ვახტანგ შამუგია 21.09.2015
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი თავდადებისა და გმირობისათვის, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურ, მამუკა მამულაშვილს უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
|
სალომე სარიშვილი 21.09.2015
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გელა ჩივიაშვილი აცხადებს, რომ ნოემბრის დასაწყისში ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროცესი დასრულდება, რომელშიც დასაწყისისთვის მოსკოვის გამზირზე მდებარე "კარვების ქალაქის" მცხოვრებლები განთავსდებიან, ხოლო დანარჩენი მსურველის საცხოვრებელში დაბინავება სხვადასხვა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდგომ, ეტაპობრივად მოხდება.
|
თაკო მათეშვილი 21.09.2015
30-წლიანი პაუზის შემდეგ, მალე თბილისს განვითარების გენერალური გეგმა ექნება. ცნობილია იმ კომპანიების კონსორციუმის შემადგენლობა, რომელიც დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს 18 თვეში დადებს. გამარჯვებული სპეციალურმა კომისიამ რამდენიმეეტაპიანი კონკურსის შედეგად გამოავლინა.
|
გვანცა ღვედაშვილი 21.09.2015
მთავრობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას აპირებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი თაობის პენსიონერებს მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფს. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას საპენსიო რეფორმის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ რეფორმაზე გადასვლა 2017 წლიდან დაიწყება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 21.09.2015
ათენი
ევროპული ცივილიზაციის დედაქალაქში ვარ, ათენში. გეზი ომონიისკენ ავიღე, ქართველ ემიგრანტებთან შესახვედრად ვემზადები. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ, ნახოთ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
|
მამუკა ნაცვალაძე 21.09.2015
გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მიითვალა - "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს მეათე გუნდი ტონგელი "ზღვის არწივები" საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხეს 17:10. ეს იყო მატჩი, რომლისთვისაც მილტონ ჰეიგის გუნდი მთელი ოთხი წელი ემზადებოდა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 19.09.2015
ხელისუფლებას შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრესული გადაწყვეტილება პოზიტიურად გამოეყენებინა, ამის ნაცვლად მან ეს ნეგატიურად გამოიყენა, - ასეთია ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველის, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
|
თიკო ოსმანოვა 19.09.2015
ერთდღიანი თავისუფლების შემდეგ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ისევ მატროსოვის ციხეში დააბრუნეს. რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 4 წელი და 6 თვე შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატი საქმის გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებს, ყველა ინსტანციის მოვლის შემდეგ კი ადვოკატი ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნოს.
|
ელზა პაპოშვილი 19.09.2015
უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი "რეზონანსთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და მის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს და ამაში პოლიტიკურ ელფერს ხედავს, მიაჩნია, რომ მას ყველამ პატივი უნდა სცეს.
|
ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი) 19.09.2015
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთ ოსეთიდან) ნახევარ მილიონამდე ადამიანი გახდა იძულებული, დაეტოვებინა მშობლიური მიწა. სწორედ ეთნიკური წმენდის ამსახველი დოკუმენტური სურათებია გამოფენილი ევროკავშირში საქართველოს მისიის მიერ მოწყობილ გამოფენაზე, რომელიც ბელგიაში, ბრიუსელის პრესკლუბში გაიხსნა.
|
თაკო მათეშვილი 19.09.2015
სოლოლაკში, ინგოროყვას 18 ნომერში მდებარე 145 წლის სახლი, რომელიც ისტორიული ძეგლის სტატუსს თავისი უნიკალური არქიტექტურის წყალობით ატარებდა, ერთ მშვენიერ დღეს ცემენტით გადაილესა. ავარიული შენობის ნაწილის შეკეთება საკუთარ თავზე მთაწმინდის გამგეობამ აიღო და შედეგად, სახლის ნახევარი კვლავ ძველებურ სახეს ინარჩუნებს და, შესაბამისად - ისტორიული ძეგლის სტატუსსაც. ნახევარი კი - უბრალოდ ცემენტითაა გალესილი.
|
თეა ბეჟიტაშვილი 19.09.2015
"საცობების ერთ-ერთი მიზეზი ავტომობილების რაოდენობის მატებაა, მაგრამ ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მას ფეხი უნდა აუწყოს და ღონისძიებები არ გაატაროს, - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.
|