თაკო მათეშვილი
20.07.2015

 მილსადენის შემდეგ საფრთხე უკვე ცენტრალურ ავტომაგისტრალს ემუქრება, რომელიც დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთთან აკავშირებს, რადგან ოკუპანტები მისგან უკვე სულ რაღაც 450 მეტრში არიან.

ელზა პაპოშვილი
20.07.2015

 თბილისის მერია და საქართველოს ხელისუფლება სპეციალისტებთან ერთად აქტიურად განიხილავს ვაკე-საბურთალოს გზაზე ე.წ. ხიმინჯებიანი გზის მშენებლობას.

იაგო ნაცვლიშვილი
20.07.2015

 "პოლიციელებმა მიიღეს სათანადო გაფრთხილება, პრემიერმა მოუწოდა, რომ დაიცვან პოლიციელის მუნდირი და ღირსება. იმედია, ბარნოვს ცეცხლს არ გაუხსნიდნენ, მაგრამ... კიკიანთან ძალიან ვაჟკაცები არიან ჩვენი პოლიციელები და ეს ბარნოვი ვინ ყოფილა ასეთი?!

თიკო ოსმანოვა
20.07.2015

 ერთადერთი დოკუმენტი, რომელითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, შესაძლოა, აღარ ამოქმედდეს. საუბარია საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მინიტორინგთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2011 წელს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ მოსკოვმა შესასრულებელ ვალდებულებად აიღო.

თაია არდოტელი
20.07.2015

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ, განახლებული გამოძიების ფარგლებში, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე თვითმკვლელობის მუხლით წარმოებული საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ლიკა ამირაშვილი
20.07.2015

 ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძის განცხადებით, სტიქიის შედეგადად ზოოპარკის ბინადართა ნახევარზე მეტი განადგურდა. მისი თქმით, დაღუპულ ცხოველებს შორის იყვნენ ისეთი სახეობებიც, რომლებიც რთულად მოსაპოვებელია.

ია აბულაშვილი
20.07.2015

 არასდროს ირანის პოლიტიკურ სარბიელზე ისეთი დიდი რაოდენობით არ მოღვაწეობდნენ ქართველები, როგორც შაჰ-აბას პირველის მმართველობის ხანაში.

ლიკა ამირაშვილი
18.07.2015

 სტიქიის შემდეგ ზოოპარკის გადატანის აუცილებლობაზე ყველა საუბრობს. ახალი ზოოპარკის სავარაუდო ადგილი შერჩეულია - ის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. სპეციალისტების ნაწილი ზოოპარკის გადატანის იდეას ეთანხმება, თუმცა შერჩეულ ადგილს იდეალურ ვარიანტად არ მიიჩნევენ.

იაგო ნაცვლიშვილი
18.07.2015

 ინტერნეტსივრცეში უკვე გამოჩნდნენ გადამყიდველები, რომლებიც ევროპის სუპერთასის ბილეთებს დაუჯერებელ ფასად ყიდიან - უკეთეს ვარიანტში სამმაგ ან ოთხმაგ თანხას ითხოვენ. არის ინფორმაციები, საიდანაც ჩანს, რომ ბილეთის ფასი 300-400 აშშ დოლარამდეც კი ადის. გასაყიდი ბილეთების შესახებ ინფორმაციები ქვეყნდება როგორც ქართულ ვებგვერდებზე, ასევე ასეთი ცნობები უკვე საერთაშორისო საიტებზეც ვრცელდება. "იბეიზე" სუპერთასის ბილეთს, არც მეტი არც ნაკლები, 1500 დოლარადაც კი აფასებენ.

ეკატერინე ბასილაია
18.07.2015

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. ბორდერიზაცია გრძელდება და რუსების მიერ სოფელ წითელუბანთან აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შემდეგ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული სხვა ქართული სოფლების მიწებსაც ემუქრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენა.

თაია არდოტელი
18.07.2015

 "ამ პროვოკაციით შესაძლოა, ომი დაწყებულიყო. ამიტომ ხელისუფლება სწორია, რომ ამ პროვოკაციას არ წამოეგო," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.

თიკო ოსმანოვა
18.07.2015

"ხელისუფლებაში არ უნდა იყოს არცერთი ადამიანი, რომელიც სიმპათიით არის გამსჭვალული რუსეთისადმი," - აცხადებს "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე კი ამბობს, რომ რუსეთის განსაკუთრებული გააქტიურება ევროკავშირთან ასოცირების გაფორმების შემდეგ შეიმჩნევა. "ეროვნული პლატფორმის" თავმჯდომარე ლაშა ტუღუში კი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო არხების ტრანსლირების შეზღუდვას ითხოვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×