტაპზე საკრებულოში პრიორიტეტს ბიუჯეტის დაგეგმვა წარმოადგენს. მისივე თქმით, ელექტროავტობუსების შემოყვანის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა გადაწვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
|
ლიკა ამირაშვილი 14.09.2015
საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ჯანდაცვის საერთო ხარჯებიდან მედიკამენტების ხარჯვითი წილით ერთ-ერთი პირველია, ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვიანობით კი 57 ქვეყნიდან ბოლო ათეულშია. სხვა სიტყვებით ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები, სხვა ევროპელებისაგან განსხვავებით, გაცილებით იშვიათად მიმართავენ ექიმს, წამლებში კი საშუალო ევროპელზე უფრო მეტს ხარჯავენ.
|
თაკო მათეშვილი 14.09.2015
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში აგრესიის დონემ, ფსიქოლოგების აზრით, საგრძნობლად მოიმატა. ამის დადგენა, მათი თქმით, ძნელი სულაც არაა და კვლევებსაც არ საჭიროებს. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ საზოგადოებაში აგრესია და ძალადობა დასაშვებ ზღვარს სცდება.
|
მარი მგალობლიშვილი 14.09.2015
ესპანელი ფეხბურთელი, წარმოშობით ბასკი ჩაბი ალონსო მიუნხენის "ბაიერნში" უკვე ერთი წელია, რაც გადავიდა და 33 წლის ფეხბურთელმა პეპე გვარდიოლას გუნდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა. როგორც გამოცდილმა მცველმა, კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, კარიერის დასრულებაზე კი ფიქრობს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს მას შემდეგ, რაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
|
თიკო ოსმანოვა 13.09.2015
ოდესის გუბერნატორიდან პრემიერობამდე - მოუწევს თუ არა უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ გზის გავლა, ჯერჯერობით უცნობია. ქართველ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერად" - გასულ კვირას უკრაინაში ასეთი ონლაინ-პეტიცია გაჩნდა. თავად სააკაშვილი კი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას არ გამორიცხავს.
|
თიკო ოსმანოვა 12.09.2015
"სიტყვის თავისუფლებასთან რომ უკვე პრობლემებია, ეს ცხადია, და ამას მხოლოდ გრიგოლიას გადაცემების დახურვა არ ცხადყოფს. ასევე დაიხურა ეკა მიშველაძის თოქ-შოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს თითქოს ერთგვარი მიზანმიმართული კამპანიაა. ქვეყნის წამყვან ჟურნალისტებს აშორებენ ტელეეკრანს, უხურავენ რეიტინგულ გადაცემებს და ეს არ არის არც შემთხვევითი და არც კარგი ტენდენცია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გადაცემა "რეაქციისა" და "იმედის კვირის" პროდიუსერი ვახო ხუზმიაშვილი, რომელმაც ტელეკომპანია "იმედი" პროტესტის ნიშნად დატოვა.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.09.2015
13 სექტემბერს, სტიქიიდან 3 თვის შემდეგ, თბილისის ზოოპარკი კვლავ გაიხსნება. როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი, დამთვალიერებელს სწორედ ამ ტერიტორიაზე შეეძლება გადარჩენილი ცხოველების მონახულება. რაც შეეხება სტიქიის შედეგად განადგურებულ ქვედა ნაწილს, მისი აღდგენა და ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.09.2015
მევენახეები რატომღაც ისევ ვენახის გაჩეხვით იმუქრებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს სუბსიდია არასაკმარისი აღმოჩნდა. წინა წლებში მთავრობის დახმარებით განებივრებული კახელები ცდილობენ, რომ ამ სეზონზეც სახელმწიფოსგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ.
|
ეკატერინე ბასილაია 12.09.2015
რას მოუტანს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზრის მქონე, 1.3-მილიარდიან ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს? პეკინში ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ნიშნავს უარმაზარ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისთვის.
|
ვახტანგ შამუგია 12.09.2015
სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. მხარეები ერთმანეთს სიტუაციის განგებ გართულებასა და შეიარაღებული კონფლიქტის ხელახალი ესკალაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.
|
ელზა პაპოშვილი 12.09.2015
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ "რეზონანსთან" ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე ისაუბრა, სადაც მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიას თხოვნით მიმართა, პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზარება გამოხატოს.
|
თაკო მათეშვილი 12.09.2015
თურქეთი, ეგვიპტე, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ავსტრია - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ქართველ ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ჩამონათვალში ერთადერთი არაევროპული ქვეყნის არსებობა მისი სიიაფითაა განპირობებული. რაც შეეხება უფრო შორეულ და ეგზოტიკურ ქვეყნებს, ტუროპერატორების ინფორმაციით, სიძვირის გამო ქართველები მას ნაკლებად სწყალობენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|