სალომე სარიშვილი
24.08.2015

 კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მოსახლეობა ამილახვართა ციხე-სიმაგრის მფლობელს, ნუცა ერისთავსა და მის შვილს ერეკლე კუხიანიძეს უპირისპირდება. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მათ ციხე-სიმაგრე და ამავე ფართობზე მდებარე ეკლესია მფლობელობაში უკანონოდ დაირეგისტრირეს. თავად მფლობელები კი აცხადებენ, რომ ისტორიული ძეგლი მათ კუთვნილებაში მემკიდრეობითა და სასამართლოს ძალით, კანონის სრული დაცვით გადაეცათ.

თიკო ოსმანოვა
24.08.2015

 2 წლის წინ თაროზე შემოდებულ კანონპროექტს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" პარლამენტი შესაძლოა საშემოდგო სესიაზე დაუბრუნდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტურ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის ადამიანი შეიძლება სისხლის სამართლის პასუხიგებაში აღარ მიეცეს. შესაბამისი კანონპროექტი, ევროკავშირის მოთხოვნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჯერ კიდევ 2013 წელს მოამზადა და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. მაშინ პარლამენტმა მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღო და შემდეგ თაროზე შემოდო.

თიკო ოსმანოვა
24.08.2015

 "არ მაქვს ინფორმაცია, თუ რითი აღიჭურვა ნატოს-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი და რა შესაძლებლობები ექნება რეალურად მას. მაგრამ ხელისუფლების განცხადებებით, რომ ეს არის უბრალო სასწავლო ცენტრი ქართველი ჯარისკაცებისთვის, მაფიქრებინებს, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც გვქონდა, არ განხორციელებულა.

რუსიკო მაჩაიძე
24.08.2015

მართალია შუალედურ, მაგრამ მაინც არჩევნებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, ეს არის მეთოდი, რომ ხელისუფლება არჩევნებზე მარტო დატოვონ, ამით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ და ხელისუფლება აიძულონ, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაინც შეასრულოს დანაპირები და შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა.

სალომე სარიშვილი
24.08.2015

 პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ ღია წერილი, რომლითაც მან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას ბერლინერს მიმართა, მხოლოდ მოვლენების მისეული შეფასება იყო. ამბობს, რომ მიმართვა მიზნად ისახავდა მხოლოდ თანამშრომლობას და არა კონფრონტაციას, ამიტომ მის მიმართვაზე საზოგადოებაში გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობა გაურკვევლობად აფასებს.

ლიკა ამირაშვილი
24.08.2015

 დასეტყვილი ვენახები, დახოცილი ფრინველები და დაზიანებული სახლები - ეს ის შედეგებია, რომელიც 20 აგვისტოს საღამოს 10 საათზე მოსულმა 25 - წუთიანმა სეტყვამ ყვარლის მოსახლეობას მოუტანა. ყვარელში და კიდევ 7 სოფელში 2 300 ჰექტარის ნაკვეთებზე ნარგავები და ნათესები 100 პროცენტით განადგურებულია, მათგან კი დაზღვეული მხოლოდ 30 პროცენტს ჰქონდა.

ია აბულაშვილი
24.08.2015

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ლიკა ამირაშვილი
24.08.2015

 სახელმწიფო სერვისების სააგენტოს შერეული ქორწინების სტატისტიკის მიხედვით, ქართველები უცხოელთაგან ყველაზე ხშირად რუსებზე ქორწინდებიან. შერეულ ქორწინებაზე მსჯელობისას დემოგრაფები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები სიტუაციას სრულად არ ასახავს, რადგან ამ მხრივ სრული სტატისტიკა ვერ კეთდება. მათი თქმით, ბოლო წლებში სხვა ეროვნებების წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შერეული ქორწინებები შემცირდა.

გვანცა ღვედაშვილი
24.08.2015

 ნორო ვირუსით ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს 85-მა, ხოლო ქობულეთის საავადმყოფოს - 20-მდე პაციენტმა მიმართა. აღსანიშნავია, რომ 2-3 კვირის წინ ამავე ვირუსით დაინფიცირების ნიშნებით ყვარელის რაიონულ საავადმყოფოს 140-ამდე ადამიანმა მიმართა. მოსახლეობა დაავადების გამომწვევად სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაფიქსირდა, რომ სწორედ ნორო ვირუსი იყო გავრცელებული აღნიშნულ რაიონში.

მარი მგალობლიშვილი
24.08.2015

 მადრიდის "რეალმა" კიდევ ერთ ფეხბურთელთან გაახანგრძლივა კონტრაქტი. პორტუგალიელი პეპე "სამეფო კლუბში" 2017 წლამდე დარჩება. ხელშეკრულების მოწერის დასრულების შემდეგ, პეპე ჟურნალისტების წინ წარსდგა. როგორც ფეხბურთელმა განაცხადა ბედნიერია, რომ "რეალში" დარჩა, რადგან "სამეფო კლუბის" მიმართ დიდი სიყვარული აქვს.

თიკო ოსმანოვა
22.08.2015

 ნატოს უელსის სამიტზე გაძლიერებული თანამაშრომლობის პაკეტის ფარგლებში მიიღებული გადწყვეტილება შესრულებულია. 27 აგვისტოს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგიც ეწვევა.

ია აბულაშვილი
22.08.2015

 "დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული დაპირისპირება შეიძლება უფრო გამწვავდეს და უკრაინის კონფლიქტის შემდეგ დაძაბულობის ცენტრი ახლა უკვე სამხრეთ კავკასია გახდეს", - ასეთ პროგნოზს აკეთებენ აშშ-ის ანალიტიკური სააგენტოს - "სტრატფორის" ექსპერტები.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×