ია აბულაშვილი 06.08.2015
ალბათ ყველა ადამიანს აქვს საოცნებო ქალაქი, ასეთ ქალაქს მიეკუთვნება რომი, სადაც ყველაზე თბილი მზე, ყველაზე მხიარული ხალხი, ყველაზე ტკბილი ცხოვრებაა, ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან იტალიელები და მსოფლიოც მათ ეთანხმება.
|
მარიამ ხიდაშელი 06.08.2015
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თანხა არ ყოფნის. პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ დამატებითი სახსრებისთვის ფინანსთა სამინისტროს მიმართონ. დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძის მტკიცებით, პროგრამა წარმატებით ხორციელდება და მის გაჩერებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
|
მამუკა ნაცვალაძე 06.08.2015
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიის დაბა პოდჩერტეკში "ტერმე ოლიმიას" სპორტულ კომპლექსში საწვრთნელ შეკრებას გადის. "ჯვაროსნები" სრული შემადგენლობით ემზადებიან.
|
ელზა პაპოშვილი 06.08.2015
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე და ექიმ-ინფექციონისტები აცხადებენ, რომ გახშირებულია ინფექციური დაავადებები, რომლებიც წყლიდან და საკვებიდან ვრცელდება. ამიტომ ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ გადადუღებული წყლის მიღებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ.
|
ლიკა ამირაშვილი 06.08.2015
ანტისანიტარია, არასასიამოვნო სუნი და რიგ ადგილას განათების არარსებობა მიწისქვეშა გადასასვლელებში წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ამის გამო თბილისის მოსახლეობა ხშირად მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლაზე თავს იკავებს.
|
სალომე სარიშვილი 06.08.2015
დედაქალაქის რამდენიმე უბანში სამარშრუტო ტაქსის მძოლები გაიფიცნენ. გაფიცულ მძოლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ - ისინი ითხოვენ დღიური გეგმისა და შაბათ-კვირის სამუშაო საათების შემცირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.08.2015
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის, დიმიტრი ჯაიანის თქმით, გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლის აკრძალვა სიმართლეს არ შეესაბამება მისი თქმით, მსგავსი ტიპის ბრძანება არ არის გაცემული.
|
იაგო ნაცვლიშვილი 06.08.2015
"ახალი მემარჯვენეები" შემოდგომიდან საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. სურთ, რომ გააძლიერონ პროდასავლური ორიენტაციის პარტიები. აპირებენ ამ მიმართულების პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას, ასეთად მათ ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" ესახებათ.
|
მარიამ აფციაური 06.08.2015
ლარის გაუფასურებამ დამსვენებლების ჯიბეს შეუტია. როგორც "რეზონანსმა" შავიზღვისპირეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაიგო, ხალხს ბათუმში, ქობულეთში, ურეკში და ანაკლიაში დასვენება, შარშანდელ სეზონთან შედარებით, ძვირი უჯდება. მიზეზი სასტუმროებზე, გასართობ ობიექტებზე და საკვებ პროდუქტებზე დაწესებული მაღალი ფასია. ნაწილი გაზრდილ ხარჯს ვერ უმკლავდება და დასვენებისთვის გამოყოფილ დღეებს ამცირებს.
|
თაკო მათეშვილი 05.08.2015
ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა, თრუსოს ხეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევა, ენგურჰესისა და მთლიანად საქართველოს ენერგოსისტემის ხელში ჩაგდება, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება - სწორედ ამას ელიან პოლიტოლოგები რუსეთის მხრიდან ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის შემდგომ.
|
იაგო ნაცვლიშვილი 05.08.2015
პარტია "ქართული ოცნება" სექტემბრის მეორე ნახევრიდან რეგიონებში კონფერენციებს გამართავს, რაც პარტიული ორგანიზაციების შესაძლო გადახალისებას გულისხმობს. გარდა ამისა, იგი აღმასრულებელ მდივნებს არჩევნების ჩატარებაშიც დაეხმარება.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.08.2015
საქართველოს მოსახლეობას მძიმე შემოდგომა და ზამთარი ელის. ფასების შეჩერება ზაფხულშიც კი ვერ მოხერხდა. ინფლაციის დონემ უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 5%-ს მიაღწია. პროდუქტი შემოდგომით კიდევ უფრო გაძვირდება, ამიტომ ამ პროცესების შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს, მთავრობასთან ერთად, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ მთავრობა და სებ-ი ერთად კარგა ხანია აღარ ძოვენ.
|