ია აბულაშვილი 23.07.2015
რუსეთის სამხედრო ასპარეზზე ქართველი სამხედრო მოღვაწეები ჯერ კიდევ 1724 წელს გამოჩნდნენ, 1801 წლიდან კი ისინი აქტიურად იღებდნენ მონაწილოებას რუსეთის არმიის მიერ წარმოებულ ყველა სამხედრო ოპერაციაში. ვინ იყვნენ ისინი და რა დამსახურება მიუძღვით რუსეთის არმიის წინაშე, ამის შესახებ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს შევახსენებთ ჩვენს მკითხველს.
|
მარიამ აფციაური 23.07.2015
ავიაციის ფორუმის გამართვის შედეგად, საქართველოს 40-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 45 აეროპორტის ხელმძღვანელი პირი ეწვია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პერმანენტულ მოლაპარაკებას აწარმოებს სხვადასხვა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან. ექპერტების შეფასებით, საავიაციო ბაზრის გააქტიურება კონკურენციის ზრდას, ვიზიტორების მომატებას და ბილეთების გაიაფებას გამოიწვევს. ავიაკომპანიების ნაწილი კი საფასო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს.
|
მამუკა ნაცვალაძე 22.07.2015
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასის მზადების პირველი ფაზა დაასრულა. "შევარდენზე" სამკვირიანი ფიზმომზადების შეკრება საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა "ბორჯღალოსნებისათვის". ახლა ბიჭები ერთ კვირას დაისვენებენ და მზადების მეორე ფაზაზე გადავლენ.
|
თეა ბეჟიტაშვილი 22.07.2015
"უკრაინის პარალელურად საქართველო რუსეთისთვის მეორე ფრონტის ხაზი იმ შემთხვევაში გახდება თუ ის დაინახავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, სპეცსამსახურებსა და შეიარაღებულ ძალებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ ექნებათ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე რუსეთის მხრიდან საქართველოში დაძაბულობის ახალი წერტილის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.
|
თაკო მათეშვილი 22.07.2015
დონალდ ტუსკის სიტყვებს - "უვიზო რეჟიმისათვის დამატებითი რეფორმებია საჭირო" პოლიტოლოგები და საერთაშორისო ურთიერთობების ექპერტები არ შეუშფოთებია. მათი მტკიცებით, ტუსკმა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულყოფილად შესრულება იგულისხმა და არა დამატებითი ბარიერები უვიზო რეჟიმისაკენ მიმავალ გზაზე.
|
თაკო მათეშვილი 22.07.2015
მალე შესაძლოა, ევროზონის მთავრობა შეიქმნას, რომლის ფუნქციაც, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბიუჯეტო პროცესებში ჩარევა იქნება. მეტიც, შესაძლოა, ორგანოს სახელმწიფოების ბიუჯეტების შედგენაც კი დაევალოს.
|
ელზა პაპოშვილი 22.07.2015
ბოლო დროს დედაქალაქსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავების მასობრივი ხმობის პროცესი დაიწყო. ეკოლოგებისა და გარემოს დამცველების გაცხადებით, პრობლემა მწვავეა და თუ დროზე გამოსავალი არ იქნა ნაპოვნი, ქალაქი შესაძლოა, ეკოლოგიური და კლიმატური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
|
თიკო ოსმანოვა 22.07.2015
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას იწუნებს და ღარიბაშვილის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
|
მარი ჩიტაია 22.07.2015
მოულოდნელად შუა ზაფხულში აგრარულ ბაზრებში საქონლის ხორცი 1 ლარით გაძვირდა. მოვაჭრეების ინფორმაციით, ცვლილება ბაგურ კვებაზე გაზრდილი პირუტყვის ხორცს შეეხო. ბაზარზე ასეთი საქონლის დეფიციტია, რამაც პროდუქტი გააძვირა. საქონლის ხორცი ბაზრებში 11-12 ლარის ფარგლებში იყიდება, სუპერმარკეტებში 13-14 ლარამდეც ადის.
|
მარი ჩიტაია 22.07.2015
მთავრობას ლუდზე გაზრდილი აქციზის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს. კომპანიები ხელისუფლებას არა მარტო აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების შეცვლას, არამედ იმ რეგულაციის გაუქმებასაც სთხოვენ, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ლუდის სმას კრძალავს.
|
ელზა წიკლაური 22.07.2015
150-ლარიანი პენსია ლარის დევალვაციამ და ინფლაციამ უკვე 35-40 ლარით "შეჭამა", შედეგად სექტემბერში მისი 6,6%-იანი ზრდა მატებად არ ჩაითვლება. მოხუცები პენსიას, ძირითადად, ჯანდაცვასა და სურსათზე ხარჯავენ. ეს სეგმენტი კი მიზნობრივი ინფლაციაზე უფრო მეტად გაძვირდა. გამოდის, რომ პენსიის "დანაკარგი" რეალურად უფრო მეტია, ვიდრე მიზნობრივი ინფლაციით (5%-ის) გამოწვეული სხვაობა.
|
ია აბულაშვილი 22.07.2015
სახელგანთქმული მხედართმთავრის პეტრე ბაგრატიონის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, დღევანდელ სტატიაში მკითხველს თავს არ შევაწყენთ მისი მხედართმთავრული თვისებების დახასიათებით, რომელთა წყალობითაც იგი შესანიშნავი სარდალი გახდა, მხოლოდ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს შეგახსენებთ მისი სამხედრო წარმატებების შესახებ, ამაში კი დაგვეხმარება ისტორიკოს თემურ ქორიძის კრებული "ქართველები 1812 წლის ომში".
|