მარი ჩიტაია
01.09.2015

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მშობლიურ ქვეყანაში დასვენებას ვერ ახერხებს. სამთო და საზღვაო კურორტებზე აცხადებენ, რომ ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა წელს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ლარის გაუფასურებამ შიდა ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედა, რის გამოც უამრავ ადამიანს დასვენების შესაძლებლობა მოესპო.

მაკა ხარაზიშვილი
01.09.2015

 ბანკების ზედამხედველობის სააგენტოს შესაქმნელად პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კვირის ბოლომდე შეეცდება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ამ პროცესს მხარს არ დაუჭერს. "თავისუფალი დემოკრატები" კი ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ ჩივილს. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, ბანკების ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელებად ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე განიხილებიან.

ეკატერინე ბასილაია
31.08.2015

 ოკუპირებული აფხაზეთის სასულიერო ფლანგზე დიდი ომია გამოცხადებული - ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის სასულიერო ჯგუფი რუსეთის ეკლესიას თვითგამოცხადებულ აფხაზეთის ეკლესიაში არსებულ განუკითხაობასა და კანონიკის დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია იმაზე, საქართველოს საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად "აფხაზეთის ეკლესიის" მღვდლებად ირიცხებიან სასულიერო პირები, რომლებიც რეალურად რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არიან, ეს კი საეკლესიო კანონის უხეში დარღვევაა.

რუსა მაჩაიძე
31.08.2015

 თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ "საქართველო დღეს არის ყველაზე უფრო კარგი, რაც კი ის ოდესმე ყოფილა ამ ოცი წლის განმავლობაში" და "საქართველოს ხელისუფლება მის პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე არცერთ ნაბიჯს არ დგამს".

თიკო ოსმანოვა
31.08.2015

თბილისის მერიასა და "სითი პარკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხშია. ქალაქის მერი დავით ნარმანია კომპანიას კიდევ ერთთვიან ვადას აძლევს, მერე კი "უფრო რთული" გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, უნდა დასრულდეს ამ ერთი კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე. თავად "სითი პარკში" კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ერთი ხელის მოსმით არ სრულდება.

ელზა პაპოშვილი
31.08.2015

28 აგვისტოს ღამე ოქროყანაში მკვლელობა მოხდა. ადგილზე მისულ სამართალ დამცავებს ერთი გარდაცვლილი და ერთიც მძიმედ დაჭრილი პირი დახვდათ. როგორც შემდგომში გაირკვა, დაჭრილი მამაკაცი ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავაა, რომელიც ამჟამად "სამართალდამცველთა ლიგის" წევრია. ხოლო გარდაცვლილი მამაკაცი მისი დეიდაშვილი რეზო კალომლეწავლია.

სალომე სარიშვილი
31.08.2015

 კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი ფიქრობს, რომ კინოსტუდია "ქართული ფილმის" აღორძინებისათვის სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ფინანსური დახმარება აუცილებელია. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია კინოსტუდიის სათავეში პროფესიონალი ხელოვანი იდგეს, ასეთად კი ის კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას მიიჩნევს და ფიქრობს, რომ საამისოდ მას ყველა აუცილებელი თვისება და უნარი გააჩნია.

გვანცა ღვედაშვილი
31.08.2015

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი 761 ათასით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი. აშშ-ს აღწერების ბიუროს მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიოს ყველაზე დაბერებულ ქვეყნებს შორის საქართველო მე-14 ადგილზე იმყოფებოდა.

ლიკა ამირაშვილი
31.08.2015

როგორც ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა, საშემოდგომო სესიებისთვის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აქვთ მომზადებული, რომელიც ჰიბრიდული მანქანების შეღავათიან ფასში განბაჟებას ეხება. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან თვლის, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ვეტოშია ასახული.

თიკო ოსმანოვა
31.08.2015

 ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემები "რეაქცია" და "იმედის კვირა" დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობამ მიიღო და მიზეზად არსებული გადაცემების ფორმატის შეცვლა დაასახელა, რისიც არ სჯერათ გადაცემის ჟურნალისტებს. ინგა გრიგოლია დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც უბრალოდ ამ განცხადებით შეიფუთა.

თიკო ოსმანოვა
31.08.2015

 "ქუჩის აქციები ჩვენი თვითმიზანი არ არის, მაგრამ ის ლოგიკა, რა ლოგიკითაც ხელისუფლება იქცევა, მიაქანებს ქვეყანას მასობრივი აქციებისკენ", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომელსაც მმართველი პარტიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე და არასაპარლამენტო ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

ვახტანგ შამუგია
31.08.2015

29 აგვისტოს, კიევში, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ცენტრალურ შენობასთან ხალხმრავალი პიკეტი გაიმართა. უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნნ"-ს მიერ გავრცელებული ცნობით, შეკრებილთა დიდი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე უცხოელი მოხალისეები იყვნენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დაპირების შესრულებას - მათთვის უკრაინაში დროებითი ბინადრობის უფლების, ან მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×