ელზა პაპოშვილი
08.08.2015

 ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 წლის ლიზა შენგელიას მკვლელობაში ბრალდებულ მზია გელაძეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მარი მგალობლიშვილი
08.08.2015

 "მანჩესტერ იუნაიტედი" საზაფხულო სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურია. "წითელი ეშმაკუნები" მარტო გაძლიერებით არ არის დაკავებული. ინგლისურმა კლუბმა არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია პსჟ-ში 44 მილიონ ფუნტად გაყიდა. დი მარიამ ფრანგულ კლუბთან 2019 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

იაგო ნაცვლიშვილი
08.08.2015

 ევროპული სასამართლოს განჩინებით საქართველოს ხელისუფლებას დაევალა, რომ აწარმოოს ეფექტური გამოძიება ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლის ფაქტზე. საქმე ეხება 2009 წლის 15 ივნისის აქციას, სადაც "მაესტროს" ჟურნალისტებს აქციის დაშლის გადაღებული კადრები წაუშალეს, "ახალი მემარჯვენეების" წევრს კი ფოტოსურათები. სარჩელი მომჩივნების სახელით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გაგზავნა. სასამართლომ გადაწყვეტილება 23 ივნისს გამოიტანა, განჩინება სასამართლოს ვებ-გვერდზე ივლისის ბოლოს აიტვირთა. განჩინების აღსრულებაზე მონიტორინგს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.

თეა ბეჟიტაშვილი
08.08.2015

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბარამიძეს შორის ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ნათია ლომიძე
08.08.2015

 სხვადასხვა პროდუქტის გაძვირების გამო ოჯახის ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა. ადამიანებს აღარ რჩებათ შედარებით ნაკლებად მოხმარებად საგნებსა და პროდუქტებზე დასახარჯი თანხა, რის გამოც ბევრ რამეზე უარის თქმა უწევთ. სწორედ ასეთ ნუსხაშია თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი, რომელიც წელს საგრძნობლად გაძვირდა. შესაბამისად, მომხმარებლებმა ამ მიმართულებით ხარჯი საკმაოდ შეზღუდეს.

ელზა წიკლაური
08.08.2015

 რუსული რუბლი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ისევ გაუფასურდა. ერთმა დოლარმა 64, ევრომ კი 70 რუბლს მიაღწია. პარალელურად მსოფლიო ბაზარზე დაეცა ნავთობის ფასიც, გუშინ ლონდონის ბირჟაზე ერთი ბარელი "ბრენტის" მარკის ნავთობი უკვე 48,79 დოლარი ღირდა. რუსი ანალიტიკოსების პროგნოზით, ნავთობის გაიაფების ტენდენცია მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე, რამაც საბოლოოდ, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფამდე მიიყვანოს.

მაკა ხარაზიშვილი
08.08.2015

 ენერგეტიკის სამინისტრომ რამდენიმე ჰესის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მშენებელი კომპანიების ვინაობა შემოდგომაზე გაირკვევა. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში, მშენებლობები 700 მეგავატამდე სიმძლავრეებზე მიმდინარეობს.

მაკა ხარაზიშვილი
08.08.2015

 სახელმწიფო ტენდერებში დარღვევები ამჯერად კონკურენციის სააგენტომ აღმოაჩინა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში საჭირო ტექნიკის შესაძენად სატენდერო პირობები ერთ კომპანიაზე იყო მორგებული. შესაბამისად, სხვა კომპანიები, რომლებიც კონკრეტულ სერვისში უფრო დაბალ ფასს ითხოვდნენ, "თამაშგარე" მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თვითმმართველობის ბიუჯეტმა კი იზარალა.

გვანცა ღვედაშვილი
08.08.2015

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში 14 ივლისს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თეა ბეჟიტაშვილი
08.08.2015

 ქრონიკული ვენური დაავადება ბევრისთვის შეიძლება უცხოდ ჟღერდეს, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ამ დაავადების სხვადასხვა ფორმები აწუხებს. ყველაზე გავრცელებული ფეხებზე ობობის ქსელის მსგავსი კაპილარების არსებობაა, რომელიც უმეტესად ქალებში ვლინდება.

თეა ბეჟიტაშვილი
07.08.2015

 "კაიროს ქუჩაზე, სადაც ახლა ძაღლები გვყავს, მოსახლეობასთან სერიოზული პრობლემა გვაქვს. საქმე ისაა, რომ ჩვენსა და მაცხოვრებლებს შორის საერთო კედელია და ძაღლების ყეფით ხალხი წუხდება, ახლა მერიაშიც გვიჩივლეს, ამასთან დაკავშირებით მერიაში დღეში 5-6 საჩივარი შედის. ისეთ ადგილს ვეძებ, სადაც მეზობელი ასე ახლოს არ იქნება," - ამბობს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
07.08.2015

 ანტირუსული სანქციების გამო, რუსეთი საქართველოს და ევროპის რამედნიმე ქვეყანას ემბარგოთი ემუქრება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი მხარს დაუჭერს მთავრობის წინადადებას საპასუხო ზომების შემოღების თაობაზე ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ვიდრე კრემლში ემბარგოს დაწესების გეგმა მზადდება, რუსეთის სანიტარიულმა სამსახურმა წინმსწრებად ქართველი მეღვინეები ტექნოლოგიების დარღვევაში დაადანაშაულა, ხოლო მაკონტროლებელი ორგანიზაციები - უმოქმედობაში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×