ელზა წიკლაური 28.07.2015
ლარის დევალვაციამ საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა. საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქციის, მედიკამენტების თუ სხვა გადასახადების გაძვირების შედეგად ოჯახების ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უახლოეს დღეებში მოიმატებს დენის ტარიფიც, რასაც სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ავტომატური ზრდა მოჰყვება. საბოლოო ჯამში კი, ლარის გაუფასურების გამო, წლის განმავლობაში ერთი რიგითი ოჯახის ხარჯი მინიმუმ 300 ლარით გაიზრდება.
|
მარი ჩიტაია 28.07.2015
საქართველოს მასშტაბით სილამაზის სალონების უმეტესობა უსაფრთხოების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. უკვე შემოწმებული ათი სალონიდან შეიძლება გამონაკლისი იყოს ერთი ან ორი მათგანი, რომელიც სტანდარტს იცავს. მომხმარებელთა უფლებადამცველების ინფორმაციით, სილამაზის სალონების დაახლოებით 80%-ს ყველანაირი პრობლემა აქვს და სხვადასხვა სახის დარღვევა ფიქსირდება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 28.07.2015
"დაბალი ხარისხის მშენებლობის გამო საქართველო სეისმურად მაღალი რისკის ქვეყნების რიგში დგას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე ქვეყანაში მიწისძვრის რისკებთან დაკავშირებით.
|
მაკა ხარაზიშვილი 28.07.2015
"საქართველოს ენერგეტიკას მაფიოზები მართავენ", - აცხადებენ ენერგეტიკოსები და განმარტავენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის საფეხურეობრივი ტარიფი საერთოდ უნდა გაუქმდეს. რეალური გათვლებით კი, 1 კვტ/სთ-ს ღირებულება მაქსიმუმ 12-13 თეთრია.
|
მარი ჩიტაია 28.07.2015
პრეზიდენტის ვეტო ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის პროცესს შეაყოვნებს, მაგრამ ვერ შეაჩერებს - ასეთია ახალი კანონის ინიციატორთა და ექსპერტების ერთი ნაწილის აზრი. კანონს მხარდამჭერები არ აკლია. ზოგიერთი მათგანი ადრე ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ახლა სხვა პოზიციაზეა. მაგალითად, ბანკების ასოციაციაში თვლიან, რომ პრეზიდენტის ვეტო მხოლოდ ზიანის მოტანი იქნება.
|
მარი ჩიტაია 28.07.2015
ტურისტულ რეგიონებში დამსვენებლების სიმცირეა. პრობლემაა, როგორც საზღვაო, ასევე სამთო კურორტებზე. სასტუმროების ნაწილმა ფასი დააკლო, ზოგმაც ცოტათი გააძვირა, მაგრამ მდგომარეობა თითქმის ყველგან ერთნაირია. ტურისტების აზრით, საკურორტო ბიზესში ცნება "იაფი" არ არსებობს და ხარჯს ვერ აუდიან კერძო სექტორშიც კი, სასტუმროებზე რომ არაფერი ვთქვათ.
|
მაკა ხარაზიშვილი 28.07.2015
ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, შესაძლოა, საგადასახადო შეღავათი დაწესდეს. შესაბამისი კანონპროექტი "თავისუფალმა დემოკრატებმა" პარლამენტის ბიუროს უკვე წარუდგინა. ინიციატივის ავტორთა გათვლებით, თუკი პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, რაც გარემოს გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 27.07.2015
მოსკოვის საპატრიარქო ცხინვალში მართლმადიდებლურ ტაძარს აშენებს. ქალაქის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის, ალანა ალბოროვას თქმით, ტაძრის ასაშენებელი ადგილი ქალაქის ცენტრში, საბავშვო ბიბლიოთეკასთან არის შერჩეული, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
|
ეკატერინე ბასილაია 27.07.2015
"სოხუმი იცვლება. ბოლოს 5 წლის წინ ვიყავი და იმის შემდეგ ბევრი რამ შეცვლილი დამხვდა. ბევრი შენობა ისევ ისეა დანგრეული, როგორც ომის შემდეგ, თუმცა არის მშენებლობებიც.
|
თეა ბეჟიტაშვილი 27.07.2015
"ჩვენი მიზანია, დავიცვათ თეთრი რასის სიწმინდე და მომავალი ქართველი ბავშვებისთვის" - ფლაერებს ასეთი წარწერითა და ნაცისტური სიმბოლიკით დედაქალაქის ქუჩებში ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ არიგებდნენ. წარწერის გარდა, სურათზე ინგლისურად არის მიწერილი "ნაციონალ-სოციალისტური საქართველო".
|
იაგო ნაცვლიშვილი 27.07.2015
თბილისის ახალგაზრდულმა ოლიმპიადამ, შესაძლოა, საქართველოსა და სერბეთის დიპლომატიური ურთიერთობა დაძაბოს. საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის უფლება ეძლევა კოსოვოს დელეგაციას, რომელსაც სერბეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს. თუმცა დადგენილებაში ისიც წერია, რომ ეს არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს აღიარებას.
|
თიკო ოსმანოვა 27.07.2015
ევროპარლამენტარი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთობლივი სამხედრო ბატალიონის შექმნისკენ მოუწოდებს. ამ საკითხზე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უკვე ინფორმირებულია, ოფიციალური თბილისის პოზიცია კი უცნობია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იდეას ჯერჯერობით ვერც იწონებს და ვერ იწუნებს. ამბობს, რომ ეს საკითხი სიღმისეულად არის შესასწავლი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|