იაგო ნაცვლიშვილი
04.08.2015

 "რა თქმა უნდა, ესენი ("ოცნება") ყველანაირად უწყობენ ხელს იმ აზრის განმტკიცებას, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე საქმეები პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს. არ ვიცი, შემთხვევით ხდება, თუ შეგნებულად.

მარი მგალობლიშვილი
04.08.2015

 ინგლისში 2015/16 წლების სეზონი სუპერთასის ფინალით გაიხსნა, სადაც ერთმანეთს "არსენალი" და "ჩელსი" დაუპირისპირდნენ. ასოციაციის თასის მფლობელმა ლონდონის "არსენალმა" პრემიერლიგის გამარჯვებული თანაქალაქელი "ჩელსი" მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

მაკა ხარაზიშვილი
04.08.2015

 ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, ტურიზმის ადმინისტრაცია კი ტურისტების რეკორდულ ზრდაზე საუბრობს. ქვეყანაში ექსპორტის შემცირების ტენდენციაც იკლებს. აქედან გამომდინარე, ლარის დევალვაციის მიზეზების ძებნისას ეკონომისტები ხელს ისევ ეროვნული ბანკისკენ იშვერენ. ბოლო პერიოდში მათ მიერ არაერთხელ ისმის ფრაზა, რომ სებ-ი "კონტრშეტევაზე გადავიდა" და მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების მეშვეობით მიმოქცევაში ლარის მასას ზრდის, შესაბამისად, მის გაუფასურებასაც უწყობს ხელს.

მაკა ხარაზიშვილი
04.08.2015

თბილისთან ახლომდებარე აგარაკებზე დამსვენებლების სიმცირეზე ჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს დასვენება ოჯახებში ან საოჯაო ტიპის სასტუმროებში უწევს, ტარიფები წამყვანი სასტუმროების ფასს დიდად არ ჩამოუვარდება. თითქმის ყველა ტურისტულ დაბაში მომსახურება გაძვირებულია, რასაც ადგილობრივები ლარის გაუფასურებითა და ზოგადად ინფლაციით ასაბუთებენ. ამასთან, მეპატრონეები დამსვენებლებს ხშირად მთელი სეზონის საფასურის გადახდას წინასწარ ავალდებულებენ.

მაკა ხარაზიშვილი
04.08.2015

კვირის ბოლომდე ბენზინის ფასს მინიმუმ 5 თეთრი უნდა დააკლდეს. ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობი 23%-ით გაიაფდა. საქართველოში შემცირდა ნავთობპროდუქტების საბითუმო ღირებულება. ნავთობკომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, ფასების შემცირებაზე უკვე მსჯელობენ. ამ დროისთვის კი ნავთობიპორტიორები, საშუალოდ, 45-თეთრიანი მარჟით საქმიანობენ.

ნათია ლომიძე
04.08.2015

 მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წიგნები ნაკლებად იყიდება, რასაც მოჰყვა ე.წ. კომპიუტერული წიგნების წინა პლანზე წამოწევა. ინფორმაციის მიღება და ელექტრონული წიგნების შეძენა მომხმარებლისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომია. კომპიუტერის როლის ასეთმა ზრდამ ბეჭდური გამოცემებისადმი მკითხველთა დამოკიდებულება, გარკვეულწილად, შეცვალა.

მარი ჩიტაია
04.08.2015

 რემონტზე მოთხოვნამ იკლო. მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა არ ჩქარობს, რადგან რემონტისთვის შესაფერის დროს ელოდება, ხოლო ვინც რემონტისთვის თანხა დაზოგა, ხარჯის შემცირებას არჩევს. ასეთია ზოგადი მდგომარეობა იმ ბიზნესისა, რომელსაც ლარის გაუფასურებამდე კრიზისი ნაკლებად ეტყობოდა. ახლა ხელოსნები თვეობით ელოდებიან შეკვეთას და ამბობენ, რომ ასეთი პერიოდი იშვიათად ჰქონიათ, ისიც მხოლოდ ომის დროს.

მარიამ ხიდაშელი
04.08.2015

 რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ სარეალიზაციო ქსელში მცენარეული "მაწონი", "არაჟანი" და "კარაქი" ისევ რჩება. ეს დარღვევები სოფლს მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თავად აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, მწარმოებელთან ერთად, რეალიზატორიც ჯარიმდება.

ლიკა ამირაშვილი
04.08.2015

 კუს ტბისა და მთაწმინდისკენ მიმავალ გზებზე გამხმარი ხეების მოჭრა დაიწყეს - დაავადებული ხეების მოჭრა დაახლოებით 2 კვირას გასტანს. პირველი ეტაპისთვის სულ 5508 ხე მოიჭრება. ეკოლოგების თქმით, წიწვოვანი ხეების ხმობა კლიმატის ცვლილებებთანაა დაკავშირებული და ეს დაავადება ძირითადად წიწვოვან სახეობებზე შეინიშნება.

მაკა ხარაზიშვილი
04.08.2015

 საქართველოში უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ქვეყნის ყველა რეგიონს განსხვავებული პროფესიის ადამიანები სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის ბაზრზე დამსაქმებელთა მოთხოვნებისა და დეფიციტური პროფესიების თვისებრივი კვლევა ჩაატარა. "ბიზნეს-რეზონანსი" ექსკლუზიურად გთავაზობთ კვლევის შედეგებს. ეს კვლევა განსაკუთრებით საინტერესოა სამუშაოს მაძიებელთათვის.

ვახტანგ შამუგია
03.08.2015

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ იკლო. თუმცა, რუსული მედია საინფორმაციო ფრონტზე იერიშს არ წყვეტს.

თიკო ოსმანოვა
03.08.2015

 ერთი კვირის წინ სოხუმში მომხდარი ჩხუბი, შესაძლოა, დიდ სახალხო მღელვარებაში გადაიზარდოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×