თიკო ოსმანოვა
21.08.2015

 შემოდგომაზე მთავრობაში შესაძლოა მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და რამდენიმე მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწიოს. კულუარული ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით გასულ შაბათ-კვირას ურეკში ბიძინა ივანიშვილთან "საიდუმლო სერობაც" გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პოსტების დატოვება მოუწევთ.

გვანცა ღვედაშვილი
21.08.2015

 საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძის აზრით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გახშირებას მრავალი ფაქტორი იწვევს - იქნება ეს გაცვეთილი საბურავები, გაუმართავი ავტომობილები თუ მძღოლთა დაუდევრობა. როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა განათლებაა, რასაც გადამეტებულ სიჩქარეზე კონტროლის შესუსტება ემატება. მძღოლებს საგზაო კულტურა არ გააჩნიათ.

გვანცა ღვედაშვილი
21.08.2015

18 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე ჩუღურეთის რაიონებში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, წყალი ძირითადად იტალიური ეზოების სარდაფებში შევიდა, სადაც ამოტუმბვითი სამუშაოები ჩატარდა. თბილისის სხვა რაიონებში კი წვიმას დამატებითი პრობლემები არ გამოუწვევია.

თიკო ოსმანოვა
21.08.2015

 "საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზე "ქართულ ოცნებას", შესაძლოა, ჰქონდეს რეიტინგის ვარდნა, თუმცა ისინი ამას აუცილებლად დაძლევენ. ბოლომდე ალბათ, ვერ აქაჩავენ, როგორც 2012 წელს, მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა აუცილებლად ექნებათ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა, რომელსაც საზოგადოების განწყობებზე და პარტიების რეიტინგებზე ვესაუბრეთ.

ია აბულაშვილი
21.08.2015

 "ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, რომ ახალი სახეები მიიწვიოს "ოცნებაში", რომელიც ფლობს ადმინისტრაციულ რესურსს და ისიც მნიშვნელოვანია, რომ სხვა პოპულარული პოლიტიკური ძალა ჯერ არ ჩანს"- აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ესაუბრა.

ლიკა ამირაშვილი
21.08.2015

 უმაღლესში ჩაბარებისას სკოლის ნიშნებს მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტების არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეს, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.

სალომე სარიშვილი
21.08.2015

 ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ენგურჰესი იქნება პირველი ინდუსტრიული ძეგლი, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის გადასახედი პლატფორმები მოეწყობა.

ელზა წიკლაური
21.08.2015

 შრომის ინსპექტირების სამსახურმა მუშაობა უკვე დაიწყო. გუშინ ორგანიზაციამ შუალედური მონიტორინგის შედეგებიც წარმოადგინა. გაირკვა, რომ შემოწმდა 31 კერძო და სახელმწიფო კომპანია, რომელთა უმეტესობაში არ იყო დაცული ის ნორმები, რაც სამუშაო პირობებისთვის აუცილებელია. შრომითი პირობების ინსპექტირების სამსახურის მუშაობას დადებითად აფასებენ პროფკავშირებში, თუმცა თვლიან, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

მაკა ხარაზიშვილი
21.08.2015

 გადასახადებისთვის თავის არიდება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება - ამ მოტივით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კაზინო "აჭარაში" შევიდა. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კაზინო "აჭარის" მიმართ სკანდალები არ წყდება. ერთ-ერთ ყველაზე სარფიან ბიზნესში წილების განაწილებაზე ღია თუ ფარული ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს.

მარი ჩიტაია
21.08.2015

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის. პრობლემაა როგორც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე პერიფერიებშიც, სადაც კომერციული ფართის გაქირავება-გაყიდვა მინიმუმამდე შემცირდა. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა განახევრებულია. პრობლემის მიზეზად დილერები უძრავი ქონების მაღალ ფასს ასახელებენ.

მამუკა ნაცვალაძე
21.08.2015

 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გახსნამდე ერთი თვეღა რჩება. ინგლისში მსოფლიო სარაგბო მუნდიალი ექვსი კვირის მანძილზე გაგრძელდება, 12 ქალაქი 48 მატჩს უმასპინძლებს. მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიალი თვიქნემის სტადიონზე, 18 სექტემბერს, ინგლისი-ფიჯის თამაშის წინ გაიმართება.

ვახტანგ შამუგია
20.08.2015

 11 აგვისტოს თბილისში გამართულ უეფას თასის ფინალურ შეხვედრაზე აფხაზი ახალგაზრდების ჯგუფის დასწრებამ სოხუმში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იქაურმა საზოგადოებამ ისინი, თითქმის ერთხმად, სამშობლოს მოღალატეებად და "აფხაზი ერის სამარცხვინო შვილებად" შერაცხა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×