მარი ჩიტაია 02.09.2015
ერთ თვეში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 7 პროცენტით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თანხის გაცემისას ბანკები სიფრთხილეს იჩენენ და სესხის დამტკიცებამდე ყველა რისკს მაქსიმალურად ითვალისწინებენ, მომხმარებელი ყოველთვიური თანხის დაფარვას მაინც ვერ ახერხებს.
|
მარი ჩიტაია 02.09.2015
ოქტომბირიდან რეგიონებში იურიდიულ პირებს გაზის გადასახადი 4 თეთრით გაუძვირდებათ. დიდი ალბათობით, სატარიფო ცვლილება დედაქალაქზეც გავრცელდება. "ყაზტრანგაზ-თბილისში" გაზის მოსალოდნელ გაძვირებას არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ. ორგანიზაციებისთვის ახალი ტარიფის შემოღება ავტომატურად გამოიწვევს მომხმარებლისთვის ყველა იმ სერვისის გაძვირებას, რაშიც გაზი გამოიყენება.
|
თიკო ოსმანოვა 01.09.2015
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ტელეკომპანია "იმედის" მეპატრონეს გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების გაკეთებას სთხოვს.
|
თიკო ოსმანოვა 01.09.2015
"ქართული ოცნება" საარჩევნო სისტემის რეფორმას იწყებს, თუმცა მასში შეტანილი ცვლილებები მომავალი 2020 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდება. მოახლოებული არჩევნები კი ისევ ძველი შერეული მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარდება.
|
ლიკა ამირაშვილი 01.09.2015
უკრაინაში ფრონტის ხაზმა კიევში გადმოინაცვლა - გუშინ უმაღლეს რადასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 122 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი რადას შტურმით აღება სცადეს, თუმცა მათი შეჩერება პოლიციამ შეძლო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებებს ძალიან ჰგავს.
|
მარი მგალობლიშვილი 01.09.2015
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულის, ბასტიან შვაინშტაიგერის დებიუტი უკვე შედგა. დებიუტის შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ის "ოლდ ტრაფორდზე" თამაშზე საუბრობს.
|
ელზა პაპოშვილი 01.09.2015
ტელეკომპანია "იმედის" შემდეგ, რომლის ხელმძღვანელობამაც ინგა გრიგოლიას თოქ-შოუები დახურა, შესაძლოა მათ მსგავსად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის პოლიტიკური გადაცემაც შეჩერდეს - ამ ინფორმაციას არხის თანამშრომლები ავრცელებენ. თუმცა ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
|
ელზა წიკლაური 01.09.2015
მაუწყებლობის შესახებ ახალმა კანონმა ტელეკომპანიების შემოსავალზე გარკვეული ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა. მართალია, ზოგიერთ მაუწყებელს რეკლამიდან მიღებული თანხა გაეზარდა, თუმცა სასპონსორო შემოსავალი შეუმცირდა და თანაც მნიშვნელოვნად. თუ შემოსავლის შემცირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდა, ტელეკომპანიებში მსხვილი პროექტები და გადაცემები, სავარაუდოდ, კვლავაც დაიხურება.
|
ელზა წიკლაური 01.09.2015
ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე დედაქალაქის მოსახლეობის 90%-ზე მეტი ენერგოვაუჩერისა და სუბსიდიის გარეშე დარჩება. თბილისის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახმარებას მხოლოდ სოცდაუცველები მიიღებენ, თუმცა კონკრეტულად, რომელი კატეგორია მოხვდება ამ სიაში, ჯერჯერობით უცნობია.
|
მარი ჩიტაია 01.09.2015
ბოლო ორ თვეში ლომბარდებში მოთხოვნა გაორმაგდა, თუმცა მომხმარებლის გადახდისუნარიანობა 35-40%-ით შემცირდა. ლომბარდების მფლობელებისა და მენეჯერების განცხადებით, კლიენტთა უმეტეს ნაწილს პროცენტის გადახდაც უჭირს, რის გამოც ჩაბარებული ნივთების გაყიდვა უწევთ და ზარალზე მიდიან.
|
მაკა ხარაზიშვილი 01.09.2015
ეკონომიკის სამინისტრომ ორი წლის განმავლობაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საქმიანობის საკითხის შესწავლას თავი ვერ მოაბა. არადა ინვესტიციების მოსაზიდად თიზ-ების განვითარება დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პროექტად განიხილება.
|
მარი ჩიტაია 01.09.2015
ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები შეიცვლება, ოღონდ 4 თვის შემდეგ. მთავრობამ ახალი რეგლამენტის ამოქმედება გადაავადა და 1-ლი სექტემბრის ნაცვლად, იგი ახალი წლიდან შევა ძალაში. ცვლილება ხორბლის ფქვილის ბაზარზე განთავსების პირობებს, ხორბლის ფქვილისა და ბიზნესოპერატორის მიმართ ჰიგიენის მოთხოვნებს ეხება. ცოტა ადრე ტექნიკური რეგლამენტი რძის პროდუქტებზე, უფრო ადრე კი თაფლსა და თხილზე გავრცელდა.
|