მარი ჩიტაია
05.09.2015

 დენის გადასახადთან ერთად, საქართველოს მოსახლეობას ცხოვრებაც გაუძვირდება. თითქმის არ რჩება სამომხმარებლო ბაზრის ისეთი მიმართულება, სადაც გაძვირება არ იგეგმება. მეწარმეები პროდუქტებზე ფასის გაზრდისთვის უკვე ემზადებიან.

ელზა წიკლაური
05.09.2015

 ხუდონჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოში დარჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჰესის პროექტში ცვლილებები უახლოეს მომავალში შევა. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

თეა ბეჟიტაშვილი
05.09.2015

 ზაფხული მიილია და ჩვენი ორგანიზმიც თანდათან ზამთრის რეჟიმზე გადასასვლელად ემზადება. ზაფხულში, როცა ბევრი ხილი და ბოსტნეულია, ორგანიზმიც შედარებით ჯანსაღად და მსუბუქად იკვებება, თუმცა ზამთრის დადგომამდე წინ შემოდგომაა, რომელიც ერთგვარი მომზადების პროცესია ორგანიზმისთვის, რომ ზამთარში მძიმე საკვებით ძალიან არ დავამძიმოთ.

მარი მგალობლიშვილი
05.09.2015

 ყოფილი ფეხბურთელი გივი კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ლევან კობიაშვილს მხარს ღიად უჭერს და დარწმუნებულია, რომ სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ის გაიმარჯვებს. გივი იმ დროსაც იქ იმყოფებოი, როდესაც კობიაშვილი სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირდა.

ეკატერინე ბასილაია
04.09.2015

ოკუპირებულ აფხაზეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა, პოლიტიკურ სფეროში იქნება ეს თუ ბიზნესში, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უკანონოდ ითვლება, თუმცა საქართველოს გვერდის ავლით აფხაზებთან არა მარტო რუსები აქტიურობენ, არამედ სხვა სახელმწიფოებიც.

ია აბულაშვილი
04.09.2015

 ის, რომ საქართველო უცხოელ მოგზაურთა ყურადღებას იქცევდა, ამის შესახებ ცნობები თავს იჩენს ჯერ კიდევ ადრეული ხანის წერილობით წყაროებში. მე-17 საუკუნიდან კი განსაკუთრებით იზრდება ინტერესი კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს შესწავლისადმი.

ელზა პაპოშვილი
04.09.2015

 თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელი განცხადებით, ბოლო დროს ჯარში გახშირებული სუიციდის შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზები სამხედრო პირების მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა და ნარკოტიკების მიღებაა.

თეა ბეჟიტაშვილი
04.09.2015

შენგენის შეთანხმება საფრთხის ქვეშაა, ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტის შულცის თქმით, მიგრაციის კრიზისმა, შესაძლოა, ისტორიულ ხელშეკრულებას პრობლემები შეუქმნას, რაც ევროკავშირის ერთიანობას ბზარს გაუჩენს.

ელზა წიკლაური
04.09.2015

 საბანკო ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება. გუშინ პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო უკვე დაძლია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარგველაშვილი კონსტიტუციურ ვადაში მიიღებს. უმცირესობა კი საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივლელად ემზადება.

მარი ჩიტაია
04.09.2015

  სემეკმა "თელასის" განაცხადი ელვის უსწრაფესად დააკმაყოფილა და თბილისის მოსახლეობას დენი გაუძვირა. საფეხურების მიხედვით, გადასახადი 3-4 თეთრით გაიზარდა და აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა. ელექტროენერგიის ახალი გადასახადი ოქტომბრის ქვითრებში აისახება.

მამუკა ნაცვალაძე
04.09.2015

 ხვალ სტარტს აიღებს ევრობასკეტ-2015-ის ფინალური ეტაპი. საქართველოს ნაკრები ს ჯგუფში მოხვდა, რომელსაც ზაგრები უმასპინძლებს. დანარჩენი სამი ჯგუფის თამაშები ბერლინში, რიგასა და მონპელიეში ჩატარდება.

ელზა წიკლაური
04.09.2015

ინფლაციამ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში ფასები 5,4%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 4 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლარის დევალვაციისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების ფონზე, ფასთა მატება მომავალშიც გაგრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელსაც კი მიაღწიოს. ამით კი ბოლო 4 წლის რეკორდი მოიხსნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×