მარი ჩიტაია 08.09.2015
ბოლო დღეებში სასკოლო ტანსაცმელსა და საკანცელარიო ნივთებზე მოთხოვნამ და ფასმაც მოიმატა, თუმცა ეს მხოლოდ მხოლოდ წინასასკოლო პერიოდში იგრძნობა. საერთოდ კი, შარშანდელთან შედარებით, გაყიდვამ თითქმის ყველგან იკლო. მოვაჭრეების ინფორმაციით, დაახლოებით 20%-ით გაძვირდა თითქმის ყველა ნივთი, რის შეძენაც იმპორტიორებს დოლარში უწევთ.
|
ელზა წიკლაური 08.09.2015
ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა უკვე სერიოზულ ეჭვს ბადებს. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა, როდესაც სებ-მა დოლართან მიმართებაში ლარის შეუსაბამო კურსი დაადგინა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გუშინაც დაფიქსირდა. მართალია, სებ-ს ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესში განმარტებული აქვს თუ როდის არ ცვლის კურსს, თუმცა სპეციალისტები ამას არასაკმარისად მიინჩევენ.
|
მარი ჩიტაია 08.09.2015
ქართველი მეცხვარეების რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მთავრობა ამ დარგითაც დაინტერესდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო წვრილფეხა საქონლის, მათ შორის, ცხვრის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესისთვის ემზადება. მეცხვარეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო და პროექტში ბევრი ხარვეზი შეიმჩნევა.
|
მარი ჩიტაია 08.09.2015
ფასების ზრდის ტენდენციას, რაც საზოგადოებრივი მომსახურების სხვადასხვა სეგმენტში შეიმჩნევა, არც სადაზღვევო კომპანიები ჩამორჩნენ. სადაზღვევო მომსახურება, სულ მცირე, 15-20%-ით გაძვირდა. მართალია, სულ რამდენიმე თვის წინათ დაზღვევის კერძო კომპანიებში მოქალაქეებს 6-8-ლარიან სერვისს ჰპირდებოდნენ, დღესდღეობით 15-20 ლარზე ნაკლები ტარიფი არც ერთ მათგანს არ მოეპოვება.
|
ეკატერინე ბასილაია 07.09.2015
რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია საკრებულოს თავმჯდომარეებზე შეტევით უკვე დაიწყო. პირველი იმპიჩმენტი თანაგუნდელებმა 1-ლ სექტემბერს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწყვეს და ამით თვითმმართველობებში საკადრო "წმენდა" გახსნილად გამოცხადდა.
|
ელზა პაპოშვილი 07.09.2015
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დღეს მოსკოვში მიემგზავრება. იგი აცხადებს, რომ მოწვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისაგან მიიღო, თუმცა "მთელ კვირასთან" საუბრისას არც მოწვევის ავტორების ვინაობას ასახელებს და არც იმ რუსი პოლიტიკოსებისას, ვისაც რუსეთის დედაქალაქში უნდა შეხვდეს.
|
თიკო ოსმანოვა 07.09.2015
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების სამეულში მოხვდა. ევროკავშირის ახალი შეთანხმების მიხედვით, 6 ყოფილ საბჭოთა ქვეყანას სომხეთი და ბელორუსი ცალკე გამოეყოფა და მათ ევროკავშირი თანამშრომლობის ახალ გეგმას შესთავაზებს, რომელიც ევროკავშირთან უფრო ნაკლებად დააკავშირებს, ვიდრე ასოციაციის შესახებ ხელშეკრულება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 07.09.2015
"თავისუფალი დემოკრატები" "ეროვნული ბანკის შესახებ კანონში" შესულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, დოკუმენტი მომზადების პროცესშია და მისი პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება.
|
ლიკა ამირაშვილი 07.09.2015
როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, "რესპუბლიკელმა" დავით ზურაბიშვილმა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა, ამ ეტაპზე საკრებულოში ყველაზე პრიორიტეტს ბიუჯეტის დაგეგმვა წარმოადგენს. მისივე თქმით, ელექტროავტობუსების შემოყვანის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
|
თეა ბეჟიტაშვილი 07.09.2015
ბოლო პერიოდში ჯარში გახშირებული სუიციდის შემთხვევების გამომწვევ ძირითად მიზეზად თავდაცვის მინისტრმა აზარტული თამაშები და ნარკოტიკები დაასახელა. მისივე გადაწყვეტილებით, თავდაცვის სისტემაში მომუშავე პირებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ.
|
ლიკა ამირაშვილი 07.09.2015
შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება. გმირთა მოედანი, ვაკე და სააკაძის მოედანი - ეს ადგილებია, სადაც სექტემბრის შუა რიცხვებისთვის საცობების მომატებაა მოსალოდნელი. თბილისის ქუჩებში საცობებმა ბოლო რამდენიმე წელია იმატა. სპეციალისტების თქმით, პრობლემას არა მარტო ავტომობილების რაოდენობის ზრდა ქმნის, არამედ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე დაუსრულებელი მშენებლობები წარმოადგენს.
|
ლიკა ამირაშვილი 07.09.2015
შემოდგომიდან თბილისს სატრანსპორტო კოლაფსი ელოდება. გმირთა მოედანი, ვაკე და სააკაძის მოედანი - ეს ადგილებია, სადაც სექტემბრის შუა რიცხვებისთვის საცობების მომატებაა მოსალოდნელი. თბილისის ქუჩებში საცობებმა ბოლო რამდენიმე წელია იმატა. სპეციალისტების თქმით, პრობლემას არა მარტო ავტომობილების რაოდენობის ზრდა ქმნის, არამედ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე დაუსრულებელი მშენებლობები წარმოადგენს.
|