მარი ჩიტაია 25.07.2015
სოციალური რისკის ასაცილებლად მთავრობა ელეტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს. ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებით, დაახლოებით, 20 მლნ ლარი დაიხარჯება. პრემიერ-მინისტრის ირკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ამით ღარიბ მოსახლეობას სოციალური ტვირთი შეუმსუბუქდება, მაგრამ ის არაფერს ამბობს, რა ელოდება მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელიც ასევე გაჭირვებით ცხოვრობს, მაგრამ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გააჩნია.
|
მარიამ აფციაური 25.07.2015
დენის გაძვირება მცირე და საშუალო საწარმოებს დიდ პრობლემას შეუქმნის. გარდა იმისა, რომ მათი ხარჯი გაიზრდება და მომსახურება გაძვირდება, ზოგიერთმა, შესაძლოა, ფინანსურ დარტყმას ვერ გაუძლოს და ბაზრიდანაც გავიდეს. ეს კი უმუშევრობას კიდევ მეტად გაზრდის.
|
მარი ჩიტაია 25.07.2015
დენის ტარიფის ზრდა სამომხმარებლო ბაზარზე მტკივნეულად აისახება. მეწარმეები პროდუქტის გაძვირებისათვის ემზადებიან. მთავრობამ რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ მეწარმეები ფასს ვერ მოუმატებენ და "ნებისმიერ პროცესში მთავრობა ჩაერევა", ეს ბაქი-ბუქი აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებიდან რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ მეწარმეების ნაწილი გარდაუვალ გაძვირებაზე ალაპარაკდა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 25.07.2015
ზამთრისგან განსხვავებით, ზაფხულში თითქმის ყველანაირ საკვებ პროდუქტს მაცივარში ვინახავთ, რადგან საკვები მალე გაფუჭებისგან დავიცვათ. მაგრამ მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა შეზღუდულია და ყველა პროდუქტს თავისი შენახვის ვადა აქვს.
|
მარი მგალობლიშვილი 25.07.2015
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ანდრეას პერეირამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. ჯერ კიდევ ტურნირის მიმდინარეობისას "ინსაიდ იუნაითედმა" მოახერხა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 25.07.2015
თუ პრეზიდენტი პროკურატურის შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ეს გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე ვეტო იქნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, დაადებს თუ არა მარგველაშვილი ამ კანონპროექტს ვეტოს, თუმცა ხაზგასმით ამბობენ, რომ შემოთავაზებულ მოდელზე ბევრად უკეთესი იყო ის, რაც "ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა.
|
მარი მგალობლიშვილი 24.07.2015
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზურაბ ხიზანიშვილი კარიერას ბაქოს "ინტერში" აგრძელებს. გამოცდილი ფეხბურთელის დებიუტი ბაქოურ კლუბში უკვე შედგა.
|
თიკო ოსმანოვა 24.07.2015
"ვსაუბრობთ ისე, როგორც თქვენ გესაუბრებით. წივილ-კივილი ასეთ შეხვედრებზე არ მოსულა. მე ახლა მსოფლიო დიპლომატიის წესებს ვერ გამოვიგონებ, თუმცა ვიმეორებ - ყველაფერი, რაც სათქმელი იყო, შესაბამისი სიმკაცრით, პრინციპულობით დაისვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით იმედის მომცემი ჯერჯერობით არაფერი ჩანს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინთან მორიგი შეხვედრა გამართა.
|
ლიკა ამირაშვილი 24.07.2015
"რამდენიმე დღეა, თაღლითების რაოდენობა გაორმაგდა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის ზღვაზე ბინების მნიშვნელოვანი რაოდენობა დევნილებს გადაეცემათ. მე ყველა მოქალაქეს მივმართავ - ნურავის ნუ ენდობიან, ვერავინ ვერ დაეხმარება, ვერავინ ვერაფერს ვერ გაუკეთებს. ერთადეთი, რისი საშუალებითაც ბინას მიიღებენ, ის საბუთებია, რასაც კომისიას გადასცემენ", - განაცხადა "რეზონანსთან" ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელსაც თბილისში და რეგიონებში დევნილებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.
|
მარიამ აფციაური 24.07.2015
ლარის გაუფასურებას საკვებ პროდუქტების, პირველადი მოთხოვნილების საქონლის, დენის გაძვირება მოჰყვა, რამაც გაზარდა ხარჯი დასვენებაზეც. სასტუმროებმა და კერძო სექტორმა მომსახურების ღირებულება გააძვირეს. ამიტომაც თბილისელთა ნაწილი, დიდი სურვილის მიუხედავად, წელს დასვენებას ვეღარ მოახერხებს. ზოგიერთმა გამოსავალი ნახა და დაზოგვის მიზნით არჩევანი ნაკლებად ძვირ კურორტებზე გააკეთა.
|
მარი ჩიტაია 24.07.2015
ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება ქვეყანაში სოციალურ რისკს გაზრდის. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტარიფი უსამართლოა და მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. ზუსტად 2,5 წელიწადში "ქართულმა ოცნებამ" იმდენი შეძლო, რომ გადასახადის სიმძიმე ხალხს საკუთარ ჯიბეზე მტკივნეულად ეგრძნო - განახევრების ნაცვლად, ელექტროენერგიის გადასახადი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, ხოლო მესამე საფეხურის ტარიფი აქამდე არნახულ დონემდე გაიზარდა.
|
თიკო ოსმანოვა 24.07.2015
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გუშინ უნდა დაესახელებინა, თუმცა კანდიდატურის დასახელება ორშაბათისათვის გადაიდო. ამის მიზეზი, ერთი ვერსიით, მმართველი კოალიციის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური "ვაჭრობაა", მეორე ვერსიით კი, "ქართული ოცნებისათვის" სასურველი კანდიდატი - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე მინისტრის თანამდებობაზე უარს ამბობს.
|
|