მარი მგალობლიშვილი 28.08.2015
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთ-ერთმა კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. უეფას მედია-ოფიცერი პირველი იყო, რომელმაც თავისი კანდიდატურა დაარეგისტრირა.
|
თიკო ოსმანოვა 27.08.2015
ბათუმის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათის, მოქანდაკე თამარ კვესიტაძის "ალი და ნინოს" ნახვა დამსვენებლებს ხელახლა 5 სექტემბრიდან ძველი ადგილიდან 50-60 მეტრის მოშორებით შეეძლებათ. მისი გადატანის გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელობამ სკულპტურის საძირკველის დაზიანების გამო მიიღო. როგორც ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ამბობს, ქანდაკება თავის დროზე კანონდარღვევით, ტექნიკური დეტალების გათვალისწინების გარეშე დაიდგა.
|
ლიკა ამირაშვილი 27.08.2015
საბერძნეთი, თურქეთი, იტალია, საფრანგეთი, აშშ - ეს ის ქვეყნებია, სადაც ქართველი ემიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა მუდმივად ცხოვრობს. ქართველები სხვა ქვეყნებში ძირითადად სოციალური პრობლემების გამო მიდიან და წლების განმავლობაში იქ რჩებიან.
|
ეკატერინე ბასილაია 27.08.2015
მოსკოვის მიერ სოხუმისათვის შეპირებული მილიარდები ტყუილი აღმოჩნდა. უკვე თავად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ წელს რუსეთმა აფხაზეთს ფულის მიცემა პრაქტიკულად შეუწყვიტა - სოხუმის ბიუჯეტში "რესპუბლიკის" სოციალ-ეკონიომიკური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რუსეთისაგან შეპირებული 3,7-მილიარდიანი დახმარებიდან აგვისტოს ჩათვლით ჯერ მხოლოდ 127 მილიონი რუბლია გადარიცხული.
|
თიკო ოსმანოვა 27.08.2015
დატბორილი სახლები, ქუჩები და ევაკუირებული მოსახლეობა - ასეთია 6-საათიანი წვიმის შედეგი ბათუმში. ახლა ზღვისპირა ქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი პირობას დებს, რომ ყველა განცხადებას დეტალურად შეისწავლის. სპეციასლიტები კი გახშირებულ სტიქიას კლიმატურ ცვლილებებს და გაუმართავ სანიაღვრე სისტემებს უკავშირებენ. ასეთი სახის სტიქიის განმეორებას "მწვანეთა მოძრაობის - დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე თბილისშიც პროგნოზირებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 27.08.2015
დიდი ლილოს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების პოლიგონი, ლილოსა და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს.
|
ლიკა ამირაშვილი 27.08.2015
სამგორის მეტროსთან მდებარე ნავთლუღის ბაზარი მყიდველებისა და მოვაჭრეების სიმცირეს განიცდის. ფასების ზრდა სიიაფით განთქმულ ბაზარშიც შეიმჩნევა. მოვაჭრეები მყიდველის შემცირების მიზეზად ლარის გაუფასურებასა და გარემოვაჭრეებს ასახელებენ.
|
ვახტანგ შამუგია 27.08.2015
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ ოჩამჩირიდან მდინარე ენგურამდე არსებული 33-კილომეტრიანი სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას თბილისში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ეს ნაბიჯი რუსული აგრესიის წინაპირობად აღიქვა, ნაწილმა ტრანკავკასიურ მიმოსვლაზე თბილისსა და მოსკოვს შორის ფარულად დადებულ გარიგებად, ნაწილმა კი უბრალოდ მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტად.
|
მარიამ აფციაური 27.08.2015
ბათუმში, გრიგოლეთში, ურეკში დამსვენებლები სანაპირო ზოლის სიბინძურეზე ჩივიან. ზოგიერთს აწუხებს წყლის პრობლემაც. მათი თქმით, შავ ზღვაში წელსაც ადვილი შესამჩნევია პოლიეთილენის ბოთლი, ცელოფანი, სიმინდის ტარო და ათასი ყოველდღიური მოხმარების ნივთი, თუ საკვები პროდუქტის ნარჩენები - არჩევანი დიდია. დამსვენებლების ნაწილს (განსაკუთრებით ეს ვლინდება ბავშვების შემთხვევაში) დიდი ძალისხმევის მიუხედავად სიბინძურისგან თავის არიდება უჭირს და იწამლებიან.
|
მარი ჩიტაია 27.08.2015
აფხაზები ქართველების სახლებს მასობრივად არემონტებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს სახლები აფხაზებს ტურისტულ სეზონზე გასაქირავებლად სჭირდებათ. ზოგიერთი აფხაზი "ფლობს" მინიმუმ 4-5 სახლს, რომელიც ომის დროს ქართველებმა დატოვეს. სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს როგორც სოხუმსა და გაგრაში, ასევე ნაკლებად დასახლებულ ქალაქებშიც - ტყვარჩელსა და გუდაუთაში.
|
მაკა ხარაზიშვილი 27.08.2015
წელს სტიქიისგან მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწევს. საქართველოში სტიქიური მოვლენები უცხო არ არის, მაგრამ წლევანდელი წელი მასშტაბით გამოირჩევა. ჯერ სამეგრელოში ქარიშხალმა თხილის პლანტაციების ნაწილი გაანადგურა და მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. შემდეგ იყო თბილისის სტიქია, მოგვიანებით შიდა ქართლში მოსულმა სეტყვამ დააზიანა ხეხილის ბაღები, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა პომიდვრის მოსავალი. ახლახან კახეთში ანომალიურმა სეტყვამ მიწასთან გაასწორა ყვარელი, ასევე დაისეტყვა ლაგოდეხი და ახმეტა. ზვავი ჩამოწვა თუშეთსა და რაჭაში. გუშინ კი შავი ზღვის სანაპიროს წყალდიდობა დაატყდა თავს.
|
მარი ჩიტაია 27.08.2015
სექტემბრიდან საქართველოში კვერცხი გაძვირდება. პროდუქტის საბითუმო ფასი დაახლოებით 1,5-2 თეთრის ფარგლებში მოიმატებს, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება 33-35 თეთრს მიაღწევს. მეფრინველეობის ქარხნების წარმომადგენლები მოსალოდნელ ცვლილებას დოლარის კურსს უკავშირებენ და ამბობენ, რომ სავალუტო კრიზისის გამო წარმოების შენარჩუნება უჭირთ.
|