თაკო მათეშვილი
17.09.2015

 საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ დღემდე უამრავი პრობლემა აწუხებთ, რაც ძირითადად უფლებების დაუცველობაში გამოიხატება.

ლიკა ამირაშვილი
17.09.2015

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა ამოქმედდა. მასწავლებლები სხვადასხვა პროფესიულ სტატუსს მიიღებენ - პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. სტატუსების მინიჭება მათი განათლების ხარისხისა და სერტიფიცირების მიხედვით მოხდება.

მაკა ხარაზიშვილი
17.09.2015

 იაფიანი იმპორტირებული ხორცი ადგილობრივ ნაწარმს გაძვირების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ქართველ ფერმერებს მკვეთრად შეუმცირდათ ექსპორტი აზერბაიჯანში. აქედან გამომდინარე, ამჟამინდელი ფასი მომავალშიც შენარჩუნდება.

მარი მგალობლიშვილი
17.09.2015

საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგების 24 კლუბს, სფფ-ის წევრობაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი. ამ 24 კლუბებს სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არ ექნება. მიზეზად კი სახელდება ის, რომ მათ სათანადო დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.

მარი ჩიტაია
17.09.2015

ორნიშნა ინფლაცია, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუარესება და ლარის კატასტროფული გაუფასურება საკმაოდ მყარ საფუძველს ქმნის, რომ მდგომარეობა სოციალურ აფეთქებამდეც მივიდეს. ეკონომისტები ამაზე უკვე თამამად საუბრობენ.

მარიამ აფციაური
17.09.2015

ავიაბაზარი სულ უფრო აქტიურდება. მატულობს ახალი ავიაკომპანიებისა და რეისების რაოდენობაც. როგორც "რეზონანსს" საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, 2014 წელს ექვსმა ავიაკომპანიამ აითვისა ისეთი ახალი მიმართულება, როგორიცაა მოსკოვი, შარჟა, დნეპროპეტროვსკი, თელ-ავივი და კიევი. ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა 2015 წელს. ქუთაისიდან, ბათუმიდან და თბილისის აეროპორტიდან სხვადასხვა ავიაკომპანიამ დაიწყო ფრენა ანტალიის, თელ-ავივის, მოსკოვის, სტამბულისა და კიევის ბაზრებზე. იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი კომპანიის შემოსვლა.

ეკატერინე ბასილაია
16.09.2015

 ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის შეფასება - "უნიათო ხელისუფლება" უკვე თვით კოალიციის წევრებმაც აიტაცეს. უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე პეკინის ქუჩაზე საბავშვო ბაღის ნგრევისა და ხეების გაჩეხვის სანაცვლოდ მაღლასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და თბილისის მერიის წარმომადგენლებს მოსახლეობის იგნორირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის, რაც პეკინის ქუჩაზე ხდება, მერიის უნიათობის და გულგრილობის ბრალია.

თიკო ოსმანოვა
16.09.2015

 "აჰა, ეს დროც დადგა - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დაგემოვნების ჩემი ჯერიც მოვიდა", - ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი და გორის პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე მის დაბარებას აპროტესტებს.

თეა ბეჟიტაშვილი
16.09.2015

24 სექტემბერს კოალიცია "ევრაზიული არჩევანი" და "ერეკლე მეორის საზოგადოება" ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მართავს. აქციის მონაწილეთა სავარაუდოდ დიდი რაოდენობის გამო 13-დან 15 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იქნება.

ლიკა ამირაშვილი
16.09.2015

 "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა შედგა - ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ერთობლივი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. "თავისუფალი დემოკრატების" წევრის შალვა შავგულიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს 30 პარლამენტარის ხელმოწერა უნდა ჰქონდეს და შესაბამის დოკუმენტს 8 "თავისუფალ დემოკრატთან" ერთად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც მოაწერეს ხელი.

თაკო მათეშვილი
16.09.2015

 ორი დღის წინ, სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მცირეწლოვანი შვილები სკოლებში მიაცილეს. ბავშვებს საათებიც დაურიგეს წარწერით - "მამაჩემი გმირია". ამ ნაბიჯმა სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ადამიანები მთელი დღის განმავლობაში იზიარებდნენ ამ ყველაფრის ამსახველ ფოტოებს.

ვახტანგ შამუგია
16.09.2015

 არალეგალური მიგრაციის გიგანტურმა ტალღამ ევროკავშირი ახალი, სერიოზული გამოწვევებისა და რეალობის წინაშე დააყენა. გასული წლის ბოლოდან დღემდე ევროპის კონტინენტზე სხვადასხვა საშუალებებით მილიონამდე აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანი ჩავიდა. მათი გზა სარისკო და ხიფათიანია. კრიმინალური დაჯგუფებების სიხარბე და გულგრილობა ათასობით მათგანის დაღუპვის მიზეზი გახდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×