თეა ბეჟიტაშვილი
05.08.2015

 "ოჯახში ძალადობასთან მიმართებაში სტატისტიკა საგრძნობლად გაზრდილია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ქალთა მოძრაობის" წევრი, უფლებადამცველი ბაია პატარაია ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის შესახებ.

მაკა ხარაზიშვილი
05.08.2015

პირველი სექტემბრიდან ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი შევა ძალაში. სპეციალისტების განცხადებით, ეს ბაზარი უკონტროლოა. არის შემთხვევები, როდესაც ტომარაზე მითითებული ეტიკეტი შიგ მოთავსებული ფქვილის ხარისხს საერთოდ არ შეესაბამება და მოსახლეობა მოტყუებული რჩება.

ლიკა ამირაშვილი
05.08.2015

რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით მიგრაციამ მასობრივი ხასიათი მიიღო, რის მთავარ მიზეზადაც ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შიდა მიგრაციის პროცესები თუ ასე გაგრძელდა, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დავდგებით.

ნათია ლომიძე
05.08.2015

 ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ტანსაცმლის ბიზნესსაც დაარტყა. როგორც ყველა პროდუქტზე, ასევე ტანისამოსზეც მყიდველთა აქტივობა მკვეთრად შემცირდა. მოსახლეობა თანხის დახარჯვას პირველადი მოხმარების საგნებზე ამჯობინებს. ბრენდული ტანსაცმლის ყიდვა კი მოსახლეობის უმრავლესობისთვის საერთოდ წარმოუდგენელია.

ია აბულაშვილი
05.08.2015

 რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფ ქართველ სამხედრო მოღვაწეთა საგმირო საქმეებზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება. დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ამბები რუსეთის არტილერიის ფუძემდებელ ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონის ძნელბედობით აღსავსე ცხოვრებიდან.

მამუკა ნაცვალაძე
05.08.2015

 დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე პოლონეთში გაემგზავრა, სადაც 10 დღის განმავლობაში კრეოთერაპიის დახმარებით განაგრძობს მზადებას.

ელზა პაპოშვილი
05.08.2015

 "სერიოზული ძვრების მომსწრე ვართ. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები რეაქციაა უკანასკნელ ხანებში "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთული ძალების გაზრდილ გავლენაზე. აქამდე ხშირად გვაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თითქოს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას სათანადოდ" არ ვუჭერდით მხარს.

სალომე სარიშვილი
05.08.2015

  სპეციალურად "რეზონანსისთვის" ანაკლიიდან

31 ივლისს ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "ჯემ ფესტი" გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე მსოფლიოში ცნობილმა და ტრანსის ჟანრში აღიარებულმა ჰოლანდიელმა დიჯეიმ არმინ ვან ბიურენმა ახალი ტრეკებითა და მრავალფეროვანი შოუს ელემენტებით მთავარ სცენაზე გახსნა.

გვანცა ღვედაშვილი
05.08.2015

თბილისში რუჯის მიღების მსურველთა რაოდენობასთან ერთად დამწვრობის რიცხვმაც მოიმატა. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, წინა წლებთან შედარებით, წელს რუჯის მიღების შედეგად გამოწვეული დამწვრობა 25-30 %-ით გაიზარდა.

ანა დანელია
05.08.2015

აბაშაში ასოციაცია "სინერამას", აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ინიციატივით ჩატარდა საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა, რომელშიც მონაწილეობდა ადგილობრივი საჯარო სკოლების 29 მოსწავლე.

თაკო მათეშვილი
04.08.2015

 მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებადაწყებულ პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" პოლიტოლოგები გუნდის გადახალისებას, საკადრო პოლიტიკის სწორად წარმართვას, მოსახლეობის აზრის გამოკვლევასა და თავიანთი რიგების პროდასავლურად მოაზროვნე ხალხით დაკომპლექტებას ურჩევენ.

თეა ბეჟიტაშვილი
04.08.2015

 "ბოლო ორი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ 30%-ით მოიმატა, ტენდენცია კი იმდენად საშიშია და იქამდე მივალთ, რომ ავარიების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილს დავიკავებთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ბოლო პერიოდში გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×