თაკო მათეშვილი 31.07.2015
აგრესიული, თუმცა სწორი ტონი - ასე აფასებენ ხელისფლების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები თავდაცვის მინისტრის მიერ საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (მაპ) მიცემის კატეგორიულ მოთხოვნას და ამბობენ, რომ ეს შედეგს თუ არ გამოიღებს, დაშავებით მაინც არაფერს დააშავებს. თუმცა პოლიტოლოგთა მეორე ნაწილი ხიდაშელის ტონს მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ასე არ უნდა ელაპარაკებოდნენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 31.07.2015
"მორატორიუმი არ არის გამოსავალი, უნდა იყოს მასშტაბური ღონიძიებები მიღებული, რათა მცხეთა ზედმეტი შენობა-ნაგებობებისგან განთავისუფლდეს. მხოლოდ მშენებლობების შეჩერება სიტუაციას ვერ გამოასწორებს," - აცხადებს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
|
ელზა პაპოშვილი 31.07.2015
პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში შედის კანონპროექტით, რომლის მიხედვითაც სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა გაუქმდეს. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც სამხედრო სავალდებულო სამსახური გაუქმდება.
|
ია აბულაშვილი 31.07.2015
"მიმდინარე წლის ზაფხული ევროპაში თანამედროვე მეტეოდაკვირვების ისტორიაში რეკორდულად ცხელი იქნება" - ასეთი იყო ნასას პროგნოზი ჯერ კიდევ ა.წ. მაისში.
|
თიკო ოსმანოვა 31.07.2015
1-წლიანი "საიდუმლო" გამჟღავნებულია - დასავლეთის მიერ დაწესებული 12 სანქციიდან საქართველო მხოლოდ ერთს შეერთებია. საუბარია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოეუბული პროდუქციის შემოტანის აკრძალვაზე, რასაც საქართველო ჯერ კიდევ შარიან შეუერთდა და ახლა ეს აკრძალვა უბრალოდ კიდევ ერთი წლით გაგრძელდა. ამის შესახებ ევროკავშირის ევროპული საბჭოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაშია, რომელმაც რუსეთის აღშფოთება უკვე გამოიწვია - ოფიციალური მოსკოვი საქართველოსთვის საპასუხო სანქციების დაწესებსაც აპირებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 31.07.2015
გერმანული გამოცემა "ფინანს ნახრიხტენის" ანალიტიკოსი საქართველოს საბერძნეთის ბედს უწინასწარმეტყველებს და აღნიშნავს, რომ ათენის კრიზისი "დომინოს ეფექტით" გავრცელდება. ქართველი ეკონომისტები კი ასეთ საფრთხეს ვერ ხედავენ, ვინაიდან სახელმწიფო საგარეო ვალს საგანგაშო ნიშნულამდე ჯერ არ მიუღწევია, თუმცა ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე მაინც დგას.
|
მარიამ აფციაური 31.07.2015
აუზზე, ლისზე, თბილისის ზღვასა და კუს ტბაზე სიარული - ასე უმკლავდებიან ზაფხულის პაპანაქება სიცხეს ისინი, რომლებიც დედაქალაქიდან ვერ გადიან. თბილისური გაგრილება ნაწილს საზღვაო კურორტებზე მეტი უჯდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ხარჯი მინიმალურია.
|
მაკა ხარაზიშვილი 31.07.2015
დღეს სემეკი "თელასის" განაცხადს ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით წარმოებაში მიიღებს. ენერგეტიკის მინისტრმა უკვე ივარაუდა, რომ თბილისში დენი ისევე გაძვირდება, როგორც რეგიონებში. თუ ეს მოხდა, თბილისელებისთვის პირველად ისტორიაში ყველაზე ძვირი გადასახადი დაწესდება - ტარიფი უფრო დიდი იქნება, ვიდრე გაიფებამდე, ანუ წინა ხელისუფლების პერიოდში იყო.
|
მარი მგალობლიშვილი 31.07.2015
საქართველოს ნაკრების, კიევური "დინამოსა" და "არსენალის", ასევე დონეცკის "მეტალურგის" ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე უკრაინულ გამოცემა "მატჩდეისთან" ინტერვიუში განვლილ კარიერას იხსენებს.
|
მარი ჩიტაია 31.07.2015
საქართველოს სოფლის მეურნეობაში გვალვა სერიოზულ პრობლემას შექმნის. უამინდობის ხანგძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, მზესუმზირის, ყურძნისა და ბოსტნეულის რაოდენობა დაახლოებით 35-50 პროცენტით, ხოლო სიმინდის მოსავალი 50-60 პროცენტით შემცირდება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 31.07.2015
"ზოგადი უნარების შედეგები ცნობილია, თუმცა სააპელაციო პროცესი გამოცდების ყველა საგნის პასუხების გამოცხადების შემდეგ დაიწყება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე.
|
თაკო მათეშვილი 30.07.2015
რაც უფრო დაარეგულირებს საქართველო თავის კონფლიქტებს და ურთიერთობას რუსეთთან, მით უფრო გამარტივდება როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში შესვლა - ამ მოსაზრებას გამოთქვამენ როგორც ხელისუფლებაში, ისე პოლიტოლოგთა წრეებშიც. მათი თქმით, ამ მხრივ სრულიად ადეკვატური იყო უსუფაშვილის განცხადებაც იმაზე, რომ დასავლეთი კარასინი-აბაშიძის ფორმატის შენარჩუნებას გვთხოვს.
|