თაკო მათეშვილი
03.08.2015

 მოსალოდნელი და ლოგიკური - ასე აფასებენ უმრავლესობაშიც, ოპოზიციაშიც და ექსპერტთა წრეებშიც მთავრობაში მომხდარ ცვლილებებს და ამბობენ, რომ არც შს და არც სასჯელაღსრულების ახალი მინისტრისაგან განსაკუთრებულ სიახლეებსა თუ ცვლილებებს არ ელიან.

იაგო ნაცვლიშვილი
03.08.2015

 გორელების ნაწილი ვერხვების დასახლებიდან თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ბრიგადის გადატანას ითხოვს. ადგილობრივების მტკიცებით, პოლიგონზე ჩატარებული წვრთნების გამო მათი სახლის კედლები იბზარება.

გვანცა ღვედაშვილი
03.08.2015

კომპიუტერულმა ვირუსმა, რომელიც უკრაინის სამთავრობო სერვერებიდან იპარავდა საიდუმლო ინფორმაციას, საქართველოში შემოაღწია. ამ ინფორმაციას საერთაშორისო ანტივირუსებზე მომუშავე კომპანია უთუე ავრჩელებს. მათი ცნობით, ამ ვირუსის - win23/potato-ს საშუალებით 4 წლის განმავლობაში ხორციელდება ჯაშუშობა უკრაინულ სერვერებზე.

ლიკა ამირაშვილი
03.08.2015

 ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას "თავისუფალი დემოკრატები" კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ახალი კანონი მესამე მოსმენით მიიღეს, რომელზეც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა. უმრავლესობა აცხადებს, ვეტოს აუცილებლად დაძლევენ. ამავე დროს როგორც "თავისუფალი დემოკრატები" აცხადებენ, რომ ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კანონპროექტს საკონტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ლიკა ამირაშვილი
03.08.2015

  რამდენიმე დღის წინ ბორჯომში სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად ხშირად სხვადასხვა ადგილას ხანძრის კერები ჩნდება და შემდეგ დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება.

თეა ბეჟიტაშვილი
03.08.2015

"2015 წელს პირველად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო 400 000 ლარი, რომელიც უშუალოდ დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერას მოხმარდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი გიორგი ნარიმანიძე.

მანონი ბოკუჩავა
03.08.2015

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ქვეყანაში მოღვაწე პროგრესული ძალები ცდილობენ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის წარმატებულად წარმართვას. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ფასეულობების ადამიანები როგორც წარსულში, ასევე დღესაც მეტ-ნაკლებად მაინც ხვდებიან ქვეყნის მმართველ ინსტიტუტებში - ევროპისკენ სავალ გზაზე იდეური მოწინააღმდეგეების გარდა, მუდმივად არსებობს სხვა ხელისშემშლელი - რუსული ფაქტორი.

ია აბულაშვილი
03.08.2015

რამდენიმე დღეში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვებიდან - დიდგორის ბრძოლიდან 894 წელი სრულდება. ისტორიის სახელმძღვანელოდან პრაქტიკულად ყველასათვის ცნობილია ამ ბრძოლის წინაისტორია, უშუალოდ ბრძოლის აღწერა, მისი შედეგები და ა.შ. ამჯერად გვსურს შევჩერდეთ ბრძოლის ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში სხვადასხვაგვარადაა ინტერპრეტირებული.

მამუკა ნაცვალაძე
03.08.2015

 ანდრეას პირლოს ამერიკული ოდისეა ყვითელი ბარათით დაიწყო. ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდამ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ "ნიუ იორკ სითიში" გადავიდა, სადებიუტო მატჩი ითამაშა. იტალიელის გუნდმა "ორლანდო სიტი" დაამარცხა 5:3, სადაც პირლოს "მილანელი" თანაგუნდელი კაკა ასპარეზობს. ანდრეა 56-წუთზე შევიდა მოედანზე, 88-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

მარი მგალობლიშვილი
01.08.2015

 დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ფეხბურთელი სანდრო კობახიძე "ვოლინში" იჯარით თამაშობს, მაგრამ შესაძლოა, მალევე "დნიპროში" დაბრუნდეს. ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინულ გამომცემლობა "მატჩდეის" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ის "დნიპროში" მის შესაძლო დაბრუნებაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ლიკა ამირაშვილი
01.08.2015

 მომავალ წელს რუსეთის კინოგაქირავებაში ქართულ-ოსური ურთიერთობის მოტივებზე გადაღებული ახალი მხატვრული ფილმი გამოვა - "ტელი და ტოლი". ფილმი 2014 წელს ჩრდილოეთ ოსეთში გადაიღო რეჟისორმა ალეკსანდრ ამიროვმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოსური საზოგადოების ნაწილში ამ ფილმს მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

თაკო მათეშვილი
01.08.2015

"პოლიტიკურად გაკოტრებული", "ნაციონალური", "არაადეკვატური", "პატარა ბავშვივით ახირებული", "კომპლექსიანი", "ჯინიანი", "არაკორექტული" - ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც თანაგუნდელები პრეზიდენტ მარგველაშვილს ბოლო თვეების განმავლობაში "ამკობენ". თუმცა, მათი უმეტესობა ბოლო კვირის განმავლობაშია გამოთქმული და პრეზიდენტის მიერ სადავო შეწყალებასა და მესამე ვეტოს უკავშირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×