მაკა ხარაზიშვილი
12.08.2015

 ხაზინაში თავისუფალი ნაშთის რეკორდული რაოდენობაა. ფინანსთა სამინისტროს ამ დროისთვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე 835 მილიონი ლარი აქვს მობილიზებული და ეს თანხა წლის ბოლოსთვის 1,140 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. დიდი ოდენობით ნაშთის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსზე ფისკალური ზეწოლა არ ხდება. ეკონომისტები სამინისტროს ურჩევენ, ფული დეპოზიტების სახით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში გადაამისამართონ და აქედან სარგებელი მიიღონ.

მაკა ხარაზიშვილი
12.08.2015

ირანის სანქციებისგან გათავისუფლების მოლოდინში ნავთობი სულ უფრო და უფრო იაფდება. უცხოელი სპეციალისტები 2016 წლიდან "შავი ოქროს" კიდევ 10 დოლარით - 40 დოლარამდე გაიაფებას ვარაუდობენ. სანავთობო ბაზარზე ასეთი დაბალი ფასი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება. გარდა ირანული პერსპექტივისა, ნავთობის გაიაფებას ჩინეთის ეკონომიკის შესუსტებამაც შეუწყო ხელი, რომელიც ამერიკის შემდეგ ნავთობის მოხმარებით მეორე ადგილზეა.

ელზა წიკლაური
12.08.2015

 საქართველოს ინტერნეტ-ბაზარს მონოპოლიზება ემუქრება. ერთი მხრივ "სილქნეტისა" და "კავკასუსის", მეორე მხრივ კი "მაგთიკომისა" და "კავკასუსის" შერწყმასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ კომისიამ "სილქნეტის" მოთხოვნა დააკმაყოფილა, კომპანია მთლიანი ბაზრის 81%-ს მფლობელი გახდება, "მაგთიკომის" შემთხვევაში კი ეს წილი 34% იქნება.

მამუკა ნაცვალაძე
12.08.2015

 14 აგვისტოს სტარტს აიღებს თბილისის მერიის თასი-2015, სადაც საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებთან ერთად ლატვიის, ესტონეთისა და იტალიის ნაკრებები იასპარეზებენ.

იაგო ნაცვლიშვილი
12.08.2015

 "რუსი ოკუპანტები ზღვარს დიდი ხანია გადასცდნენ. ძალიან თავხედურად მოქმედებენ. ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ოკუპანტები ზღვარს არ გადასულან. საინტერესოა სად გადის ზღვარი? მაინცდამაინც აუცილებელია, რომ ცენტრალურ მაგისტრალამდე მოვიდნენ და აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს შორის კავშირი გაწყვიტონ?! ეს იქნება ზღვარს გადასვლა?! ხელისუფლების ამ პოზიციას ვერაფრით ვერ გავიზიარებ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

ია აბულაშვილი
12.08.2015

"გაიუს იულიუს კეისარი ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მხადართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწეა, რომელმაც გააფართოვა რომის იმპერიის საზღვრები, დაიპყრო კელტებით დასახლებული დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.

ლელა ოჩიაური
12.08.2015

 ქართულ თეატრში შექსპირის ეპოქა გრძელება. 2014-2015 წლების სეზონში საქართველოში ძველ და ბოლოდროინდელ დადგმებს შეემატა - რობერტ სტურუას "იულიუს კეისარი", ირაკლი გოგიას "რომეო და ჯულიეტა", ოთარ ეგაძის "ჭირვეულის მორჯულება" და ასევე - "ჭირვეულის მორჯულება" ბრიტანელ ჰილარი ვუდის რეჟისორობით.

სალომე სარიშვილი
12.08.2015

 "ამ ეტაპზე რუსეთსა და ქვეყნის ეკონომიკას გარკვეული რესურსი გააჩნია, რომელსაც ის იყენებს, თუმცა ეს ამოუწურავი ვერ იქნება, ამიტომ მომავალი წლიდან სანქციების შედეგს ქვეყნის თითოეული მოქალაქე იგრძნობს", - ამგვარია ექსპერტთა ნაწილის შეფასება აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მორიგი სანქციების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.

ლიკა ამირაშვილი
12.08.2015

 აღმოსავლეთ აზიის სამიტზე და სამხრეთ აზიის ერების ასოციაციის რეგიონნულ ფორუმზე 6 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ფილიპინები და ჩინეთი დაუპირისპირდა.

მარი მგალობლიშვილი
11.08.2015

 თბილისი დღეს ევროპის ერთ-ერთ დიდ ტურნირს - სუპერთასის ფინალს უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირსპირდებიან". შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ კატალონიელებს სუპერთასზე ვერ დაეხმარება გუნდის ლიდერი ნეიმარი.

იაგო ნაცვლიშვილი
11.08.2015

 ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღმნიშვნელი კიდევ ორი ბანერი გამოჩნდა - ამჯერად ოკუპანტებმა ბანერები ქარელის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ თამარაშენის განაპირას დაამონტაჟეს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ძველი ბანერებიდან ახალ ნიშნულამდე მანძილი დაახლოებით 800 მეტრია.

იაგო ნაცვლიშვილი
11.08.2015

 "რუსთავი 2" დასავლეთს რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ეს იქნება ქვეყნის პრობლემა, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანს. ყველა შემთხვევაში ეს პროცესი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×