ლიკა ამირაშვილი
17.08.2015

 რამდენიმე დღის წინ აქვს პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით სასჯელი ხარშილაძეს 1 წელი და 9 თვით, ხოლო ძაძამიას კი 11 თვითა და 41 დღით განესაზღვრა.

გვანცა ღვედაშვილი
17.08.2015

 14 აგვისტოს სვანიძისა და ჩიქოვანის ქუჩებზე მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულმა ექვსმა ოჯახმა თამარაშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გამართა. დაზარალებულები მერიის მხრიდან უყურადღებობას უჩიოდნენ. თუმცა, "სვანაძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იყვნენ, რომლებსაც სურდათ, დაზარალებულები პოლიტიკური ნიშნით გამოეყენებინათ.

ვახტანგ შამუგია
17.08.2015

  თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. მისი განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ახალი სიტყვა ქართული ავიამშენებლობის ისტორიაში. რაც მთავარია, მისი თანამონაწილეები არიან ის ფრანგული და ებრაული კომპანიები, რომლებსაც ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. ეს კი ამ წამოწყების წარმატების შანსებს ერთი-ორად ზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური, კერძოდ კი რუსული პრესა, "თბილავიამშენის" ხელმძღვანელ ნოდარ ბერიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

თემურ იკოშვილი
17.08.2015

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა 13 ივლისს სამუაშაო ვიზიტით ეთიოპიაში ყოფნისას განაცხადა, რომ მსოფლიო შიდსისკენ თავისუფალი თაობისგან მიემართება. ორგანიზაცია "შიდსის უწყების" ცნობით, ბოლო 15 წელიწადში იმუნოდეფიციტური ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 35 პროცენტით იკლო.

ია აბულაშვილი
17.08.2015

 დღევანედელ სტატიაში მკითხველს შევახსენებთ რამდენიმე ნაცნობ თუ უცნობ ამბავს, რომელიც ხდებოდა საბჭოთა საქართველოს პირობებში. კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გადაურჩა ცნობილი რეჟისორების ფილმები პარტიული ელიტის კაპრიზებს, როგორი შეფარვით იბეჭდებოდა დისიდენტური განწყობის პუბლიკაციები საბჭოთა პრესაში და ა.შ.

მამუკა ნაცვალაძე
17.08.2015

 გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში მიმდინარე თბილისის თასის წლევანდელმა გათამაშებამ თავი მოუყარა ევრობასკეტ-2015-ის ფინალური ეტაპის ოთხ მონაწილეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა ასპარეზობაში მონაწილეობდნენ ბალტიისპირელები, ესტონეთისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებები, აგრთვე ნბა-ს ოთხი მოთამაშით მოასპარეზე იტალიის ეროვნული გუნდი.

ლიკა ამირაშვილი
17.08.2015

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აპელაციის პროცესი მაგისტრანტებისთვისა და აბიტურიენტებისთვის უკვე დასრულდა. პედაგოგებს კი ჯერ კიდევ აქვთ მათ მიერ მიღებული შეფასებების გასაჩივრებისშესაძლებლობა.

ვახტანგ შამუგია
15.08.2015

 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამთავრობო ჯარების სამხედრო კოლონები შევიდნენ. დაიწყო ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ამ ომმა, სხვადასხვა მონაცემებით, 6-დან 8 ათასამდე ქართველისა და 2 500-დან 3 000-მდე აფხაზის სიცოცხლე შეიწირა. თბილისმა აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა, 300 000 ქართველი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

იაგო ნაცვლიშვილი
15.08.2015

 იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილების მიმართ გამოთქმული შეფასება ორი მინისტრის დაპირისპირებაში გადაიზარდა. წულუკიანმა ხიდაშელს მედიის საშუალებით საკუთარი სამინისტროს პრაქტიკის შესახებ უამბო, ხიდაშელმა კი თქვა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობის მიხედვით მუშაობს და არაფორმალურად რა არის დადგენილი იუსტიციის სამინისტროში, მან ეს არ იცის. მის ამ განცხადებას წულუკიანმა კიდევ ერთხელ უპასუხა და აღნიშნა, რომ "მისი ფიქრები ძალიან შორს წასულა".

ელზა პაპოშვილი
15.08.2015

საქართველოს რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული კონტრსანქციები არ შეეხება, რადგანაც, როგორც მოსკოვში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში უმნიშვნელოა.

სალომე სარიშვილი
15.08.2015

 "სასამართლოს განჩინება არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს," - ეს განცხადება სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაავრცელა და აღნიშნა, რომ სასამართლომ საკუთრების უფლება იმაზე მეტად შეზღუდა, ვიდრე ამას მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი მოითხოვს.

ნატა გიორგაძე
15.08.2015

 სტომატოლოგთან ვიზიტი, მართალია, არც ისე სასიამოვნო შეგრძნებებს უკავშირდება, თუმცა გარკვეული პერიოდულობით მაინც გვიწევს ამ მომსახურებით სარგებლობა. რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ სტომატოლოგს მხოლოდ მაშინ აკითხავენ, როცა კბილი ძალიან სტკივათ და გამოუვალ სიტუაციაში არიან. ამბობენ, რომ პრობლემას არა მხოლოდ შიში, არამედ ფინანსები წარმოადგენს. დღეს თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკებში ერთი კბილის მკურნალობა მინიმუმ 40 ლარიდან იწყება და ხშირ შემთხვევაში 70-80 ლარამდე აღწევს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×