მაკა ხარაზიშვილი
15.09.2015

 საქართველოში გაზის გაძვირება დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას და ამ საკითხით სპეკულაცია უნდა შეწყდეს. ნავთობის გაიაფების კვალდაკვალ გაზის საერთაშორისო ფასიც დიდი სისწრაფით თავქვე მიექანება. 2016 წლიდან რუსული გაზის ღირებულება 164 დოლარამდე ჩამოვა. სპეციალისტების აზრით, საქართველომ აზერბაიჯანთან დადებულ კონტრაქტს უნდა გადახედოს და მსოფლიო ფასების გაიაფების პროპორციულად ე.წ. "სოციალური გაზის" ღირებულებაც კი უნდა შემცირდეს.

მაკა ხარაზიშვილი
15.09.2015

 მოსახლეობას ეროვნული ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებას ეშმაკურად აგუებენ. 2-3 კვირაში ერთხელ ლარი ნახტომისებურად უფასურდება, შემდეგ ცოტათი გამყარდება და რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცვა-ხოხვით ისევ წინასწარ შერჩეულ ნიშნულამდე ადის. კურსი გარკვეული დროით ამ დონეზე ჩერდება და შემდეგ პროცესი მეორდება. ამ მეთოდით ზახულის განმავლობაში ლარის კურსი 2.24-დან 2,42-მდე გაუფასურდა. პროცესი არ შენელებულა, ამიტომ ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2,6-ის დამანგრეველ ზღვარს გადასცდეს.

მარი ჩიტაია
15.09.2015

ქართველი ემიგრანტებისთვის ცხოვრება თითქმის ყველგან ჭირს. ფინანსური კრიზისის გამო, ყველაზე მეტად ჩვენს თანამემამულეებს რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და თურქეთში უჭირთ. ამ ქვეყნებში დასასაქმებლად პრობლემას ადგილობრივთა მხრიდან უნდობლობაც ქმნის.

მარიამ აფციაური
15.09.2015

წლევანდელ დასაქმების კვირეულში მონაწილეობას 60 კომპანია მიიღებს. ვაკანსიების რაოდენობა 500-ს აღწევს. ფორუმი წლების წინ დაიწყო, თუმცა სპეციალისტების აზრით, ამ დრომდე შრომის ბაზარზე მას რამე დადებითი გავლენა არ მოუხდენია. ისინი დასაქმების ერთადერთ საშუალებად ინვესტიციების ზრდას და სხვა კონკრეტულ ნაბიჯებს მიიჩნევენ.

მარი ჩიტაია
15.09.2015

 მსოფლიოში საკვები დიდი სისწრაფით იაფდება. საპირისპირო ტენდენციაა საქართველოში. დოლარის კურსის გამო, ჩვენთან საფასო დინამიკა ყირაზეა. სურსათის ყველა სეგმენტში სიძვირეა, განსაკუთრებით კი, იმპორტული პროდუქციის მიმართულებით, რომლის შესასყიდადაც ბიზნესმენებისთვის, წესით, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია.

მარი ჩიტაია
15.09.2015

 ბოლო წლებში ქართულ მინაქარზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. მწარმოებლები ამ დარგში არსებულ პრობლემას სავალუტო კრიზისს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურებამ მინანქრის რეალიზაციაზე მტკივნეულად აისახა. დღესღეობით ამ ტიპის ნაკეთობა ფუფუნების საგნად ითვლება და სიძვირის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მასზე ხელი ნაკლებად მიუწვდება.

თიკო ოსმანოვა
14.09.2015

  კახეთში რთველი აქციების ფონზე გრძელდება. გურჯაანში მევენახეების აქცია დღეს 12 საათზე გაანახლდება და დაელოდებიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გადაწყვეტილებას ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით. ეს იქნება საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია, რომელსაც მევენახეები სხვა რაიონებიდანაც შეუერთდებიან. მევენახეები იმუქრებიან, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ყურძენს აღარ დაკრეფენ.

გვანცა ღვედაშვილი
14.09.2015

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბაზარზე ყურძნის ჩაბარების დაბალი ფასი შემცირებულმა მოთხოვნამ და ჭარბმა მოსავალმა გამოიწვია.

თეა ბეჟიტაშვილი
14.09.2015

 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ე.წ. ახალი გზა ნაწილობრივ სამშაბათს გაიხსნება. როგორც "მთელ კვირას" თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ამ გზის ყველა მონაკვეთი მზად 15 ოქტომბრისთვის იქნება.

თიკო ოსმანოვა
14.09.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის 9-წლიან პერიოდზე მრავალსერიანი მხატვრული ფილმის გადაღებას რეჟისორი გოგა ხაინდრავა ოქტომბრიდან დაიწყებს. მისი თქმით, მსახიობების ნაწილი შერჩეულია, ნაწილის შერჩევა კი ახლა მიმდინარეობს. ის ჯერჯერობით არ საუბრობს, ვინ იქნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლის შემსრულებელი და, საერთოდ, სერიალის ტელეეკრანზე გამოსვლამდე დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.

გვანცა ღვედაშვილი
14.09.2015

 ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე საქართველოდან რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი "მოირა" წარდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კინოთეატრ "ამირანში" სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოაცხადა.

ლიკა ამირაშვილი
14.09.2015

  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მშრალი ხიდი თავისი ძველმანების ბაზრობითაა ცნობილი. ბაზრობებზე გამოფენილ ძველმანებს შორის გასეირნება მუზეუმის დათვალირებას ჰგავს. ეს ბაზრობა 90-იანი წლების დასაწყისიდან არსებობს, როდესაც მოსახლეობას გაუჭირდა და სახლიდან ნივთების გამოტანა და გაყიდვა დაიწყეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×