ნათია ლომიძე
12.09.2015

ლარის გაუფასურების გამო ხალხის ბიუჯეტი ძლიერ დარტყმას იღებს. დევალვაცია განსაკუთრებით უარყოფითად შეეხო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. რამდენადაც ასეთი ადამიანი ქვეყნის მასშტაბით უამრავია, ზოგადად მოსახლეობის სოციალური ფონი მეტად დამძიმდა.

მაკა ხარაზიშვილი
12.09.2015

2015 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა 40 მილიონი დოლარით მოიმატა, თუმცა დეკემბერთან შედარებით, 17 მილიონი დოლარით არის შემცირებული. განსაკუთრებით გაზრდილია ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი და 13,4 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

მარი ჩიტაია
12.09.2015

 სამშენებლო კოდექსის საბოლოო ვარიანტი მზადაა. სპეციალისტების შეჯერების შემდეგ პროექტი განსახილველად მთავრობის ადმინისტრაციას გადაეგზავნა. სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს კანონის აღსრულება აფიქრებთ. ისინი შიშობენ, რომ ახალი კადრების შერჩევა პოლიტიკური ნიშნით არ მოხდეს.

თეა ბეჟიტაშვილი
12.09.2015

 ადამიანთა უმრავლესობა, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს ან უბრალოდ ფორმაში ყოფნა სურს, სხვადასხვა დიეტას მიმართავს. დღესდღეობით უამრავი დიეტა არსებობს, რომლითაც შესაძლებელია წონაში დაკლება, თუმცა ბევრს მისი შესრულება უჭირს. დღევანდელისგან განსხვავებით, საინტერესოა, როგორ იკლებდნენ წონაში წლების წინ და როდის და სად გაჩნდა პირველი ცნობები დიეტის შესახებ.

მამუკა ნაცვალაძე
12.09.2015

 ხვალ საფრანგეთის ქალაქ ლილში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ-2015-ის ფლეი-ოფში ლიტვის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გვანცა ღვედაშვილი
12.09.2015

 თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში ნაციონალისტებსა და ქურთებს შორის შეტაკებები მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქურთების საკუთრებაში მყოფ რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი "ლას-ვეგასი". ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ლიკა ამირაშვილი
12.09.2015

 თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ჯაბა სამუშია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კომუნალურ ვაუჩერს ყველა ის ოჯახი მიიღებს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. მისივე თქმით, ვაუჩერს სხვა ოჯახებიც მიიღებენ, თუმცა ამის კრიტერიუმები დადგენილი ჯერ არ არის.

ქველმოქმედება
12.09.2015

 ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის საქველმოქმედო აუქციონის წყალობით ჟურნალისტი ვასიკო სილაგაძე სარეაბილიტაციო კურსს ურეკში გაივლის. ავარიის დროს დაშავებული ჟურნალისტის დასახმარებლად აუქციონი ჩანადირმა ერთი კვირის წინ გამოაცხადა და მასზე საკუთარი ფოტო გამოიტანა. იგი 600 ლარად გაიყიდა და თანხა მთლიანად სილაგაძეს გადაეცა.

თაკო მათეშვილი
11.09.2015

 ლარის გაუფასურება, პროდუქტის ფასებისა და კომუნალური ხარჯების გაზრდა, სამუშაო ადგილების ვერშექმნა - ეს ყველაფერი, ეკონომიკის ექსპერტის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის აზრით, "ქართულ ოქნებას" გადაუჭრელ პრობლემად შეიძლება გადაექცეს, რაც მას ხელისუფლების დაკარგვამდე მიიყვანს.

ელზა პაპოშვილი
11.09.2015

 სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან" ინტერვიუში სირიის ომზე და მასში რუსეთის მონაწილეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ომში ღიად ჩართვა გადაწყვიტა, რაც დასავლეთისა და თურქეთის დაბნეულობას გამოიწვევს.

თიკო ოსმანოვა
11.09.2015

 მიგრანტთა კრიზისის შედეგად დასავლეთი, შესაძლოა, ახალი პრობლემის წინაშე დადგეს. არაოფიციალური ინფორმაციით, სირიიდან დაძრულ იმ მიგრანტებს შორის, რომელთა მიღებასაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები დათანხმდნენ, "ისლამური სახელმწიფოს" 4 ათასამდე მებრძოლია.

ნინო ქეთელაური
11.09.2015

 გრაკლიანის გორაზე მიმდინარე სამუშაოები დროებით შეჩერებულია. როგორც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა "რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, გათხრები მალე განახლდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×