ელზა წიკლაური 16.09.2015
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი დააკლდება. 2015 წლის 7 თვის ბიუჯეტის შესრულების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში უკვე დახარჯულია 317,2 მლნ ლარი, დარჩენილი 152,8 მლნ ლარი კი საყოველთაო ჯანდაცვამ 5 თვის განმავლობაში უნდა იკმაროს, რაც სპეციალისტთა გათვლებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.09.2015
დასაქმების მაჩვენებლი უმნიშვნელოდ იზრდება, სამაგიეროდ თვალდათვალ გაიზარდა საშუალო ხელფასი. სპეციალისტების აზრით, მთავარი ის კი არ არის, რამდენია საშუალო ხელფასი, მთავარია, რამდენ ადამიანს აქვს ანაზღაურება. ეს მაჩვენებელი კი წლებია არ უმჯობესდება. უფრო მეტიც, ლარის დევალვაციის გამო ბიზნესმენების ნაწილი იძულებული გახდა, საწარმოო ბრუნვა შეემცირებინა და თანამშრომლები სამსახურებიდან დაეთხოვა. ამიტომ წელს დასაქმების მაჩვენებლის გაუარესებაა მოსალოდნელი.
|
მარი ჩიტაია 16.09.2015
წლის ბოლოსთვის საარსებო მინიმუმმა, შესაძლოა, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიოს, მეთოდოლოგიის შეცვლის შემთხვევაში კი - 300 ლარს გადააჭარბოს. არსებული მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა აგვისტოში 157,9 ლარი შეადგინა. ქვეყანაში არაერთი ნეგატიური ფაქტორია, რაც ამ მაჩვენებელს სამომავლოდაც გაზრდის და წლის ბოლოს შეიძლება 170 ლარს თავისუფლად გადააჭარბოს.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.09.2015
სავალუტო ბაზარზე სრული პანიკაა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარის ღირებულებამ 2,48 ლარს მიაღწია, კომერციულ ბანკებში კი დოლარის ფასი 2,50 ლარს გადასცდა. კურსის ნახტომისებურ გაუფასურებასთან დაკავშირებით "რეზონანსის" პროგნოზი მართლდება. პროცესი აბსოლუტურად თვითდინებაზეა მიშვებული.
|
სალომე სარიშვილი 16.09.2015
ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე - "ოსკარზე" წელს საქართველო რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმ "მოირას" წარადგენს. ეს გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უკვე მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ რეჟისორთან ერთად ოსკარზე წარსადგენი ფილმების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა ირანელი რეჟისორის მოჰსენ მახმალბაფის ფილმმა "პრეზიდენტმაც" მიიღო, რომელიც ქართულ-ირანული კოპროდუქციაა, თუმცა, ჟიურიმ არჩევანი ქართულ სურათზე შეაჩერა.
|
გვანცა ღვედაშვილი 16.09.2015
საქართველოს სამთავრობო ვებ-გვერდებზე ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხორციელდება კიბერთავდასხმა. წელს უკვე მეორედ გატეხეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ვებ-გვერდი.
|
მარი მგალობლიშვილი 16.09.2015
იკერ კასილასმა მადრიდის "რეალიდან" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პორტუგალიის "პორტუში" გადაინაცვლა. "სამეფო კლუბში" გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ესპანელი გოლკიპერის წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავად კასილასი სანამ პორტუგალიაში წავიდოდა, აცხადებდა, რომ კარიერის დასრულებას "რეალში" აპირებდა, მაგრამ ბოლო მომენტში "პორტუ" აირჩია.
|
თიკო ოსმანოვა 15.09.2015
კახეთში მევენახეების რამდენიმედღიანი აქცია უშედეგოდ დასრულდა. ყურძნის ჩაბარებისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი არ შეიცვლება. გააგრძელებენ თუ არა და რა ფორმას მისცემენ გამოსვლებს, უცნობია.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.09.2015
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტს მერვედფინალიდან დაემშვიდობა. ის რაც ლილის სპორტულ არენაზე მოხდა, ალბათ დიდხანს ემახსოვრება ჩვენს გულშემატკივარს. მსოფლიოს რანგით მეოთხე გუნდთან, ლიტვის ნაკრებთან, "ჯვაროსნებმა" ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, თუმცა წამიერი მოდუნებები ძვირად დაუჯდათ.
|
სალომე სარიშვილი 15.09.2015
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ადგილობრივების ცნობით, საკურორტო ქალაქ ალანიას ქურთებით დასახლებულ უბნებში თურქი სამხედროები ანტიტერორისტულ ოპერაციას განაგრძობენ. ამ ფონზე კი თურქი ნაციონალისტები აქციებს მართავენ. ალანიაში მცხოვრები ქართველი, რომელსაც "რეზონანსი" ესაუბრა, ამბობს, რომ ვითარება ქალაქში შედარებით სტაბილურია, თუმცა მოსახლეობა ღამით ქუჩაში გასვლისგან მაინც თავს იკავებს.
|
ლიკა ამირაშვილი 15.09.2015
პარლამენტის მიერ უკვე მიღებულ კანონში "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ", რომელიც მიმდინარე წლის ივლისში შევიდა ძალაში, ახალი ცვლილება შედის.
|
გვანცა ღვედაშვილი 15.09.2015
ბოლო პერიოდში მიგრანტთა არნახული მოზღვავების გამო გერმანია უპრეცედენტო ზომას მიმართავს და ავსტრიასთან სასაზღვრო კონტროლი შემოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენგენის შეთანხმების მთავარი პრინციპის დარღვევაა, რაც მის ხელმომწერ ქვეყნებს შორის სასაზღვრო ბარიერების მოშლას გულისხმობს, ბერლინში აცხადებენ, რომ ეს ზომა დროებითია და აუცილებლობით არის გამოწვეული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|