იაგო ნაცვლიშვილი
01.08.2015

    თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ინტერპოლი აღარ ეძებს. მისი გვარი კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღარ იძებნება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

თიკო ოსმანოვა
01.08.2015

 "გაურიგდა-მოურიგდა არ ვიცი, თქვენ როგორც გნებავთ ისე დაარქვით სახელი. არ ვამბობ, ვინმეს გაურიგდა, უბრალოდ ეჭვი მაქვს, რომ ეს არის სწორედ ის ვარიანტი, რომელზედაც "ნაციონალები" საუბრობდნენ. როგორც ჩანს, დაარწმუნეს პრეზიდენტი, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტისთვის ვეტო დაედო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

მარი ჩიტაია
01.08.2015

 მომავალ ზამთარს თბილისი ახალი ტარიფებითა და ახალი პირობებით შეხვდება. დედაქალაქის მოსახლეობას დენის გადასახადი გაუძვირდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თეთრით მოიმატებს ტარიფი. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება ხუთ თვეში უნდა მიიღოს.

მარი ჩიტაია
01.08.2015

უძრავი ქონების ბაზარზე ზაფხულისთვის დამახასიათებელი უძრაობაა. ბროკერების შეფასებით, გარდა იმისა, რომ პრობლემა სეზონურია, ბოლო პერიოდში ამ ბიზნესს ისედაც დიდი ჩავარდნა აქვს. ზაფხულის შეთავაზებების მიუხედავად, თბილისში ბინების როგორც ყიდვა-გაყიდვა, ასევე დაქირავებაც ჭირს, ხოლო გირაოზე თითქმის არ არის მოთხოვნა.

ელზა პაპოშვილი
01.08.2015

 პანკისში სირიიდან დაბრუნებული ვინმე აბდულა საინფორმაციო სააგენტო "ევრაზია დეილისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და თარხან ბათირაშვილს შორის შესაძლოა, დიალოგი ან მოლაპარაკება წარიმართოს. მოლაპარაკების მთავარი თემა კი სირიიდან დაბრუნებული მებრძოლების ხელშეუხებლობის საკითხი იქნება.

გვანცა ღვედაშვილი
01.08.2015

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში საქონლის ხორცში ჯილეხის აღმოჩენის გამო კარანტინი გამოაცხადა. დაფიქსირებულია ჯილეხით ცხოველის დაავადების 15 შემთხვევა. ასევე იყო ადამიანის ინფიცირების რამდენიმე შემთხვევაც.

მარიამ აფციაური
01.08.2015

 ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი თბილისის ერ-ერთი უბნის, საბურთალოს ცენტრალური ტერიტორია კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგა. არის მცდელობა იმისა, რომ უკვე წამოჭიმულ კორპუსებს კიდევ რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა დაემატოს, რასაც პეკინის 23ა-ში პარკის განადგურება (98 ძირი ხის მოჭრა) და საბავშვო ბაღის დანგრევა მოჰყვება. მოსახლეობას აწუხებს ისიც, რომ ბაღის მომიჯნავე ტერიტორიაზე სახლები ავარიულ მდგომარეობაშია და მიმდინარე მშენებლობის დატვირთვას კორპუსებმა შეიძლება ვერ გაუძლოს. მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ მშენებლობაზე ნებართვა ჯერ არ გაცემულა.

მაკა ხარაზიშვილი
01.08.2015

 პრეზიდენტმა ვეტოს უფლება მესამედ გამოიყენა და ბანკების ზედამხედველობის შესახებ კანონი დაბლოკა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მარგველაშვილმა საზოგადოებას თავი კიდევ ერთხელ შეახსენა და ვეტოს დასაძლევად ემზადებიან. "თავისუფალი დემოკრატები" კი ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ ჩივილს.

თეა ბეჟიტაშვილი
01.08.2015

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს შიდსის 4769 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2013 წელთან შედარებით 13%-ითაა გაზრდილი.

თეა ბეჟიტაშვილი
01.08.2015

 ზაფხულის ცხელ დღეებშო ორგანიზმი მსუბუქად კვებას ითხოვს. როცა ცხელა, ჩვენი ორგანიზმი მძიმე საკვებს არც ისე კარგად იტანს და ამით დისკომფორტს ჩვენც განვიცდით. რადგანაც ზაფხული ხილისა და ბოსტნეულის სეზონია და ეს პერიოდი ამ პროდუქტების ფართო არჩევანით გამოირჩევა, გთავაზობთ ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებსა და მათთან დაკავშირებულ რამდენიმე რჩევას.

ლიკა ამირაშვილი
31.07.2015

 აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და საქართველოს ეკლესიას შორის კახის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. როგორც "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, მარიამობის დღესასწაულზე ისტორიული ჰერეთის ერთადერთ მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება განახლდება.

იაგო ნაცვლიშვილი
31.07.2015

პრემიერ-მინისტრმა შს მინიტრის კანდიდატის დასახელება ორჯერ გადადო. კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერი ვალდებულია კანდიდატურა 1-ლ აგვისტომდე დაასახელოს. პრემიერის ადმინისტრაციაში იმ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუ რატომ გადაიდო კანდიდატურის დასახელება. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საერთო კანდიდატზე შეჯერება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×